Back

მეიარაღე გიორგი ელიარაშვილი

მეიარაღე გიორგი ელიარაშვილი იყო ჩემი შთაგონების წყარო, როდესაც 1980-1986 წლებში შევისწავლე და აღვადგინე ხევსურული საჭურველის სრული ანაკრები.  1980 წლიდან დაინტერესებული ვარ მათი ისტორიით და დღემდე ვიძიებ და ვაგროვებ ინფორმაციას მათ შესახებ; შეგროვებული მაქვს თითქმის ყველა არსებული პუბლიკაცია ქართული და უცხოური. 2015-21 წლებში მეიარაღე ოსტატ ზაქრო ნონიკაშვილთან თანამშრომლობით შესწავლილ იქნა და შეიქმნა 7 დამოუკიდებელი ნამუშევარი ელიარაშვილების სტილში და დღემდე მიმდინარეობს მუშაობა ამ მიმართულებით, შევისწავლეთ, დავამზადეთ და გამოვცადეთ, მათი ცნობილი ტექნოლოგიებით ქართული ხმლის ფოლადი, ამოვხსენით და აღვადგინეთ მხატვრული ორნამენტების შესრულების მათი მრავალი ტექნოლოგია.

ელიარაშვილების ისტორია, შეიძლება ითქვას "უწვეტ ხაზად" გაჰყვება ჩემს შემოქმედებით გზას. მათი სტილის და ტექნოლოგიების სწავლის გვერდით ყოველთვის იწვევდა ინტერესს ის ფაქტი, რომ სხვადასხვა პუბლიკაციებში ელიარაშვილების გვარი მოხსენიებულია როგორც, ელიაროვი, ელიაზაროვი, ელიაზარაშვილი, ელიაზაროშვილი... აგრეთვე იგი სხვადასხვა პუბლიკაციებში მოხსენიებულია როგორც სომეხი ეროვნების მეიარაღე. ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი სინამდვილის გარკვევაში და  2020 წელს მივმართე ბატონ რეზო ხუციშვილს (ისტორიის მეცნიერებატა დოქტორი, პროფესორი, ღირსების ორდენის კავალერი) თხოვნით, გამოეკვლია მათი გენეოლოგია და წარმომავლობა. ბატონი რეზო დაინტერესდა და ქვემოთ იხილეთ დამოუკიდებელი კვლევის შედეგი.

როდესაც კვლევა თითქმის დამთავრებული იყო, შევიტყვეთ, რომ პარალელურად ამ საკიტხზე აგრეთვე მუშაობდა მკვლევარი ბატონი ლევან დვალიშვილი და მისი ნაშრომი გამოქვეყნდა 2021 წლის 25 ივნისს. ვფიქრობ ეს ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კვლევა ერთმანეთს გააძლიერებს და საინტერესო და აქტუალური იქნება მოყვარულთა და სამეცნიერო წრეებისათვის.

აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ცოტა ხნის წინ დავასრულეთ თბილისელი მეიარაღეების ხეჩატურ ბებუროვის (გამოქვეყნებულია 2021 წლის 5 ივლისს) და იოსებ პოპოვის (მალე გამოქვეყნდება) გენეოლოგიური კვლევები.

გოჩა ლაღიძე

ოსტატი-მესაჭურვლე, მკვლევარი, საქართველოს და ნიდერლანდების სამეფოს მხატვართა კავშირების წევრი, ნიდერლანდების ოქრომჭედლების გილდიის ოსტატი. 2021 წლის 27 ივლისი.

 

0194,  თბილისი, საირმის ქ. X, I I, 38. Georgia, Tbilisi, Sairme Street X, I I, 38, phone 995 23-54-17  www.geogen.ge

 

 გეურქ ელიაროვის (ელიარაშვილი) წარმომავლობა

 

როგორც ცნობილია, XVIII საუკუნის ბოლოდან XIX საუკუნის 30-იან წლებამდე თბილისში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საუკეთესო ფოლადის (ბულატი, ჯევარდინი) მიმღები და მისგან მაღალი ხარისხის საომარი იარაღის ჭედვის სახელგანთქმული ოსტატი გეურქ სარქისის ძე ელიაროვი. ხოლო, მისი შვილები ყარამანი და  ეფრემი ამ საქმის საუკეთესო გამგრძელებელი იყვნენ, რომლებიც გეურქის სხვა შვილებთან და ნათესავებთან ერთად აგრეთვე თბილისში ცხოვრობდნენ.

 გეურქ ელიაროვისა და მისი შვილების აღნიშნულ მოღვაწეობას გამოკვლევები მიუძღვნეს როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა მკვლევარებმა, რომელთა საკმაოდ ვრცელი ისტორიოგრაფია (გარკვეულ პერიოდამდე) მოცემულია კოტე ჩოლოყაშვილის სადისერტაციო ნაშრომში „საბრძოლო იარაღის წარმოებისთვის საქართველოში“ [თბ. 1959 წ. გვ. 150]. მასვე ეკუთვნის ცალკე სტატია აღნიშნულ ოსტატთა შესახებ - „ბულატის თბილისელი ოსტატები“ [ჟურნ. მეცნიერება და ტექნიკა, 1956 წ. №5, გვ. 15-17]. აღსანიშნავია აგრეთვე ვ. გონგაძის ნაშრომი „ჯევარდინისა და მისგან საომარი იარაღის დამზადების გამოჩენილი ქართველი ოსტატი“ [ჟურნ. „მნათობი“, 1959 წ. №7, გვ. 146-152], პ. გუგუშვილი [საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX-XX საუკუნეებში, ტ. 5, თბ. 1962, გვ. 138-141]  და სხვ. დავასახელებთ აგრეთვე ზოგიერთ უცხოელ ავტორს, რომლებიც ჩვენთვის საინტერესო პიროვნებებს ეხებიან: Э. Г. Аствацатурян, Оружие народов Кавказа, СПб 2004 г.; Я. Л. Махлевич, И. Эльбрус на юге... Москва 1991 г;  Н.Б. Годеновский, Тайна Булатной Стали , Изд. Феникс, Ростов-на-Дону,2010; Кирилл Ривкин, Оружие и Доспехи Кавказа, Изд. США, 2015 (на англ.); С.Талантов, "Разборный Кинжал Работы Геурка Элиарова из Тифлиса" , журнал Историческое Оружиеведение, 4/2017. 

ამრიგად, საომარი იარაღის ჭედვის ოსტატების ელიაროვების საქმიანობა, შეიძლება ითქვას კარგად არის შესწავლილი, გამოთქმულია სხვადასხვა შეხედულებები. მაგრამ, არსებულ ნაშრომებში არსად ჩანს ინტერესი და შესაბამისად მოკვლეული მასალა მათი წარმომავლობის შესახებ, თუ არ ჩავლით რამდენიმე პუბლიკაციას, მათ შორის მაგალითად ი. მახლევიჩის დასახელებული ნაშრომს, რომელშიც იგი გეურქ ელიაროვის სომხურ წარმომავლობაზე მიანიშნებს [იხ. დოკ. 1].

 


1. ი. მახლევიჩი, დასახ. ნაშრ. გვ. 41

 

როგორც ი. მახლევიჩის მიერ, ასევე სხვა ავტორებისთვისაც [კ. ჩოლოყაშვილი, დასახ. დისერტაცია, გვ. 151-152 და სხვ.] შეუმჩნეველი არ დარჩენილა, რომ  თბილისში მოღვაწე იარაღის ოსტატ ელიაროვებს განსხვავებული გვარით და ხანდახან სახელითაც კი იხსენიებენ: ელიაზარაშვილი, ელიაზაროვი, ელიზარაშვილი, ეგიაზაროვი, ელაროვი... [იხ. დოკ. 2, 3, 4, 5]. ელიაროვთა გვარის ასეთ მოხსენიებებს საისტორიო წყაროებშიც ვხვდებით და ალბათ, დასახელებული ავტორები მას სხვადასხვა მიზეზითა თუ მიზნით იყენებდნენ [იხ. დოკ. 6]. თუმცა, გარკვეული ავტორები და წყაროები მათ გვარს სწორად ასახელებენ [იხ. დოკ. 1, 7].

 


2. პ. გუგუშვილი, დასხ. ნაშრ. გვ. 138

 


3. ე. ასტვაცატურიანი, დასახ. ნაშრ. გვ. 393.

 


4. კ. ჩოლოყაშვილი, ჟურნ. მეცნიერება და ტექნიკა,

1956 წ. №5, გვ. 16



5. ვ. გონგაძე, დასხ. ნაშრ. გვ. 147

 


 6. Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею,

Тифлис, 1878 г. Т. 7, N294, стр. 342

 


7. Кавказский Календарь на 1846 г.

 

რა თქმა უნდა, საინტერესოა თუ როგორ წერდნენ გეურქ ელიაროვი, მისი შვილები და ნათესავები საკუთარ გვარს. ეს გამოჩნდა გეურქ ელიაროვის გენეალოგიის გამოკვლევის დროს, რომელიც წინამდებარე ნაშრომს წინ უძღვოდა. მასში გამოვლინდა 1821 წელს მისივე შედგენილი წინაპრების გენეალოგიური ხე და ოჯახის წევრთა ნუსხა, რომლიდანაც ჩანს, რომ გეურქი თავის გვარს წერს როგორც  ელიარაშვილი [იხ. მისი გენეალოგია ქვემოთ].

ბუნებრივად იბადება კითხვა, რამ განაპირობა გეურქისა და ზოგადად ელიაროვთა გვარ-სახელის სხვადასხვა ფორმით მოხსენიება და რა კავშირშია ეს მის წარმომავლობასთან. ამ კითხვების პასუხი უნდა დავიწყოთ იმით, თუ რა ინფორმაცია შემოგვინახა საისტორიო წყაროებმა გეურქის საგვარეულოს წარმომავლობის შესახებ.

როგორც საისტორიო საბუთები მეტყველებენ და ეს გაზიარებულია ისტორიოგრაფიაში, გეურქ ელიაროვი თბილისში ჩამოსულა სხვა ადგილიდან და ეს ადგილი შეიძლება ყოფილიყო როგორც უცხო ქვეყანა, ასევე საქართველო. მისი გენეალოგიური კვლევის შედეგად, ჩვენს მიერ გამოვლენილი დოკუმენტებით მტკიცდება, რომ იგი დაიბადა 1769 წელს. თუმცა, გარდაცვალების ზუსტი თარიღის დადგენა ვერ ხერხდება, სათანადო დოკუმენტების უქონლობის გამო.

საიდან მოვიდა გეურქ ელიაროვი თბილისში და რა ეროვნების იყო იგი, ჩვენს მიერ გამოვლენილ დოკუმენტებში მოცემული არ არის. ამიტომ, აღნიშნული საკითხების დადგენა ვცადეთ სხვა შინაარსის მასალიდან. ეს არის მისი შვილებისა და ნათესავების შესახებ არსებული საარქივო დოკუმენტები, რომლებიც მათ მიერ აზნაურის ტიტულის მოპოვების მცდელობას ეხება.

როგორც ცნობილია, 1818 წელს თბილისში დაარსდა ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საკრებულო, რომელიც უფლებამოსილი იყო განეხილა თავად-აზნაურობის წოდების მაძიებელთა საქმეები და გაეცა წოდებაში მათი დამტკიცების საბუთები. მართებულად აღნიშნავს პროფ. ზურაბ ჭუმბურიძე, რომ ეს პროცესი რთული იყო და ყოველგვარ შემთხვევითობას გამორიცხავდა [იხ. დოკ. 8].

 

8.       ზ. ჭუმბურიძე, ქართლ-კახეთის თავადთა და აზნაურთა ოჯახები,

თბ., 2005, გვ. 7

 

მართალია ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს გეურქ სარქისის ძე ელიაროვის, მისი ძმისა თუ ნათესავების წოდებრივი საკითხების ძიება, მაგრამ, სწორედ ამ დოკუმენტებმა შემოგვინახა მათი წარმომავლობის დასადგენად საჭირო და სანდო ინფორმაცია. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ გეურქ სარქისის ძე ელიაროვს ყოლია ძმა, რომელიც რატომღაც მის მიერვე შედგენილ გენეალოგიურ ხეში გეურქს არ შეუტანია. სწორედ მის ძმას მიხეილ სარქისის ძე ელიაროვს 1819 წელს დაუყენებია საკითხი მისთვის აზნაურის წოდების მინიჭების შესახებ, რაც ქვემოთ მოცემულ 1820 წლის საბუთში ჩანს. აღსანიშნავია, რომ აქ მისი გვარი წერია ელაროვი. ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ იგი არის იმ ელაროვთა შთამომავალი, რომლებიც მოიხსენებიან 1783 წ. ერეკლე II-ს მიერ ხელმოწერილ გერგიევსკის ტრაქტატის თანმხლებ აზნაურთა სიაში [იხ. დოკ. 9].

 

9.       საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი,

ფონდი 231, ან. 1, საქმე 27, გვ. 3.

 

როგორც შემდეგი საბუთიდან ჩანს, მიხეილის თხოვნა არ დააკმაყოფილა თავად-აზნაურთა საკრებულომ, თუმცა აქ ჩვენთვის საინტერესოა ის ფაქტი, რომ მიხეილ ელაროვი ასტრახანის მკვიდრი ყოფილა [იხ. დოკ. 10].

 

10.   საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი,

ფონდი 16, ან. 1, საქმე 3262, გვ. 2.

 

რაც შეეხება თვით გეურქ სარქისის ძე ელიაროვის წარმომავლობას, როგორც ზემოთ ითქვა და ვნახეთ, მის აზნაურად დამტკიცებასთან დაკავშირებულ 1821 წლით დათარიღებულ საარქივო საქმეში მოცემულია მისივე შედგენილი წინაპრების გენეალოგიური ხე და ოჯახის წევრთა ნუსხა[იხ. ქვემოთ]. თუმცა, იმავე საქმეში ვხვდებით მისი შვილებისადმი გაცემულ მოწმობას, რომელშიც ქართველ-თავადაზნაურთა ერთი ჯგუფი და სხვადასხვა ჩინოვნიკები ადასტურებენ მათ აზნაურულ წარმომავლობას [იხ. დოკ. 11], რაც ჩვენს მიერ მოყვანილ მომდევნო საბუთს გარკვეულწილად უკავშირდება.

 


11. საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი,

ფონდი 1, ან. 1, საქმე 552, გვ. 5.

 

საქმე იმაშია, რომ თავად-აზნაურთა საკრებულომ უარი განუცხადა გეურქ ელიაროვსა და მისი ოჯახის წევრებს აზნაურად წოდების მინიჭებაზე. სწორედ ეს დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს 1825 წლის 18 სექტემბრით დათარიღებულ საქართველოს უმაღლესი მთავრობის დასკვნას მათ მოთხოვნაზე, შეიცავს ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციას [იხ. დოკ. 12].

12. საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი,

ფონდი 2, ან. 1, საქმე 1708, გვ. 1-2ა.

 

ამ დოკუმენტის მოკლე შინაარსი ტექსტის მცირე სტილისტური ცვლილებითა და  დაზუსტებული შინაარსით, ასეთია:

„1) თბილისში მკვიდრი სახაზინო გლეხის, გეურქ სარქისის ძე ელიარაშვილის მიერ მისი ოჯახის აზნაურული წარმოშობის დასადასტურებლად წარმოდგენილი რუსუდან დედოფლის 1717 წლის 3 ივნისის სიგელი მათთვის მიცემულ იქნა არა კეთილშობილური ღირსებისთვის, არამედ მამულის საკუთრებისთვის, რომელიც მათ საქართველოში ექნებოდათ;

2) მთხოვნელი გეურქ ელიარაშვილი რეგისტრირებულია სახელმწიფო გლეხთა საზოგადოებაში;

3) იმის მიუხედავად, რომ ელიარაშვილის ვაჟი, რომელსაც აზნაურ ქაიხოსრო პაპას ძე ელიარაშვილს უწოდებენ, ადასტურებს, რომ გეურქი მისი ბაბუის დელუყარდაშის ძმაა, საერთო კრების 1823 წლის 21 დეკემბრის დასკვნის თანახმად, იგი არ იქნა აღიარებული აზნაურად და მისი ჩვენება კანონების მიხედვით საკმარისი არ არის;

4) თავადები და აზნაურები მოწმობენ, რომ აზნაურობის მთხოვნელი გეურქის შვილები ყარამანი, ალექსანდრე და ეფრემი თავადაზნაური საგვარეულოდან არიან, რომ 1783 წელს ერეკლე მეფის რუსეთის დადებულ ტრაქტატში და აგრეთვე რუსუდან დედოფლის სიგელში ხსენებული დელუყარდაში, სულუა, გოდერძი და ურქმაში ნამდვილად ყარამანის, ალექსანდრესა და ეფრემის წინაპრები არიან და ისინი მათგან მამაკაცური ხაზით მომდინარეობენ.

მაგრამ, თავადებისა და აზნაურების ეს ჩვენება არ არის სამართლიანი, რადგან ქაიხოსრო ელიარაშვილის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ჯერ კიდევ მათმა წინაპარმა დელუყარდაშმა დატოვა საქართველო და თურქეთის ქალაქ არზრუმში ცხოვრობდა, იქვე იქორწინა, საიდანაც ჩამოვიდა მისი, დელუყარდაშის შვილიშვილი გეურქი და ცხოვრობს საქართველოში, რაც მისი ოჯახის სიაშია ნაჩვენები 1821 წელს, რომელიც დაწერა 52 წლის ასაკში. აქედან გამომდინარე, გეურქის ბაბუამ დელუყარდაშმა საქართველო დატოვა ოთხმოცდაათი წლის ასაკში, ამიტომ თავადებმა და აზნაურებმა არ იციან მისი წარმოშობა, მით უმეტეს, რომ თავადთა და აზნაურთა უმეტესობა 45 წლისაც არ არის. სახაზინო გლეხს, ტფილისის მკვიდრს, გურქ სარკისის ძე ელიარაშვილს უარი ეთქვას აზნაურის ტიტულზე. ხოლო, თავად-აზნაურებს მოცემულ ჩვენებებზე ხელმოწერის გამო გამოეცხადოთ სასტიკი საყვედური, რათა ამის შემდეგ თავი შეიკავონ ასეთი მტკიცებულებების მიცემაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ კანონების შესაბამისად მოუწევთ პასუხისგება ...“

როგორც ამ დოკუმენტიდან ჩანს, გეურქ ელიაროვი არზრუმიდან ჩამოსულა საქართველოში, რაშიც ეჭვი არ შეუტანიათ, როგორც თავად-აზნაურთა საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტების ხელმომწერებს, ასევე ამ საკრებულოს ოფიციალურ ჩინოვნიკებს. ეს უკანასკნელი პირები არ იზიარებენ მხოლოდ იმას, რომ საქმის ხანდაზმულობის გამო ქართველ თავადებსა და აზნაურებს შეიძლება ცოდნოდათ გეურქის ელიაროვისა და მისი წინაპრების წარმომავლობა, ტიტული და ა. შ.  სამართლიანად უთხრეს თუ არა უარი აზნაურობაზე გეურქ ელიაროვს, ამის გარკვევა მისი წარმომავლობის დასადგენად თითქმის არაფერს გვაძლევს. აქედან ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ  იგი მართლაც ერზურუმიდან ყოფილა თბილისში ჩამოსული, ხოლო, მისი ძმა მიხეილი ასტრახანში დასახლებულა. მაგრამ, იყო თუ არა მათი ბაბუა დელუყარდაში თავის დროზე საქართველოდან ერზურუმში მიგრირებული, ანუ ქართველი თუ იქაური სომეხი, მხოლოდ ზემომოყვანილი მასალიდან, ამაზე ძნელია პასუხი.  ამიტომ, ვნახოთ რას მეტყველებენ სხვა დოკუმენტები.

თავად-აზნაურობის წოდების მაძიებელთა საარქივო დოკუმენტებში არის გეურქ ელიაროვის ბიძაშვილის ქაიხოსრო ელიარაშვილის საქმე, სადაც წერია, რომ მარიამ დედოფლის 1656 წლის სიგელით მის წინაპრებს შავერდ ელიაროვსა და მის ძმებს პაპიას, გიორგის და მის დეიდაშვილებს ზაქარიას, იასონს, ურამაზს და ბაინდურს გადაეცათ მათი წინაპრების მამულები სომხეთის სოფელ ჰუჯაბში [იხ. დოკ. 13]. აღსანიშნავია, რომ ამ და ელიაროვთა აზნაურობის წოდების საარქივო საქმეებში თითქმის ყველგან მეორდება მარიამ და რუსუდან დედოფლების სიგელების, 1783 წ. ტრაქტატის და სხვა ზემოთ მოყვანილ დოკუმენტებში დასახელებული ფაქტები, ამიტომ, მათ აღარ ვიმეორებთ.

 

13.   საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი,

ფონდი 1, ან. 1, საქმე 486, გვ. 14ა.

 

აქვე მოვიყვანთ მოწმობას, რომელშიც დასახელებულია ჩვენთვის საინტერესო ელიაროვთა წინაპრების სახელები, რომლებიც ქვემოთ დაგვჭირდება ისტორიული პარალელების გასავლებად [იხ. დოკ. 14].

 

14.   საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი,

ფონდი 213, ან. 1, საქმე 431, გვ. 7.

 

როგორც ზემოთ მოყვანილ ერთ-ერთ დოკუმენტში ვნახეთ, მართალია, ქაიხოსრო ელიაროვისთვის უარი უთქვამთ აზნაურობის მინიჭებაზე, მაგრამ, თვით ქაიხოსრო, ფარსადანი და ივანე ელიაროვები, დედასთან შუშანასთან ერთად, როგორც ჩანს, დაამტკიცეს აზნაურებად, რადგან მათ  1850 წელს შედგენილ თავად-აზნაურთა ოჯახების ნუსხაში ვხედავთ [იხ. დოკ. 15].

 

15.   ზ. ჭუმბურიძე, ქართლ-კახეთის თავადთა და აზნაურთა ოჯახები,

2005, გვ. 130

 

თავად-აზნაურობის წოდების მაძიებელთა ამ საარქივო საქმეებში კარგად ჩანს გეურქ სარქისის ძე ელიაროვის ბაბუის, ბიძაშვილების და სხვა ნათესავთა სახელები: დელუყარდაში, პაპია, ესეი, შავერდა, ბაინდურ, ფარსადან და სხვ. იგივე სახელები ფიგურირებს ჩვენს მიერ გამოკვლეულ გეურქ ელიაროვის გენეალოგიურ ხეში, რომელიც სხვა დამატებითი ხასიათის დოკუმენტებზეა შედგენილი. სწორედ ამ სახელების საფუძველზე მოხდა შესაძლებელი მიგვეგნო გეურქის წინაპრების შესახებ არსებულ საბუთებისთვის და დაგვედგინა მათი პირველსაცხოვრისი, ე. წ. ბუდე-სოფელი. ვინაიდან ყველა ამ დოკუმენტის აქ წარმოჩენა დიდ ადგილს დაიკავებდა და ჩვენი მიზნისთვის საჭიროებასაც არ წარმოადგენს, ქვემოთ მოგვყავს ამ საბუთებში მოხსენებულ პირთა სახელები და დოკუმენტების არსებული ანოტაცია [იხ. დოკ. 16].

 

16.   პირთა ანოტირებული ლექსიკონი,

ტ. II, თბ., 1993, გვ. 120

 

რა თქმა უნდა, მოცემული დოკუმენტებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ელიარაშვილი დელუყარდაში, რომელიც აშკარად გეურქის ბაბუა უნდა იყოს. ამის თქმის უფლებას გვაძლევს ამ იშვიათი სახელების თანხვედრა, გვარის იდენტურობა და ქრონოლოგიური სიახლოვე. ამასთანავე, ჩვენ მივაკვლიეთ დოკუმენტებს, რომლიდანაც დგინდება ელიარაშვილთა ისტორიული განსახლების ადგილი სოფლების მიხედვით. ეს არის აღწერა მეწინავე დროშისა საბარათაშვილოსა და სომხითისა, შედგენილი მეფის ვახტანგ VI-ის ბრძანებით ვახუშტი ბატონიშვილის და გივი თუმანიშვილის მიერ 1721 წელს [იხ. დოკ. 17]

 

17.   ე. თაყაიშვილი, მასალანი საქართველოს სტატისტიკურის აღწერილობისა მეთვრამეტე საუკუნეში, თბილისი 1907 წ. გვ. 245-247, 261, 284

 

აქაც, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინფორმაციაა მოცემული დოკუმენტის დასაწყისშივე ელიარაშვილი დელუყარდაშის სამკვიდრო სოფლისა და ტიტულის შესახებ, საიდანაც ეჭვგარეშე ხდება, რომ გეურქ ელიაროვის ბაბუა დელუყარდაში ისტორიული სომხითის სოფ. შარქარიდან (შაქარა) იყო [სოფლის შესახებ იხ. დოკ. 18]. ხოლო, ზემოთ განხილული თავად-აზნაურთა დოკუმენტებიდან ირკვევა,  რომ რაღაც მიზეზის გამო, იგი ერზურუმში გადასულა საცხოვრებლად.

 

18.  იას. ლორთქიფანიძე, ქვემო ქართლი, ტ. I და II, თბ., 1935, გვ. 365

 

ამრიგად, გეურქ სარქისის ძე ელიაროვის წინაპრების პირველსაცხოვრისი ადგილი ისტორიულ სომხითში მდებარე სოფ. შარქარი/შაქარა ყოფილა. ამასთანავე, ელიარაშვილებს უცხოვრიათ სოფ. ჭიმშურსა და ხუჯაბში. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს მიერ გამოვლენილი დოკუმენტებში არსად არ არის დასახელებული ამ საგვარეულოსა თუ კონკრეტული პიროვნების ეროვნება, რაც გასარკვევი ხდება სხვა გზების საშუალებით.

ისტორიული სომხითის შესახებ მრავალი სპეციალური ნაშრომი არსებობს, რომლებშიც შესწავლილია ამ მხარის შექმნა, საზღვრები, მოსახლეობა და ა. შ. იგი იყო შუა საუკუნეების სამშვილდისა და ხუნანის საერისთავოების [ისტორიული გაჩიანისა და გარდაბნის ტერიტორიები] სახელწოდება, შედიოდა საქართველოში შექმნილ სომხით-საბარათიანოს სათავადოში, რომელიც არსებობდა XV-XVIII სს. ქვემო ქართლის ტერიტორიაზე. მასში სომხითი მოიცავდა  ბოლნის-შულავერის ხეობებისა და მცირე ხევების ტერიტორიებს.

როგორც ცნობილია, ქართველთა მიერ სომხურ-კათოლიკური სარწმუნოების მიღება სხვადასხვა მიზეზით იყო განპირობებული, იმ დროისათვის ქართული საგვარეულოების მიერ გარკვეული პრივილეგიების, ან შიშის გამო სარწმუნოების დაფარვით, სახელის ან გვარის სუფიქსის შეცვლით.  ამას ადასტურებს მრავალი ფაქტი, მათ შორის დავით მოურავისა და მოურავ ბაქრაძის შემდეგი ნაამბობი: ”სამშვილდეს [ქვემო ქართლის ტერიტორიის დიდი ნაწილი] მთელად ქართული  სოფლები იყო, ამ სოფელთა მებატონენიც ორბელიანები იყვნენ, ზოგის ბარათოვები და მასთან სხვანიც. ყველა ამ სოფლის ქართველნი დიდს გაჭირვებაში ჩავარდნენ, მტერი მუსრს ავლებდა, შველა არსაიდან იყო. გლეხკაცობა უპატრონოდ დარჩა, მტერი გურჯებს სიკვდილით ემუქრებოდა. ეს ყველამ კარგად იცოდა, ამიტომ ზოგ სოფელში ქართველთ თავი სომხად აცნობეს და გადარჩნენ სიკვდილს” [გაზ. ”სამშობლო” 1915 წ. #178]. ქართველს ტანჯვა-წამება, დევნა, ფიზიკური რისხვა თავიდან რომ აეცილებინა, იძულებული იყო უარეყო საკუთარი თავი. ისინი, როგორც წესი, ჩამომავლობით ქართველები იყვნენ, ხოლო სარწმუნოებით კათოლიკენი გახდნენ. მოსახლეობის დიდი ნაწილი თურქებმა მათდა დაუკითხავად სომხურ-კათოლიკური სამღვდელოების კონსისტორიას (საკრებულოს) მიაწერეს და ”სომეხ-კათოლიკებად” (სომხად) ჩაითვალნენ. მთელ ამ მრევლს სომეხი მღვდელი დაენიშნათ და  ღვთისმსახურებაც სომხურად სრულდებოდა [ი. ახუაშვილი, ქართული გვარ-სახელები, თბილისი 1994, გვ. 86, 99-100, 109]. ამავე საკითს საინტერესო ნაშრომი მიუძღვნა მთავარეპისკოპოსმა ანანია ჯაფარიძემ, საიდანაც ერთ ამონარიდს მოვიყვანთ [იხ. დოკ. 19].

 

19.   ა. ჯაფარიძე, ქართლ-კახეთი, ქართველთა გასომხება,

თბ., 1999, გვ. 34

 

როგორც ზემოთ განხილული თავად-აზნაურთა დოკუმენტებში ვნახეთ, გეურქ ელიაროვი და მისი დასახელებული ნათესავები თავის გვარს ელიარაშვილიბად, ანდა ელარაშვილებად ასახელებენ, ანუ, იყენებენ ქართულ სუფიქსს, რითაც მინიშნებულია მათი ქართველური წარმომავლობა. ამას შეიძლება დავუმატოთ ისიც, რომ არა მხოლოდ გვარის სუფიქსი, არამედ მისი ფუძე არ ჩანს სომხური, სპარსული თუ ოსმალური. ელია არის ძველი ებრაული სახელი, რაც ნიშნავს „ღმერთი ჩემი – იეღოვა, ან, " ღმერთი ჩემი სიმაგრე " და ერთ-ერთი ბიბლიური წინასწარმეტყველის სახელია, რომელიც არაერთგზის იხსენიება უძველეს ქართულ ტექსტებში: "და ხეჩუენნეს მათ მოსე და ელია მის თანა"  [მათე 17, 3]. ბერძნულიდან მომდინარე გვიანდელი ფორმა ამ სახელისა არის ილია, ელია და სხვ. მაგალითად, სახელს ელიაკიმ ვხვდებით ქართლის ცხოვრების ტექსტში [იხ. დოკ. 20], რომლის საფუძველზე ეს სახელი პროფ. ალ. ღლონტს შეტანილი აქვს ქართველურ საკუთარ სახელების წიგნში [თბ., 1986, გვ. 117]. ხოლო, პროფ. ზ. ჭუმბურიძის მიხედვით ამ სახელებისგან წარმოქმნილი ქართული გვარებია: ელიაშვილი, ელოშვილი, ელიაძე, ელიავა, ელიაური [ზ. ჭუმბურიძე, რა გქვია შენ? თბილისი 2003]. რა თქმა უნდა, ამ გვარ-სახელთა ჩამონათვალს ელიარაშვილი უნდა დაემატოს. ცნობილია, რომ ქართული გვარები, ისევე როგორც სხვა ხალხთა გვარების უდიდესი ნაწილი, წარმოქმნილია წინაპართა სახელების ან მეტსახელებისაგან (ეპონიმებისაგან). ამიტომ, გვარი ელიარაშვილის ეტიმოლოგია/წარმომავლობა უნდა დაუკავშიროთ  ბიბლიურ საკუთარ სახელ ელიარ-ს, ანუ ამ გვარს საფუძვლად უდევს ეს სახელი, ხოლო სუფიქსი ‘შვილი’ - ს დართვით მივიღეთ გვარი ელიარაშვილი.



20. ქართლის ცხოვრება, ტ.  I, თბ, 1955, გვ. 172

 

საისტორიო წყაროებიდან ისიც ჩანს, რომ ჩვენთვის საინტერესო ელიაროვები არა მხოლოდ თავის გვარს ელიარაშვილიბად/ელარაშვილებად ასახელებენ, არამედ აღნიშნავენ, რომ მათი გვარი იხსენიება ცნობილ 1873 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის აზნაურთა სიაში. შესაძლოა მათ იცოდნენ კიდევაც, რომ იქ ისინი ელარაშვილებად იწერებიან. ეს ასეც არის, ამ დოკუმენტში მათი გვარი წერია როგორც ელარასშვლი, ანუ ელარაშვილი [იხ. დოკ. 21]. როგორც ცნობილია, უმრავლეს ქართულ საისტორიო წყაროში გვარსახელების მართლწერა რაიმე კანონზომიერებას არ ექვემდებარება. ნათესაობითი ბრუნვის ‘ს’–ანიანი ფორმა ორნაირად იყოს ჩაწერილი (მაგ., ხუცისშვილი და ხუცის შვილი). ასევეა შეკვეცილი ‘ს’–ანიანი ფორმის გვარებიც (მაგ., ბერუას შვილი და ბერუაშვილი). არცერთ შემთხვევაში ‘ს’–ანიანი ან განცალკევებული ფორმები იმას არ ნიშნავს, რომ ხუცი ან ბერუა არის ვიღაცის ძე/შვილი, ეს მხოლოდ გვარსახელის დაწერის ძველი ფორმა/წესი იყო.

21.  იოსებ ბიჭიკაშვილი,

httpdspace.nplg.gov.gebitstream123447192Danarti.pdf

 

აზნაურ ელარაშვილბს იცნობს ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე და მეცნიერი იოანე ბაგრატიონ-ბატონიშვილი (1768-1830), რომელიც მათ ოსეთიდან მოსულ აზნაურებად მიიჩნევს [იხ. დოკ. 22]. მართალია, იოანეს ნაშრომი მნიშვნელოვან და ძვირფას წყაროს წარმოადგენს ქართული გენეალოგიისათვის, მაგრამ, ზოგიერთი მისი ცნობა არადამაჯერებლად გამოიყურება და მოითხოვს დამატებით მეცნიერულ შესწავლას, რაც ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს. თუმცა, ვინაიდან მკითხველს უცნაურად მოეჩვენება იოანეს მიერ ქართული გვარის წარმომავლობის დასახელება ოსეთიდან, საჭიროდ ჩავთვალეთ მოკლეთ განვმარტოთ ამის მიზეზი.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ფეოდალური ხანის თითქმის ყველა ქვეყანაში ყოველი დაწინაურებული გვარი თავისი წინაპრების უცხო სახელმწიფოთა რომელიმე წარჩინებული გვარის ნათესავად წარმოჩენის სურვილით იყო შეპყრობილი. მაგალითად, რუსეთის ზოგიერთი დიდგვაროვანი ცდილობდა დაესაბუთებინა, თითქოს მისი მოდგმა ვარიაგებისაგან (ვიკინგებისაგან) მოდიოდა. შორს რომ არ წავიდეთ, საქართველოში ბაგრატიონები თავიანთ შთამომავლობას მიაკუთვნებდნენ ებრაელთა მეფეებს - ბიბლიურ იესეს, დავითსა და სოლომონს. მათი ტიტულაცია ხომ ასე იწყებოდა: "ჩვენ იესიან, დავითიან, სოლომონიან ბაგრატოვანმან..." ცნობილია, რომ ორბელიანები ჩინელებს აცხადებდნენ წინაპრებად. ასევე უცხოელობდნენ წინაპრებით ამილახვრები, ერისთავები, ციციშვილები და სხვ. პროფესორი იასე ცინცაძე სამართლიანად აღნიშნავს [რუსეთის ადრეფეოდალური სახელმწიფო, თბილისი 1968, გვ. 26], რომ გვარის არარსებულ ისტორიას იმისათვის თხზავდნენ, რომ ადგილობრივი გაბატონებული წრეებისაგან განსხვავებულიყვნენ და სხვებისაგან განსხვავებით მფლობელობის უფლებები თითქოს იმთავითვე უცხო ქვეყანაში ჰქონოდეთ მათ წინაპრებს მინიჭებული. აკადემიკოს გიორგი მელიქიშვილის აზრით, "ხშირად ასეთ შემთხვევაში მხოლოდ მმართველი ფენის, დინასტიის წარმომავლობას ეხებოდა საქმე, რომელიც ამით ცდილობდა კიდევ უფრო მკვეთრად გამიჯვნოდა თავისი ხალხის ძირითად მასას" [საქართველოს ისტორიის ნარკვევები, თბ. 1970, ტ. I, გვ. 313].

 

22.   იოანე ბატონიშვილი, შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა, თბ., 1997, გვ. 64

 

რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვიკვლიეთ ელიარაშვილების მოცემული შტოს თბილისში XIX საუკუნის მოსახლეობის დოკუმენტები, ე. წ. კამერალური აღწერები და სხვ., ანუ, მათი აქ ჩამოსვლის შემდეგდროინდელი პერიოდი, სადაც მათი გვარი პრივილეგიების ან შიშის გამო -ვი სუფიქსით იყო ფორმირებული - ელიაროვი. 1803 წლის თბილისის მოსახლეობის ყველაზე ადრეულ ამ  ხასიათის დოკუმენტებში, რომელიც გამოაქვეყნა პროფ. ს. კაკაბაძებ, ეს გვარის არ ფიგურირებს, არიან ელიაზაროვები [იხ. დოკ. 22].

 

23.   ს. კაკაბაძე, ქალაქ ტფილისის აღწერა 1803 წლისა, ჟურნ.

საისტორიო მოამბე, 1925 წ.  წიგნი II, გვ. 71-72

რატომღაც ელიაროვები არ ჩანან მომდევნო წლების აღწერებშიც და არც მათი ნათესავები ფიგურირებენ ამ დოკუმენტებში. ერთ-ერთ საბუთში თბილისის პოლიციაც ადასტურებს, რომ 1817 წლის კამერალურ აღწერაში ფარსადან და ივანე ელიაროვები არ ირიცხებიან [იხ. დოკ. 23].

 

24.   საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი,

ფონდი 213, ან. 1, საქმე 431, გვ. 14.

 

მხოლოდ 1848 წლის თბილისის კამერალურ აღწერებში მივაკვლიეთ ელიაროვებს [იხ. დოკ. 24], რომელთა ნათესაური კავშირი გეურქ ელიაროვთან არ იკვეთება და არც მათი ეროვნებაა ჩაწერილი.

 

·         ელიაროვი პეტრე - 25 წლის
მისი ვაჟიშვილი ეგორი -  [ახალდაბადებული]

·         ელიაროვი შერმაზან - 65 წლის 
მისი ვაჟიშვილები: სოლომონ - 16 წლის; არტამაზ - 14 წლის

·         ელიაროვი დავით - 25 წლის

·         ელიაროვი ივანე - 35 წლის

25.   საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 254, ან. 1, საქმე 2388-ბ., გვ. 125ა, 129ა, 130ა.

 

ი. მახლევიჩი კი რატომღაც გაურკვეველ საფუძველზე, წყაროზე მითითების გარეშე თვლის, რომ გეურქ ელიაროვი სომეხთა ოჯახს განეკუთვნებოდა-ო [იხ. დოკ. 1]. არც ის ჩანს, რას ეყრდნობა იგი, როდესაც ამბობს, რომ გეურქი მეიარაღეთა ოჯახიდან იყო, რომლებმაც მას მემკვიდრეობით გადასცეს ამ საქმის საიდუმლოება. ამასთანავე, მის მიერ მითითებულ საარქივო დოკუმენტში გეურქის გვარი არის ელიარაშვილი და არა ელიაროვი როგორც ამას ი. მახლევიჩი წერს. თვით ამ საქმის ანაწერშიც გეურქი ელიარაშვილია [იხ. დოკ. 25]

26.   საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 2, ან. 1.

 

ვიდრე საბოლოო დასკვნას გავაკეთებთ, მოვიყვანთ რამდენიმე ამონარიდსაც. გარკვეული საისტორიო წყაროებისა და ლიტერატურის ანალიზის შემდეგ, მკვლევარი შ. კაკულია წერს:

 

27.   შ. კაკურია, თბილისის მოსახლეობა 1803-1870 წწ.

თბ., 1979, გვ. 48

 

ჯერ კიდევ გასული საუკუნეების ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და ლიტერატორ-ისტორიკოსის ზაქარია ჭიჭინაძის (1853-1931) ნაშრომიდან კარგად ჩანს, რომ ე. წ. ‘გასომხებული ქართველები’ გვართან ერთად სომხურ სახელებსაც ირქმევდნენ:

  

28.   ზ. ჭიჭინაძე, ქართველი გრიგორიანელები, თბ., 1906, გვ. 68

 

გეურქ ელიაროვის გენეალოგია


ჩვენ გამოვიკვლიეთ გეურქ ელიაროვის გენეალოგია, რომლის შესახებ გაგვაჩნდა სპეციალურ ლიტერატურაში (პ. გუგუშვილი, კ. ჩოლოყაშვილი, ვ. გონგაძე, ე. ასტვაცატურიანი...) და საისტორიო წყაროებში არსებული (Акты, собранные Кавказской археографической комиссией; Кавказский Календарь...) ინფორმაცია, რომლის მიხედვით იგი იყო საქართველოსა და რუსეთის იმპერიაში სახელგანთქმული საომარი იარაღის ოსტატი XVIII ს. დასასრულსა და XIX ს. დასაწყისში. აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციაში გეურქ ელიაროვის შესახებ გენეალოგიური ხასიათის მონაცემები არ გვხვდება. ამასთანავე, დასახელებულ წყაროებში იგი ფიგურირებს სხვადასხვა გვარ-სახელით: იაგორ, გიორგი ელიაზარაშვილი, ელიაზაროვი და ა. შ.

დასახელებული პერიოდის გენეალოგიური კვლევისთვის საჭირო ისეთ ძირითად დოკუმენტებში, როგორიცაა საეკლესიო მეტრიკული წიგნები და მოსახლეობის ე. წ. კამერალური აღწერები,  გეურქ ელიაროვის შესახებ ცნობები არ იძებნება. თბილისის 1803 წლის მოსახლეობის აღწერაში, რომელიც გამოაქვეყნა პროფ. სარგის კაკაბაძემ, ფიგურირებენ მხოლოდ სიმონ ელიაზაროვი და ქვრივი ელააზაროვი [იხ. ს. კაკაბაძე, ქალაქ ტფილისის აღწერა 1803 წლისა, საისტორიო მოამბე, 1925 წ.  წიგნი II, გვ. 71-72]. XIX ს. პირევლი ნახევრის თბილისის კამერალურ აღწერებში გამოვლინდა ელიაზაროვთა სხვა ოჯახებიც, მაგრამ, მათი კავშირი გეურქ ელიაროვთან არ ჩანს [იხ. ქვემოთ მოცემულია სია].

 1834 წ. თბილისი

-ელიაზაროვი გრიგორი 28 წლის [Греческий торговец].

წყარო: საისტორიო არქივი, ფონდი 254, ან. 1, საქმე 1424, ფაილი 396


-ელიაზაროვი დავით - 45 წლის [Шапошник. გარდაიცვალა 1862 წელს]
მისი ვაჟიშვილი ისააკ - 9 წლის.
წყარო: იქვე, ფაილი 76

 1848 წ. თბილისი
-ელიაზაროვი გიორგი 50 წლის [მიწათმოქმედი]
მისი ვაჟიშვილები: იოსებ -19 წლის; სოლომონ - 18 წლის; ზახარი - 16 წლის(მოკვდა 1850 წ.); ემზარ - 12 წლის; გაბრიელ - 4 წლის.

წყარო: საისტორიო არქივი, ფონდი 254, ან. 1, საქმე 2388-ბ., გვ. 49ა.

 -ელიაროვი პეტრე 25 წლის [მღვდელი]
მისი ვაჟიშვილი ეგორი - ного [ახალდაბადებული]

წყარო: იქვე, გვ. 125ა.

 -ელიაროვი შერმაზან 65 წლის 
მისი ვაჟიშვილები: სოლომონ - 16 წლის; არტამაზ - 14 წლის.

წყარო: იქვე, გვ. 129ა.

 -ელიაროვი დავით - 25 წლის
წყარო: იქვე, გვ. 129ა.

-ელიაროვი ივანე - 35 წლის

წყარო: იქვე, გვ. 130ა.

 რა თქმა უნდა, ამის შემდეგ გამოვიკვლიეთ სხვა საარქივო ფონდები, რომლებშიც გამოვლინდა ჩვენთვის საინტერესო დოკუმენტები. ამ თვალსაზრისით, განსაკურებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ‘საქართველოს უმაღლესი მმართველობის საერთო კრების’ ფონდი №1, რომელშიც მოცემულია გეურქ ელიაროვის შვილის ყარამან ელიაროვის მიერ შედგენილი გენეალოგიური ხე {იხ. დოკ. 1}. იქვე არის 1821 წლით დათარიღებული  გეურქ ელიაროვის ოჯახის შემადგენლობა {იხ. დოკ. 2}. ამ დოკუმენტების საფუძველზე დგინდება გეურქ ელიაროვის მამაკაცი წინაპრების სახელები, მისი და მისივე ოჯახის წევრთა დაბადების თარიღები, რომელთა საფუძველზე ჩვენ შევადგინეთ ახალი გენეალოგიური ხე {იხ. დოკ. 3}.

 

  1. საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 1, ან. 1, საქმე 552, გვ. 7.

 

  1. საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი,

ფონდი 1, ან. 1, საქმე 552, გვ. 9.

 

გენეალოგიური ხე

 

  1.  

რაც შეეხება გეურქ ელიაროვის გარდაცვალების თარიღს, იგი ჯერ-ჯერობით ზუსტად არ დგინდება. 1821 წლით დათარიღებული მისი საოჯახო სიის მიხედვით, ამ დროს გეურქი ცოცხალია. მაგრამ, ზემოთ მოცემული  გენეალოგიური ხის რუკა, სადაც შესულია ეს დოკუმენტი, საარქივო საქმის მიხედვით შედგენილია 1825-1834 წწ. [იხ. დოკ. 4.] თუმცა, 1830 წ. ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით,  რომელიც წარმოადგენს მისი შვილის ალექსანდრეს თხოვნის წერილს გუბერნატორისადმი, იმ დროს გეურქ ელიაროვი ცოცხალი აღარ არის, რადგან ალექსანდრე ამ წერილს იწყებს სიტყვებით: „გარდაცვლილი ჩემი მამა...“ [იხ. დოკ. 5].   მისივე თქმით, გეურქს თბილისის მე-2 ნაწილის პირველ კვარტალში გააჩნდა ფარდულები და ითხოვს მასზე დაშენების უფლებას [იხ. დოკ. 6]. ამასთანავე, არსებობს 1825 წლის 13 აგვისტოს საქართველოს მთავრობის წერილი, რომელიც წარმოადგენს ამონაწერს საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს დოკუმენტიდან, რომელთაც განუხილავთ გეურქ სარქისის ძე ელიარაშვილის საქმე მისთვის აზნაურობის მინიჭების შესახებ [იხ. დოკ. 7]. მასში მოყვანილია ჩვენს მიერ უკვე განხილული ფაქტები, რომლითაც ელიარაშვილები ამტკიცებენ თავიანთ აზნაურულ წარმომავლობას, ამიტომ, მათ აღარ გავიმეორებთ.

ამრიგად, გეურქ ელიაროვის გარდაცვალების ზუსტი თარიღის დადგენა ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება. მაგრამ, ამის გასაკეთებლად კვლევების გაგრძელება შესაძლებელია, რომელიც ძირითადად უნდა განხორციელდეს თბილისის იმდროინდელ საეკლესიო მეტრიკულ ჩანაწერებში, რომლებიც ინახება საქართველოს ეროვნულ არქივებში. აღსანიშნავია, რომ ვინაიდან უცნობია რომელ ეკლესიაში გაკეთდებოდა გეურქ ელიაროვის გარდაცვალების ჩანაწერი, ასეთ კვლევას დიდი დრო დასჭირდება ვინაიდან, ამ არქივებში თბილისის  დაახლოებით 70 სხვადასხვა ეკლესიის მეტრიკული წიგნები ინახება. რა თქმა უნდა, არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ასეთი ჩანაწერი არ გაკეთებულიყო, ანდა, გაკეთდა, მაგრამ არქივებმა იგი არ შემოინახა.

 

დოკ. 4.

 

5. საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი,

ფონდი 209, ან. 1, საქმე 229, გვ. 1.

 

6.       საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი,

ფონდი 209, ან. 1, საქმე 229, გვ. 5.

 

7.       საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი,

ფონდი 1, ან. 1, საქმე 552, გვ. 2.

საქართველოს საისტორიო არქივის ამავე ფონდებში გამოვავლინეთ კიდევ ერთი საინტერესო დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს გეურქ ელიაროვის ბიძაშვილის ქაიხოსრო ელიაროვის გენეალოგიურ ხეს {იხ. დოკ. 8} და მისი ოჯახის შემადგენლობას {იხ. დოკ. 9}.  აქვე ვხვდებით კიდევ ერთ საინტერესო დოკუმენტს, საიდანაც ირკვევა ამ საგვარეულოს ზოგიერთი ისტორიული საკითხი. როგორც მასში აღნიშნულია, 1653 წელს მარიამ დედოფალს მათი წინაპრებისთვის მამულები უბოძებია {იხ. დოკ-ის ფრაგმენტი 10}.

 

8. საქარ

თველოს ცენტრალური საისტორიო არქივი,

ფონდი 1, ან. 1, საქმე 486, გვ. 8.

 

9. საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი,

ფონდი 1, ან. 1, საქმე 486, გვ. 10.

 

10. საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი,

ფონდი 1, ან. 1, საქმე 486, გვ. 14-об

 

1819 წლის ცალკე საქმეში აღმოჩნდა აგრეთვე გეურქ ელიაროვის ძმის შესახე არსებული დოკუმენტები, რომლის საფუძველზე იგი განვთავსეთ გენ-ხეში. მაგრამ, ამ საქმეში მისი დაბადება-გარდაცვალების თარიღები არ ჩანს [იხ. დოკ. 11].


11. საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი,

ფონდი 231, ან. 1, საქმე 27

 

ამასთანავე, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს იმ ზოგიერთი საარქივო მასალის წყაროს აქ მოყვანა, რომელშიც საუბარია გეურქ ელიაროვის შვილების ქონებრივ საკითხებზე და რომელშიც ფიგურირებენ იმდროინდელი სხვადასხვა შტოს ელიაროვები:

 

საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 1, ან. 1, საქმე 750

 

საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 2, ან. 2, საქმე 32

 


საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 2, ან. 2, საქმე 210

 

საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 240, ან. 2, საქმე 63

 

ასეთია გეურქ სარქისის ძე ელიაროვის წარმომავლობის საკითხები ზემოთ მოყვანილი დოკუმენტებისა და სპეციალური ლიტერატურის განხილვის საფუძველზე, საიდანაც შეიძლება მოკლედ ჩამოვაყალიბოთ შემდეგი ძირითადი დასკვნები:

 

წინამდებარე კვლევა, გეურქ ელიაროვის (ელიარაშვილი) წარმოშობის შესახებ, უდავოდ საინტერესოა სპეციალისტებისთვის და დაინტერესებულებისთვის, როგორც საქართველოდან, ასევე უცხოური აკადემიებიდან. ამ მომენტისთვის გამოსაცემად მზადდება მკვლევარ ლ. დვალიშვილის შრომა ამ თემაზე საინტერესო საარქივო მიგნებები (ბმული), იმედი გვაქვს, ეს ნაშრომი კიდევ მეტ ნათელს მოჰფენს და შეავსებს ჩვენს წინამდებარე კვლევას.

 

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

რეზო ხუციშვილი

მესაჭურვლე-მკვლევარი, ინჟინერი

გოჩა ლაღიძე / www.gotscha.nl

 

თბილისი, 2021 წ. აპრილი-ივნისი

© ავტორები

წინამდებარე კვლევა გიორგი ელიარაშვილის წარმოშობის შესახებ მიმდინარეობს 2021 წლის თებერვალიდან და (ტესტ-რეჟიმში) გამოქვეყნდა 2021 წლის 15 მაისს. დღემდე ხდება ნაშრომის რედაქტირება და შევსება-ოპტიმალიზაცია.

გეურქ ელიაროვის (ელიარაშვილი) წარმომავლობა (ქართულად PDF ფორმატში) (რუსულად PDF ფორმატში)

 

Проблема-происхождения-мастеровКирилл Ривкин, июнь 2021 г.

 Проблема происхождения мастеров-оружейников Закавказья работавших в первой половине XIX-го века – одна из самых интригующих в истории кавказского оружия. В настоящий момент большниство публикаций основываются на анализе документов тбилисских амкарств. Из оных следует что существенная часть оружейников переселилась в Тбилиси и Ахалцихи в конце XVIII-го, начале XIX-го веков из Эрзурума, бывшего до этого крупнейшим центром производства оружия в  восточной части Османской империи, но начиная с конца XVIII-го века оказавшимся под непосредственной угрозой военного захвата и испытающего существенные финансовые трудности. Практически все члены данных амкарств были армянского вероисповедания. В документах амкарств также отмечается факт содействия властей в пресекании дейтельности конкурирующих с амкарством мусульман-отходников, в особенности в Тбилиси, но более конкретно происхождение этих мусульман не описывается. Таким образом, в исследовательской литературе до где-то 2000 года не ставилось под сомнение что практически все мастера-оружейники Тбилиси, включая клиночников, специалистов по огнестрельному оружию, а также ювелиров украшающих оружие золотом и серебром – были этническими армянами. Многими предполагалось также что подобная ситуация была характерна и для всего Закавказья начала XIX-го века, от Шуши и Баку на востоке до Батуми и Эрзерума на западе.

                Однако, существовала проблема заключающаяся в том что на больщинстве клинков даже из числа тех что по совокупности черт относятся именно к тбилисскому производству присутствуют подписи исполненные арабскими буквами и очень часто содержащие исламские или во всяком случае «исламизированные» имена. Высказывалась теория что данные работы могли быть произведены мастерами местного, возможно изначально грузинского, происхождения (...), которые до конца XVIII-го века преимущественно работали в контролируемых Османским государством городах таких как Батуми и Эрзерум, а затем распространили свою деятельность и на восток Грузии, при этом не подпадая под статус «переселенцев-мусульман». В качестве альтернативы была выдвинута теория что большинство подобных клинков и предметов вооружения были изготовлены мастерами-отходниками черкесского происхождения. Подобное утверждение основывается исключительно на этнографических показаниях наших современников и противоречит целому ряду фактов, например тому что аджарские предметы начала XIX-го века демонстрируют целый ряд схожих конструктивных особенностей с тбилисскими, но практически не имеют общих черт с известными черкесскими образцами. Также высказывалось предположение что подобные предметы – работы дагестанских мастеров, либо ошибочно атрибутируемые как тбилисские или более обще – грузинские, закавказские, либо действительно изготовленные в Грузии, но дагестанскими отходниками. Следует отметить что факт присутствия в Грузии начиная с 1860-х годов дагестанских отходников не подвергается сомнению. Однако принятие более ранней даты в качестве начала их деятельности наталкивается на целый ряд несоответствий, таких как использование мастерами из Грузии (в том числе и в отношении клинков подписыванных с использованием арабского альфавита), принципиально иных технологий (дамаски, ламеллярная проковка), типа подписей (битыми клеймами) и даже арабской графики (более схожей с османским тулутом, нежели чем с дагестанской каллиграфией, обычно содержащей элементы персидского насталика) по сравнению с известными работами дагестанских мастеров.

                В связи с данной общей проблематикой, особенно интересен вопрос происхождения самого известного мастера работавшего в Грузии – Геурка Элиарова, чьи работы получили широкое признание не только в Тбилиси, но и во всей Российской империи, поставщика  двора Его Императорского Величества (но следует отметить что обстоятельства получения им этого звания на сегодня малоизучены), одного из очень немногих в Тбилиси кто работал с булатом, и в данном качестве достиг впечатляющих результатов.

                Среди его клинков доминируют образцы подписанные на русском как «Геурк Элиаров», значительно реже – подписанные арабскими буквами в персидском стиле. Из датированных, последние относятся к концу 1840х годов, в 1850 году его работы были отмечены специальным призом, более поздние образцы не сегодня не известны. Сложнее определится с самыми ранними экзмеплярами – известны несколько работ датированных 1810-ми годами, чья подлинность не вызывает сомнений, и образцы 1800-х годов требующие дополнительных исследований. Выдвигалось предположение что поздние образцы представляют из себя работы членов семьи Геурка, подписанные именем Геурка, в том числе с использованием его титула поставщика императорского двора, из коммерческих соображений. Нужно учесть что подписанные работы остальных членов семьи Геурка, в отношении которых достоверно известно что они работали всю жизнь (Епрем, Караман) на мастерскую Геурка – практически не встречаются.

                На сегодня в исследовательской литературе факт армянского происхождения Геурка Элиарова не подвергается сомнению, хотя и признается отсутствие прижизненных документов подтверждающих данное утверждение. Есть косвенные факторы которые способствовали подобной ситуации – имена Саркис (отец Геурка) и Кеворк (Геурк) более распространены среди армян, использование Геурком русской адаптации своей фамилии Элиаров, нежели чем какого-либо более «грузинского» по своему стилю написания, и наконец указание на его армянское происхождение со стороны человека, представлявшегося прямым потомком (пра-пра-правнучкой) Геурка. Однако, следует признать что ключевым фактором являлось распространенное мнение что практически все мастера Закавказья того времени, точно так же как и члены тбилисского амкарства, были этническими армянами.

                Таким образом, установление более или менее точного происхождения Геурка Элиарова на основании архивных документов онтосящихся непосредственно к нему или к членам его семьи, это не просто первая попытка объективного анализа личных обстоятельств этого несомненно заслуженного Мастера, но мы надеемся и начало пересмотра всех вопросов относящихся к нашему пониманию происхождения мастеров той эпохи. Точно также как творчество и личная жизнь Геурка лежали вне наслуженной, но узкой компетенции армянской общины Грузии, вполне возможно похожая ситуация существовала и в отношении других закавказских оружейников – из Аджарии, Мергелии, Тбилиси, что может объяснить в том числе и феномен местных мастеров, подписывавшихся арабскими буквами.

Егиазаров С.А. Исследование по истории учреждений в Закавказье. Казань, 1889. Т. 1-2. С.

Егиазаров первый кто отметил факт переселения мастеров из районов Турции и Эрзерума.

АхвердовЮ. (1883). Тфилисские АмкарыТифлисИвПитоева.

 

Шок контент - установлена настоящая личность Геурка! (video)

 

The Beatles were singing

Newspaper article (Achalgazrda Komunisti), by Mamuka Patschuaschvili, 5 July 1988. (translation) 

Recently passers-by witnessed the strange scene in front of the publishing house. A young man who looked very modern was dressed very strangely. The photographer was taking photos. The young man was very tense, tried not to look at passers-by and was waiting for the photographer, who continued his business calmly. The people looked curiously at the young man, dressed in armour and helmet, who had not forgotten his khevsuretian sword. Everybody thought that they were shooting a film. But the matter was quite different. Our photo correspondent, Oleg Gvelesiani, was taking photos of the fourth year student of Tbilisi Polytechnic Institute, Gotscha Lagidse, who was wearing warrior’s armament, which he had made himself. These were very difficult moments for Gotscha, because he does everything just for love of this work and not for showing off. To come out in the main street of the city during the day time and to show himself wearing his own work was not easy for the modest man. But he couldn’t refuse and this photo was taken at that very moment. This was the forgotten and never seen, which intruded into Tbilisi for a minute.

The Elizarashvili has the same feeling, the last to know the production of Georgian ‘Djavari" (Bulati). They did not want to take the secret of this art with them into the grave, and they did not avoid teaching this craft to anyone. Georgia, together with India was famous for the production of the best steel – "Djavari", in the whole world. Georgian swords had no equal in the world. In Tbilisi, in the nineteenth century lived the family of Elizarashvili, whose ancestor George was the famous master. He had inherited this craft himself and later gave it to his sons and grandsons. The production of the sword was secret. But one of George’s sons, Kharaman, in 1828 gave the secret of Georgian steel sword’s production and the patterns of his own swords to Russia. General Paskevich sent these patterns to Nicholai I. Very soon, from the Russian factory of Zlatoust, the advanced masters Ivjakov, Djatlov, Ivanovski and German master Vasil Goltferz were sent to Georgia. But people, who knew this trade well used to say that the Russian masters made good swords in Tbilisi, but in Russia they couldn’t, because only theoretical knowledge was not enough.

Nowadays the recipe of Elizarashvili’s steel is known – Indian iron "Vuts", Georgian horseshoes, Georgian steel and cast iron powder mixed up together. But only recipe isn’t enough, you need practical knowledge, patience and professionalism. Gotscha’s dream is to forge such a sword. He shared his idea with Themur Sulchanischvili and asked for help. Themur Sulchanischvili is the person who reconstructed the Rustaveli Theatre entrance door. After seeing Gotscha’s work, he agreed to help him.

Work is easy to say. Only Gotscha knows its value. Everything began quite early at school. During school years his teacher of history Djuanscher Djurchadze stimulated him in restoration of Georgian armours and presented him with a shield. Gotscha was in the 9th grade then. Since that period Gotscha became the frequent guest of the Georgian Arts Museum. He was standing for hours in front of the armours and helmets and studied to make it. Later he made a helmet, afterwards the armour. The work was very difficult, more difficult than he could imagine, but at the same time very attractive. He was sitting for hours, working and looking at steel wires. In the same room The Beetles were singing.

Time went on. His love grew and grew. He knew that he was ready to make the Georgian warrior’s armour. He worked almost the whole summer. The most painstaking was the making of armour. In the mail shirt are 56,000 little rings. It needs 9kg of steel. In armour one ring is connected with four rings. He needed two months for making the mail shirt. Then he make an arm-piece and helmet and later forged the Khevsuretian sword, with its yellow copper scabbard and shield. Many specialists esteemed Gotscha’s work. Recently he was granted the People’s Arts of Georgia. The Master’s works are sent to Austria and to many exhibitions. The great Georgian printer Guram Gabaschvili mentioned that Gotscha Lagidse is a very desirable, purposeful and patriotic young man.

Gotscha will be a father in the near future and his children will have the love of old art and they will master the secret of this craft. Gotscha is young and he has much time to do more and more. Very soon he’ll graduate from the institute. He has planned to make the middle centuries European warriors’ armour.

In Tbilisi lives an ordinary man whose wish is to make the real Georgian "Djavari" sword, such as Elizarashvili's one and equal to famous Damascus sword.

Ключевые слова: Тифлис, булат, Геурк, Грузия, оружейник, Элиаров, Элиарашвили. Eliazarashvili, Eliarov, Eliarashvili

Ключевые слова: Тифлис, булат, Геурк, Грузия, оружейник, Элиаров, Элиарашвили. Eliazarashvili, Eliarov, Eliarashvili, ელიარაშვილი, ელიზარაშვილი, გიორგი, გეურქ

Home