მინიატურა

       

მინიატურა 1999. ქ. ვენის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული, 1590 წლით დათარიღებული, პრინცი მორიც ორანიე - ნასსაუს გრაფის, საჭურველის მოდელი, მასშტაბით 1/4, სიმაღლე 45 სმ. შედგება 177 ფოლადის გამოჭედილი ფირფიტისგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია 700-მდე სხვადასხვა ზომის მოოქრული დეტალით (შიგნიდან ტყავის თასმებით), როგორც ჩვეულებრივი ზომის აბჯარში. მასალა: ფოლადი, ტყავი, ვერცხლი, ამერიკული კაკალი. სახის და უკანა მხარეს ვერცხლის ფირფიტაზე მონოგრამებით. შიდა ფიგურა ჩამოსხმულია ვერცხლში (925), რასაც სულ 4,5 კგ ვერცხლი დასჭირდა. ლუქსემბურგში ორგანიზირებულ საერთაშორისო ფორუმ-გამოფენაზე დაჯილდოვდა პირველი პრიზით.

 

 

წინა I საჭურველი I შემდეგი