მთავარი გვერდი

ფოტოები © საქართველოს ეროვნული მუზეუმი


გოჩა ლაღიძის ვორკშოპები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში - ისტორიული იარაღის რესტავრაცია და კონსერვაცია

პროექტი "კვალიფიცირებული თანამემამულეების დროებით სამშობლოში დაბრუნება" დააფინანსა ჰოლანდიის მთვრობამ და განხორციელდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ. (ფოტოები ნაჩვენებია ეროვნული მუზეუმის თანხმობით)



ეროვნულ მუზეუმში განხორციელებული სარესტავრაციო სამუშაოები

        

ერეკლე II -ს ხმალი, ირანი, მე-18 საუკუნის პირველი ნახევარი.
ქარქაშის კორექცია, ხმლის პირის და დეტალების გაწმენდა ორგანული ნალექების და ჯანგის წარმონაქმნებისგან, კონსერვირება.

***

 

ქართული გორდა ხმალი ბაგრატიონების ოჯახიდან, მე-18 საუკუნე
ხმლის პირის და დეტალების გაწმენდა ორგანული ნალექების და ჯანგის წარმონაქმნებისგან, კონსერვირება.

***

  

ქართული ხმალი ირანული ტიპის პირით, მე-18 საუკუნე
ტარის რესტავრაცია, ხმლის პირის და დეტალების გაწმენდა ორგანული ნალექების და ჯანგის წარმონაქმნებისგან, კონსერვირება.

***

          

ქართული ხმალი მგლის გამოსახულებით, მე-18 საუკუნე.
ხმლის პირის და დეტალების გაწმენდა ორგანული ნალექების და ჯანგის წარმონაქმნებისგან, კონსერვირება.

***

კავკასიური შაშკა, 19-ე საუკუნე.
ხმლის პირის, დეტალების და ქარქაშის გაწმენდა ორგანული ნალექებისგან, კონსერვირება.

***

"ზულფიკარი", ირანი, მე-18 საუკუნე.
ხმლის პირის და დეტალების გაწმენდა ორგანული ნალექების, პირის მოწამვლა ბულატის ნახატის გამოსავლენად, კონსერვირება.

***

     

კავკასიური გველისპირული - წარწერა "კავკაზ" ხევსურული ტარით, 18-ე საუკუნე.
გაიწმინდა ორგანული ნალექების და ჯანგის წარმონაქმნებისგან, კონსერვირება.

***

კავკასიური კაჟიანი დამბაჩა, მე-19 საუკუნე.
დეტალების გაწმენდა ორგანული ნალექების და ჯანგის წარმონაქმნებისგან, ჩახმახის რესტავრაცია, კონსერვირება.

***

                

ირანული მუზარადი, 18-ე საუკუნე.
ჯაჭვის რესტავრაცია, ზედაპირის გაწმენდა ორგანული ნალექების და ჯანგის წარმონაქმნებისგან, კონსერვირება.

***

 

მე-13 საუკუნის ირანული ზარდახშა.
გაიწმინდა ორგანული ნალექებისგან და ოქსიდაციებისგან, დაკონსერვდა.

***

ეროვნული მუზეუმის იარაღის ფონდში მუშაობის დროს

   

 

 

 

 ***

მოხსენება ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში


მოხსენების თემა: 1. საავტორო ასლები ევროპული მუზეუმებისთვის; 2. ეროვნულ მუზეუმში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოები;L3. ერეკლე II -ს ხმლის საავტორო ასლი.


 

 

უღრმესი მადლობა ბატონ გურამ ბუმბიაშვილს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფოტოგრაფს

მოხსენება ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, 2009 წლის 25 სექტემბერი

მოგახსენებთ, რომ მთელი სულითა და გულით მოვეკიდე პროექტს. ამ ორი ათეული წლის წინ ვმუშაობდი გიორგი ჩიტაიას სახელობის ღია ცის ქვეშ მუზეუმში რესტავრატორად და მოხარული ვარ რომ, ამდენი ხნის შემდეგ, კვლავ მომეცა საშუალება მეთანამშრომლა ეროვნულ მუზეუმთან და ხელით შევხებოდი ეროვნულ საგანძურს. ამ ჩემი სულიერი მდგომარეობის გადმოცემა ძალიან მიჭირს. ეს ჩემთვის ფაქტიურად სულიერი საზრდოა. ამ ემოციებს ამძაფრებს ჩემი სხა ქვეყანაში ცხოვრებაც. მოგახსენებთ რომ, 15 წლის განმავლობაში ვმუშაობ და ვმოღვაწეობ ჰოლანდიაში და ამჯამად წარმოგიდგენთ ევროპაში ჩემს მიერ შესრულებულ პროექტებს და ჩვენს მუზეუმში ჩატარებული სამუშაოებს. 

საავტორო ასლები ევროპული მუზეუმებისთვის 

აღსანიშნავია რომ, ევროპულ მუზეუმებში ჩემი წარმატება განაპირობა ჩემს მიერ შესრულებულმა ქართულმა იარაღმა და კერძოდ ხევსურულმა აბჯარმა, რომელიც დამზადებული იყო საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ნიმუშების მიხედვით - ხევსური მეომრის სრული აღკაზმულობა. ქართული საჭურველის ჩვენების შემდეგ მომივიდა მოწვევა ნიდერლანდების სამეფოს საარმიო მუზეუმიდან სადაც მოხდა ჩემი ნამუშევრების დემონსტრირება. პრეზენტაციის დროს ვაჩვენე ფარეშიანი ჯაჭვის პერანგის დამზადების ტექნოლოგიაც. 
ამ დღიდან 2 კვირაში მივიღე დაკვეთა ზემოდ აღნიშნული მუზეუმიდან პრინც მაურიც ორანელის - ნიდერლანდების მმართველის, საბრძოლო აბჯრის ასლის დამზადებაზე. დაკვეთის მიზეზი გახლდათ ის, რომ 1998 წელს მზადდებოდა გამოფენა სადაც პრინცი მაურიცი ცენტრალური ფიგურა იყო. იგი არის ყველაზე მთავარი ფიგურა ნიდერლანდების სახელმწიფო არმიის შექმნაში. ერთადერთი დღემდე ცნობილი მისი აბჯარი დაცულია ვენის ხელოვნების მუზეუმში, რომლის ასლის შესრულებაც მე დამავალეს. ნიდერლანდების საარმიო მუზეუმთან გაფორმდა 20 გვერდიანი ხელშეკრულება, რომელიც უმცირეს დეტალებსაც კი ითვალისწინებდა. შემდეგ მომეცა საშუალება ზედმიწევნიდ კარგად შემესწავლა ორიგინალი. სამუშაოს დასჭირდა 1 წელი. ნამუშევარი მუდმივად არის პრეზენტირებული ნიდერლანდების სამეფოს საარმიო მუზეუმის ე.წ. 80 წლიანი ომის საგამოფენო დარბაზში. 
პროექტის პრეზენტაციას მოჰყვა მედიის გამოხმაურება და იმავე, პრეზენტაციის დღეს, მივიღე დაკვეთა კერძო კოლექციონერისგან ამ აბჯრის მინიატურაზე, მასშტაბით 1-4. ამ მინიატურის შესრულებასაც დასჭირდა ერთი წელი და მან დიმსახურა პირველი პრიზი ლუქსემბურგში…მოწყობილ ფორუმ გამოფენაზე – თანამედროვე ჭედური ლითონი. შემდეგ სერია დაკვეთების... 

ისტორიული იარაღის რესტავურაცია კონსერვაცია 

ევროპული მუზეუმებისათვის საავტორო ასლების შესრულებასთან ერთად რეგულარულად ვმუშაობ ისტორიული იარაღის რესტავრაციაზე, დაკვეთები მაქვს არა მარტო ჰოლანდიიდან, აგრეთვე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. 
პროექტით გათვალისწინებული, ჩემი აქ ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზანი ის იყო, რომ ეროვნულ მუზეუმში ჩატარებულიყო რამოდენომე ექსპონატის კონსერვაცია / რესტავრაცია. ჩამოვიტანე ევროპაში აპრობირებული საწმენდი და საპოხი საშუალებები. ფონდში ჩატარდა სულ 11 ნივთის კონსერვაცია / რესტავრაცია. 8-ჯანაშიას სახელობის მუზეუმიდან და 3 ხელოვნების მუზეუმიდან. 
შეირჩა იარაღის ფონდიდან შემდეგი ობიექტები: 

1. ქართული გორდა ხმალი ბაგრატიონების ოჯახიდან, 18-ე საუკუნე 
2. ქართული ხმალი ირანული ტიპის, 18-ე საუკუნე
3. მოვერცხლილი ხმალი ე/წ/ შაშკა, 19-ე საუკუნე
4. ხმალი დატალღური პირით - ზულფაკარი, 18-ე საუკუნე
5. ზულფაკარი ხევსურული ტარით, ქართულად – სავარაუდოდ გველისპირული, 18-ე საუკუნე

6. ქართული ხმალი მგლის გამოსახულებით, 18-ე საუკუნე
7. ერკლე II ხმალი, 18-ე საუკუნე
8. კავკასიური დამბაჩა, 18-ე საუკუნეხელოვნების მუზეუმის აღმოსავლეთის ფონდიდან : 
9. ირანული ბებუთი, 19-ე საუკუნე 
10. ირანული ზარახშა, 13-ე საუკუნე 
11. ირანული მუზარადი, 18-ე საუკუნე. 

ყველა ექსპონატს ჩაუტარდა სათანადო დამუშავება. ჩატარდა ვორკშოპები რომელსაც ესწრებოდნენ იარაღის ფონდის კურატორი მამუკა ქაფიანიძე, რესტავრაცია კონსერვაციის დეპარტამენტის თავჯდომარე ნინო კალანდაძე, მუზეუმის რესტავრატორი თეიმურაზ ფარჯანაძე, ასევე მუზეუმის სხვა თანამშრომლები და აგრეთვე ქათველი მეიარაღეები. 

ერეკლე II ხმლის საავტორო ასლი 

2008 წელს ვიმყოფებოდი საქართველოში – ვიყავი მონაწილე ფესტივალ ჩვენებურების ეგიდით თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) მოწყობილ გამოფენაში, სადაც წარმოდგენილი მქონდა ჩემი ნამუშევრები. თბილისში ყოფნის დროს მქონდა ვიზიტი ეროვნულ მუზეუმში და შეხვედრა ძვირფასი ლითონების და იარაღის ფონდის კურატორთან მამუკა ქაფიანიძესთან. ჩემთვის სრულიად მოულოდნელად მამუკამ მკითხა: შეგიძლია ერეკლეს ხმლის ზუსტი ასლის შესრულებაო? ბუნებრივია ასეთი კითხვის შემდეგ სურვილი და ინიციატივა გამიჩნდა საავტორო ასლის შექმნისა, რადგან ამ ხმალს ბავშვობიდან ვიცნობ - ბევრჯერ მაქვს ნანახი. ბავშვობის ოცნებაც გამახსენდა, როცა სულ მინდოდა მისი მსგავსი რამ გამეკეთებინა. შემიძლია მეთქი. მერე მუზეუმის დირექტორის ბ-ნ დავით ლორთქიფანის სახელზე დაიწერა მოხსენება ორიგინალის შესწავლის ნებართვაზე. ბატონ დავითს მინდა მადლობა გადავუხადო კეთილი ნებისთვის. მუზეუმის კურატორი მამუკა ქაფიანიძე არნახული ენთუზიაზმით დამიდგა გვერდში. 

სრულფასოვნად შევისწავლე ორიგინალი, მოხდა აზომვა, ფოტო ფიქსაცია, დაფიქსირდა წონა და სიმძიმის ცენტრი. შემდეგ დამატებით საჭირო გახდა ფოტომასალა, რომელიც ჰოლანდიაში ბატონმა გურამ ბუმბიაშვილმა მომაწოდა. 
ეს ხმალი არის ირანული ხელოვნების ნიმუში და ესეთი იარაღის შექმნაზე, როგორც წესი, რამდენიმე ოსტატი მუშაობდა, როგორც კომპლექსურ პროექტზე. 

პირი: ბულატის ბოჭკოვანი ფოლადი: ХВГ და СТ45Г თანაბარი პროპორციით. შემადგენლობა: 50% ХВГ(1,1% ნახშირბადი, 1% ვანადიუმი , 1% ქრომი) 50% СТ45г(0,45% ნახშირბადი, 0,50% მარგანეცი)ფოლადის საშუალო სიმაგრე დაახლოებით 55-57 ერთეული როქველის სკალით.
პირველადი პაკეტი შეიკრა შახმატური მიმდევრობით 4X4, სულ 16 ფენა. შემდეგ ჭედვა და სამჭედლო შედუღება მოზაიკური ბულატის წესით. პირი სედგაბა დაახლოებით 70000 კრისტალიისგან. 
ჩატარდა კვლევა აგრეთვე ხმლის იდენტიფიკაციაზე. სპარსული წარწერების გაშიფრვა არ იყო იოლი. ამ დრეებში მქონდა შეხვედრა პროფესორ გრიგოლ ბერაძესთან და მოხდა ინფორმაციის შეჯერება, რისთვისაც დიდად გახარებული და მადლობელი ვარ. ასლი დამთავრდება სავარაუდოდ 2009 წელს ბოლოს.

დასკვნითი 
ამით დავამთავრე პროექტების შესახებ. მინდა მადლობა მოვუხადო საქართველოს ეროვნულ მუზეუმის ტანამშრომლებს, ჩემს კოლეგებს და მეგობრებს, ნიდერლანდების მთავრობას პროექტის დაფინანსებისთვის.

გოჩა ლაღიძე.

სპონსორები


ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო / მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
სტუდია "გოჩა", ჰოლანდია

***

პუბლიკაციები

"ქართული უნივერსტეტი", სექტემბერი 2009 წ.
დიასპორებთან ურთიერთობის სამინისტრო, სექტემბერი 2009 წ.
საზოგადოებრივი მაუწყებლობა, 25 სექტემბერი 2009 წ.
საზოგადოებრივი მაუწყებლობა, 3 ნოემბერი 2009., "ლეგენდიდან მოსული რაინდი"
ემიგრაციის საეთაშორისო ორგანიზაციის გაზეთი, ოქტომბერი 2009 

***


***

ზაქრო ნონიკაშვილის ბულატის ჭედვის ვორკშოპი ნარიყალაზე - სექტემბერი 2009 წ. 

 

***

გამოფენა თბილისის მუზეუმში "ქარვასლა", 2008წ.

gamofena Tbilisis muzeumSi "qarvasla", 2008w.

მთავარი გვერდი