მთავარი

საჭურველი

დააწკაპუნეთ ფოტოზე გვერდის გასახსნელად

Armour of Prince Maurice

Miniature suit of armour of Prince Maurts

Comb-cap

Pikemanscuirass  

armourer

Topfhelm

Black Knight

Ivanhoe

Knight of the Moon

Martinius

armour

Abjari

Shirt of mail

Phranguli,Chevsuretian sword and shild

Didgori

Golden Age

armour

 გოჩა ლაღიძე


გოჩა ლაღიძემ თავისი საქმე და სიყვარული მიუძღვნა დიდად საჭირო და ძალიან საინტერესო საქმეს ძველი ქართული იარაღის, საომარი აღჭურვილობის ხელახალ აღორძინებას. ამ საქმით იგი საზრდოობს სულიერად და არსებობს ფიზიკურად, რაც თავისთავად მოითხოვს რისკსა და დათმობას, როგორც გოჩასაგან, ასევე გოჩასთვის. ის ძალიან კარგად ერკვევა საქართველოს ისტორიის სხვადასხვა საუკუნეების საომარი იარაღის დამზადების წესებსა და ფოლადის სიმტკიცის აუცილებლობაში. მას დიდი პასუხისმგებლობითა და გულმოდგინებით შეუძლია თითოეული დეტალის დამუშავება დახვეწა. არასოდეს დაუშვებს, რომ მისი ნახელავი თავისთვის არ იყოს მოსაწონი. მის გარეშე ის ვერ გაძლებს, იმდენ ხანს უტრიალებს, იმდენად იხარჯება ჯაჭვის პერანგის, ფარისა თუ ხმლის ბოლომდე მიყვანა სრულყოფისათვის, არ შეისვენებს, სანამ მისთვის აუცილებელ სიტკბოს არ მიიღებს თავისივე მარჯვენიდან. მას აქვს უნარი იმისა, რომ სრულფასოვან პროპორციებში გამოჭედოს ხმალი ან ხანჯალი, რომლებიც ადამიანებისთვის მოსახდენი იქნება.


პირველ რიგში გოჩა ცდილობს არ დაუკარგოს ქართულ იარაღს დამახასიათებელი და ტრადიციული ნიშანი, ამასთანავე ცდილობს ისინი თავისი ახლებური დეტალებითაც გაამდიდროს. მას ბევრჯერ უთქვამს, ჯაჭვის პერანგი, რომელიც საშუალოდ 30000 რგოლისგან შედგება, ერთი რგოლიც თუ გამოდგა ცუდი ხარისხის, მთელი პერანგი არ ვარგაო. მე არ მინახავს მის მიერ სამი ერთნაირად გამოჭედილი ფარი, სამივე სხვადასხვა იყო.


გოჩას საქმეში ჩაღრმავება მოიცავს ქანდაკებასთან მიდგომის წესებს, სიმრგვალეებთან, წრიულობასთან, რელიეფურობასთან, ფორმის დეტალების სიბრტყობრივ შერწყმასთან, მთლიანობასთან. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში არსებობს სპეციფიკური დარგი ლითონის მხატვრული დამუშავება, რომელიც აღნიშნულ საქმიანობასთან პირად კავშირშია. და ბოლოს, ის სიხალისე, აღტაცება, ტკბობა ხომ შემოქმედებითი მოვლენებია, რომელიც მუდმივ უწყვეტ ენერგიასა და სიყვარულს მოითხოვს. მხატვ.პროფ. ნიკო ხერკელაძე, თბილისი, 4 იანვარი 2005 წელი


 

ხევსურული აბჯარი, 1995 წელი

1995 წ., მრავალგზის ექპოზირებულია ნიდერლანდების, გერმანიის, ლუქსემბურგის და შვეიცარიის სახვადასხვა კულტურის დეწესებულებებში.,

 

ჩაჩქანი, 1995 წელი

 

სამკლაურები და საფუხრეები, 1995

 

Mail coat of steel

ფარეშიანი ჯაჭვის პერანგის ფრაგმენტი (ყველა რგოლზე ამოტვიფრულია "გოჩა ლაღიძე", 2000

 

ხევსურული ფარ-ხმალი, 1995 წელი

***

საჭურველი, 1996-97 წლები

***

დასავლეთ ევროპული ბავშვის აბჯარი

Photo Legermuseum 

ნიდერლანდების პრინცესა მაქსიმა გამოფენაზე - "მაურიცი და ორანიეების საიდუმლო", საარმიო მუზეუმი, დელფტი, 2007 წ..

 12 წლის მორიც ორანიე - ნასსაუს გრაფის პორტრეტის მიხედვით, 1578 წელი. საჭურველი. შესრულებულია ნიდერლანდების სამეფო საარმიო მუზეუმის დაკვეთით.
 

***

გოთური აბჯარი, 2007-2008 წლები

 გოთური აბჯარი, შესრულებულია მუზეუმ "დონ კიხოტის დაკვეთით" მე-15 საუკუნის ნიმუშების მიხედვით. ნამუშევრის შესრულებას დასჭირდა ერთი წელი.
 

***

გოთური აბჯარი, 2004 წელი

ნიდერლანდების გმირის, იან ვან შხაფელაარის (1485 წელი) აბჯარი. პრეზენტირებულია ბარნეველდის "ნაირაკ" მუზეუმში 2004 წლიდან. შესრულებულია ქ. ნორდლინგენის ისტორიის მუზეუმში დაცული ფრედრიხ ჰერლინის 1460 წ.ლით დათარიღებული ფერწერული ტილოს მიხედვით, "წმინდა გიორგის სასწაული". ნამუშევრის შესრულებას დასჭირდა ერთი წელი.

 

***

ჰოლანდიელი მხედრის საჭურველი, 2000-2004 წლები 

ქ. ვენის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული, 1590 წლით დათარიღებული, პრინცი მორიც ორანიეს - ნასსაუს გრაფის, საჭურველის მიხედვით, განმეორებით შესრულებულია 2000 წელს.


 

***

მინიატურა

       

მინიატურა 1999. ქ. ვენის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული, 1590 წლით დათარიღებული, პრინცი მორიც ორანიე - ნასსაუს გრაფის, საჭურველის მოდელი, მასშტაბით 1/3, სიმაღლე 45 სმ. შედგება 177 ფოლადის გამოჭედილი ფირფიტისაგან, რომლებიც ზუსტადაა ერთმანეთზე მორგებული და დაკავშირებულია 700-მდე სხვადასხვა ზომის მოოქრული დეტალით (შიდა მხრიდან - თყავის თასმებით), როგორც ჩვეულებრივი ზომის აბჯარში. მასალა: ფოლადი, ოქრო, ვერცხლი, ტყავი, კალის ხე. სახის და უკანა მხარეს ვერხლის ფირფიტებზე მონოგრამებით. თვითონ ფიგურა გამოძერწილია და სანთელში და შემდეგ ჩამოისხა 925 სინჯის ვერცხლში, რასაც 4,5 კგ ვერცხლი დასჭირდა. ლუქსემბურგში ორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმ-გამოფენაზე დაჯულდოვდა გრანპრით.

***

ჰოლანდიელი შუბოსნის საჭურველი, 2003 წელი

დამზადებულია ნიდერლანდების საარმიო მუზეუმში დაცული ნიმუშების მიხედვით 2001 წელს. დაცულია ამავე მუზეუმში, ქ. დელფტი.
***

მუზარადი "სპანგენჰელმ", 2003

მოოქრული მუზარადი. დამზადებულია ქ. ბონის ისტორიის მუზეუმში დაცული მე-6 საუკუნის ნიმუშის მიხედვით, 2003 წელი, დამზადებულია 3 მმ სისქის მაღალ ნახშირბადიანი ფურცლოვანი ფოლადისაგან. დაცულია "ბრუნო მაურერის კოლექციაში", კერძო კოლექცია, შვეიცარია.
 

***

"ტოპჰელმი" - "ზუჩი", 2003

ქვაბისებური მუზარადი. დამზადებულია 2003 წელი. "ბუისსონი"-ს კოლექციაში (სეფრანგეთი) დაცული მე-13 საუკუნის ნიმუშის მიხედვით. დამზადებულია 3 მმ სისქის მაღალ ნახშირბადიანი ფურცლოვანი ფოლადისაგან. იწონის 5,5 კგ-ს. დაცულია "ბრუნო მაურერის კოლექციაში", კერძო კოლექცია, შვეიცარია.
 

***

"სტეხჰელმ" - მუზარადი, 2007

"სტეხჰელმ", 2007, რაინდის სატურნირო მუზარადი, მე-18 საუკუნის ნიმშის მიხედვით. დამზადებულია 3 მმ სისქის მაღალ ნახშირბადიანი ფურცლოვანი ფოლადისაგან, იწონის 7300 გრამს. კერძო კლექცია, შვეიცარია.

***

პრინც მაურიც ორანელის საჭურველი, 1998-1999

ქ. ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმში დაცული, 1590 წლის დროინდელი, პრინცი მაურიც ორანიე - ნასსაუს გრაფის საჭურველის მიხედვით, 1998 წელი. მუდმივად პრეზენტირებულია ნიდერლანდების სამეფო საარმიო მუზეუმში, ქ. დელფტი.

 

 

***

დასავლეთ ევროპული არბალეტი - 2008

***

ხევსურული აბჯარი, 1987-88

საქართველოს მუზეუმებში და კერძო კოლექციებში დაცული ნიმუშების მიხედვით.


***

გორდა, 1988 წელი

***

ხმლები, ფარი და ჯაჭვის პერანგი, 1986 .

 

karibWe

მთავარი

Gotscha Lagidse

ბიოგრაფია

saWurveli

საჭურველი

sakraluri namuSevrebi

საეკლესიო

liTonis plastika

სკულპტურა

sarestavracio samuSaoebi

რესტავრაცია

proeqtebi

პროექტები