პროექტები / სიახლე
გოჩა ლაღიძე - საქართველოს სამეფო დინასტიური: "მამუკა ბაგრატიონის ფონდის" საპატიო წევრი, ორდენის კავალერი და ოფიციალური წარმომადგენელი ნიდერლანდების სამეფოში.
დაჯილდოვება / წარდგინება: შატო მუხრანი, 11 მაისი 2025 წელი.
***
https://nl.wikipedia.org/wiki/Gotscha_Lagidse
https://en.wikipedia.org/wiki/Gocha_Laghidze
https://www.homofaber.com/en/discover/gotscha-lagidse-metalworking-netherlands
***
სატევარი "ტთფილისი", 2025
რკინის დეტალები რელიეფური გრავირებით და ოქროს ზარნიშით, ტარი ლომვეშაპის ეშვი. დამასკური ფოლადი ი.ასეევ, ტულა.
გამარჯვებული "საუკეთესო საგამოფენო ნამუშევარი", თანამედროვე მხატვრული საავტორო იარაღის გამოფენაზე, ქ. ხორკუმი (ნიდერლანდები), 2025 წელი.
***
სალტე სატევარი "ლაღი", 2025.
***
თბილისური ნისკარტიანი ხმალი, 2025.
გოჩა ლაღიძის სტუდია, 2023-2025.
ბულატი კილიჩ-ოსმანი (თურქეთი), ზარნიში ალეკო აღდგომელაშვილი.
***
ორმაგი სატევარი, ტარი კამეჩის რქა, წარქაში ხის ტყავგადაკრული, პირზე ღრმა გრავირება. დეტალებზე ოქროს ზარნიში ზაქრო ნონიკაშვილის.
გამარჯვებული "წლის ინოვაცია" - Knife Show Tbilisi - 2024 წლის დეკემბერი.
***
მჭედელი-მეიარაღე გიორგი ელიარაშვილი იყო ჩემი შთაგონების წყარო, როდესაც
1980-1986 წლებში შევისწავლე და აღვადგინე ხევსურული საჭურველის სრული
ანაკრები. 1980 წლიდან დაინტერესებული ვარ მათი ისტორიით და დღემდე ვიძიებ და
ვაგროვებ ინფორმაციას მათ შესახებ; შეგროვებული მაქვს თითქმის ყველა არსებული
პუბლიკაცია, ქართული და უცხოური. 2015-2023 წლებში შესწავლილ იქნა და შეიქმნა
ათამდე ნამუშევარი გეურქის, ტფილისელი მეიარაღეების ხეჩატურ ბებუროვის და იოსებ
პოპოვის სტილში. ზოგიერთ პროექტში ვთანამშრომლობდი ნიჭიერ ქართველ
მჭედელ-მეიარაღე ზაქრო ნონიკაშვილთან. დღემდე მიმდინარეობს მუშაობა ამ
მიმართულებით. ზაქროსთან ერთად შევისწავლეთ, დავამზადეთ და გამოვცადეთ მათი
ცნობილი ტექნოლოგიებით ქართული ხმლის ფოლადი, ამოვხსენით და აღვადგინეთ
მხატვრული ორნამენტების შესრულების მათი მრავალი ტექნოლოგია.
ელიარაშვილების ისტორია, შეიძლება ითქვას უწვეტ ხაზად გაჰყვება ჩემს
შემოქმედებით გზას. მათი სტილის და ტექნოლოგიების სწავლის გვერდით ყოველთვის
იწვევდა ინტერესს ის ფაქტი, რომ სხვადასხვა პუბლიკაციებში ელიარაშვილების გვარი
მოხსენიებულია როგორც, ელიაროვი, ელიაზაროვი, ელიაზარაშვილი, ელიაზაროშვილი...
აგრეთვე იგი სხვადასხვა პუბლიკაციებში მოხსენიებულია როგორც სომეხი ეროვნების
მეიარაღე და მისი გვარის დაბოლოება შვილი, - როგორც ხელოვნურად ფაბრიცირებული
ქართველი მეცნიერების მიერ. ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი სინამდვილის
გარკვევაში და, საბოლოოდ, 2020 წელს მივმართე ბატონ რეზო ხუციშვილს (ისტორიის
მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ღირსების ორდენის კავალერი) თხოვნით,
გამოეკვლია მათი გენეალოგია და წარმომავლობა. ბატონი რეზო დაინტერესდა და
გამოავლინა მრავალი იმ დროისთვის არასოდეს გამოქვეყნებული უნიკალური საარქივო
დოკუმენტები. წინამდებარე ნაშრომში ვთავაზობთ მკითხველს ამ საერთო კვლევის
შედეგს.
მეიარაღე ელიარაშვილების საგვარეულო კვლევასთან ერთად, ჩვენ პარალელურად
გამოვიკვლიეთ აგრეთვე მეიარაღე ხეჩატურ ბებუროვის და ოსიფ პოპოვის
წარმომავლობა.
კვლევა გეურქ ელიაროვის წარმომავლობის შესახებ გამოქვეყნდა ტესტირების რეჟიმში
2020 წლის აპრილში ჩემს პერსონალურ ინტერნეტ გვერდზე
www.gotscha.nl. შემდგომში, - ფეისბუკზე
და სამეცნიერო ინტერნეტ-საიტ Academia.edu-ზე. კვლევები
მეიარაღე ხეჩატურ ბებუროვის და ოსიფ პოპოვის წარმომავლობაის შესახებ
გამოქვეყნდა ინტერნეტ სივრცეში 2020 წლის ივნისში1.
გოჩა ლაღიძე
ოსტატი-მესაჭურვლე, მკვლევარი, საქართველოს და ნიდერლანდების სამეფოს მხატვართა
კავშირების წევრი, საქართველოს მხატვართა კავშირის ხალხური რეწვის ოსტატი,
ნიდერლანდების ოქრომჭედლების გილდიის ოსტატი.
მე19 საუკუნის ცნობილი თბილისელი მეიარაღე გიორგი ელიარაშვილის (გეურქ ელიაროვ) გენეოლოგია, (რ.ხუციშვილი, გ.ლაღიძე)
2021 წლის აპრილი - ივნისი - (მიჰყევით ბმულს)
***
თბილისური სატევარი, 2024. ვერცხლი სევადა და ჭრები, ძოწის თვლები. დამასკური ფოლადი ი. ასეევ, ტულა.
გამარჯვებული "საუკეთესო ხელოვნების ნიმუში", თანამედროვე მხატვრული საავტორო იარაღის გამოფენაზე, ქ. ხორკუმი (ნიდერლანდები), 2024 წელი.
***
სტალინგრადის ხმლის რეკონსტრუქცია, 2021-2024
1943 წლის 29 ნოემბერს, თეირანში, რუსეთის საელჩოში, სადაც მოკავშირეთა ლიდერები უინსტონ ჩერჩილი, ფრანკლინ დ. რუზველტი და იოსებ სტალინი მოლაპარაკებებს მართავდნენ (თეირანის კონფერენცია), აღსანიშნავი მოვლენა მოხდა. სპეციალური ცერემონიის დროს ჩერჩილმა სტალინს საზეიმო ვითარებაში ბრწყინვალე საპატიო ხმალი გადასცა, როგორც საჩუქარი მეფე გიორგი VI-ისა და ბრიტანელი ხალხისა იმ საბჭოელებისადმი, რომლებმაც სტალინგრადი უზარმაზარი მსხვერპლის ფასად დაიცვეს ქალაქისთვის ბრძოლაში, რომელიც 1943 წლის აგვისტოდან თებერვლამდე გაგრძელდა. გოჩა ლაღიძემ 2024 წელს დაასრულა ამ განსაკუთრებული ხმლის რეკონსტრუქცია.
ორიგინალის შექმნა
უნიკალური ხმლის სახით ძვირფასი საჩუქრის იდეა მეფე გიორგი VI-სა და პრემიერ მინისტრ ჩერჩილს ეკუთვნის. ამ უკანასკნელს სურდა სტალინისთვის ეჩვენებინა, გერმანიის წინააღმდეგ მოკავშირეთა თანამშრომლობის კონტექსტში, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა დიდი ბრიტანეთი სტალინგრადის ბრძოლას. ხმლის შექმნაში ბევრმა სპეციალისტმა მიიღო მონაწილეობა. დიზაინიდან წარმოებამდე, ყველაზე გამოცდილი ბრიტანელი ხელოსნები ძალიან ინტენსიურად მუშაობდნენ. გამოყენებულია საუკეთესო მასალები. საბოლოო პროდუქტი იყო ორმხრივი, ორლესული გრძელი ხმალი, რომლის საერთო სიგრძე 1.20 მეტრი არის. პირზე ორივე მხარეს არის წარწერა (ერთ მხარეს ინგლისურად და მეორე მხარეს რუსულად), რაც ითარგმნება როგორც: სტალინგრადის ფოლადისგულიან მოქალაქეებს მეფე გიორგი VI-ის საჩუქარი ბრიტანეთის ხალხის პატივისცემის ნიშნად. თავისი ისტორიის გამო, ეს ხმალი ცნობილი გახდა, როგორც სტალინგრადის ხმალი. ორიგინალი ინახება სტალინგრადის ბრძოლის მუზეუმში ვოლგოგრადში (როგორც ქალაქი იწოდება 1961 წლიდან).
გოჩას რეკონსტრუქცია
სტალინგრადის ხმლის განსაკუთრებულმა ისტორიამ შთააგონა ლითონის დამუშავების ოსტატი და ისტორიული იარაღის დარგის სპეციალისტი გოჩა ლაღიძე, რომელიც ამჟამად მუშაობს ნიდერლანდების სამეფოში, შეესრულებინა ამ ხმლის რეკონსტრუქცია. მან ეს 2024 წელს დაასრულა. გოჩამ მასზე დიდი ოსტატობით იმუშავა დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში, შესვენებებით. შედეგი ორიგინალს არ ჩამოუვარდება. მისი ზომები ზუსტად არის დაცული და მაქსიმალურად გამოყენებულია ორიგინალური მასალები. ისევე, როგორც ორიგინალს, რეკონსტრუქციას აქვს 25 სმ სიგრძის მასიური სტერლინგი ვერცხლის ვადაჯვარი, რომლის მოოქრული ბოლოები ლეოპარდის თავის ფორმისაა. სახელური შემკულია 24 კარატი ოქროთი დაფარული მავრთულით და აღჭურვილია ხელით დამუშავებული კვარცის მინერალით, რომლის ზედა მხარეს მოოქრული ვერცხლის ტიუდორების ვარდია ჩახრახნილი. 91 სმ სიგრძის ორლესულ პირს აქვს ლინზის ფორმის განივი კვეთა და ხელით არის გამოჭედილი საიარაღო ფოლადისგან. დასრულების შემდეგ, პირზე გრავირებულია ორიგინალური ტექსტები. ქარქაში დამზადებულია ხისგან, რომელიც დაფარულია სპეციალურად გამოყვანილი საფიანის წითელი ტყავით. ქარქაში მორთულია დიდი ბრიტანეთის სამეფო გერბით, გიორგი VI-ის გვირგვინითა და მონოგრამით, ყველაფერი მოოქრული სტერლინგი ვერცხლისაა. ქარქაში შემკულია ასევე ხუთი ვერცხლის ფართე სალტეებით და ხუთი ვერცხლის ხუთქიმიანი ვარსკვლავით, რომლებშიც ჩასმულია ხელოვნური ლალის ვარსკვლავები. სულ, ხმლისა და ქარქაშისთვის გამოყენებულია 1850 გრამი 925 სინჯის სტერლინგის ვერცხლი, დეტალებს ადევს ოსტატისა და ნიდერლანდების ზარაფხანას დამღები.
რეკონსტრუქციის განხორციელებისას გოჩას ჩართული ჰყავდა სხვადასხვა დარგის სპეციალისტები.
ხმალი ინახება გოჩა ლაღიძის პირად კოლექციაში ნიდერლანდების სამეფოში.
ინფორმაცია სტალინგრადის ხმალი: https://en.wikipedia.org/wiki/Sword_of_Stalingrad
გამარჯვებული "საუკეთესო სტენდი" - ნიდერლანდების იარაღის კოლექციონერთა საზოგადოებს ყოვეწლიური გამოფენა 2024.
***
გამარჯვებული ნომინაციაში "საუკეთესო ტრადიციულ სტილში".Knife Show Tbilisi - 2023 წლის დეკემბერი.
***
***
გოჩა ლაღიძე, 2023 წ., კუნძული ტექსელი. გაერთიანება "საქართველოს ჩოხოსნების" ჯილდო: ჩოხოსანი რაინდის წოდება და რაინდის ჯვარი.
***
თბილისური სატევარი, 2023 წ.. ტარი ძველი სპილოს ძვლის, რკინის დეტალები ღრმა გრავირებით და ოქროს ზარნიშით. დამასკური ფოლადი ი. ასეევ, ტულა.
***
მინიატურები ფოლადში, 2022.
***
პერსონალური გამოფენა მუზეუმ-სასახლე მარკიზენჰოფ-ში, ნიდერლანდები
14/09/2021 - 06/03-2022
***
თბილისური სატევარი, 2023. ვერცხლი სევადით და ჭრებით. დამასკური ფოლადი ი. ასეევ, ტულა.
გამარჯვებული "საუკეთესო ხელოვნების ნიმუში", თანამედროვე მხატვრული საავტორო იარაღის გამოფენაზე, ქ. ხორკუმი (ნიდერლანდები), 2023 წელი.
***
Ключевые слова: Тифлис, булат, Геурк, Грузия, оружейник, Элиаров, Элиарашвили. Eliazarashvili, Eliarov, Eliarashvili
თბილისური სატევარი, 2021.
***
ერეკლე მეფის მეიარაღე ხეჩატურ ბებუროვის გენეოლოგია, (რ.ხუციშვილი)
2021 წლის ივნისი - (ქართულ ენაზე მიჰყევით ბმულს)
Происхождение Хечатура Бебурова, Хечатур Бебуров, Хачатур Бебуров, ხაჩატურ ბებუროვი, ხეჩატური, ხაჩატური
***
გელდერლანდიის ჰერთოგის ხმლის რეკონსტრუქცია, 2021
ეუსებიუსის საზოგადოების (ქ. არნემი, ნიდერლანდები) მიერ შეკვეთილი კარლ ეგმონდის - გელდერლანდის ჰერთოგის და ზუტფენის გრაფის ხმალი (დაახლ. 1515) რეკონსტრუქცია. მადლობა პიტერ ჯონსონს და ზაქრო ნონიკაშვილს ამ პროექტში წვლილისთვის.
***
ზღვის რაინდის მუზარადი და ხმალი, 2022
"ზღვის რაინდის" მუზარადი და ხმალი სასახლე-მუზეუმ მარკზენჰოფ-ის დაკვეთით, ქ. ბერგენ ოპ ზოომ. მადლობა პიტერ ჯონსონს და კო ზუიდვეხ-ს წვლილისთვის ამ პროექტში.
***
ჭიამაია ოქროს ფრთებით, 2022. მოელვარებული ფოლადი, ვერცხლი, მოოქროვება.
***
ვერცხლის ჯვარი ძოწის თვლებით, 2019
***
გულსაკიდი "მინოტავრი" #1, 2019
***
გულსაკიდი "მინოტავრი" #2, 2019
***
თბილისური ხმალი და სატევარი, 2020
ხმალი და ხანჯალი თბილისურ სტილში 2020-21, იდეა, ავტორი და შესრულება - გოჩა ლაღიძის სტუდია. ფოლადი და შემკობა ზაქრო ნინიკაშვილი.
***
ნაპოლეონის ეპოქის ფრანგული ქვემეხი, მასშტაბი 1:6, 2022.
***
ვერცხლის ზარნიშიანი ჭოლაური, 2019
გოჩა ლაღიძის სტუდია, ხმალი "არდოტი", 2018. ზარნიში ოთო ქეშელაშვილი.
***
თბილისური გასახსნელი სატევარი, 2018
ოგოჩა ლაღიძის სტუდია 2019. ოქროს ზარნიში ა.აღდგომელაშვილის.
***
***
ხევსურული ხმალი, 2018
ხევსურული ხმალი, 2018 - დაკვეტა აშშ-დან.
ინტერვიუ ჟურნალ "Eropeanblades" 2017
http://www.europeanblades.com/interview-with-gotscha-lagidse/
***
სტატია ნიდერლანდურ ჟურნალში
***
იმერული კაბიანი ხმალი, 2016
ფოლადის ჭედური ნახევარფაბრიკატი სერგეი ბობკოვ (ტულა) დამასკური ფოლადის დანამზადი, გიოგრი ნონიაშვილი (თბილისი) ზარნიში.
გამარჯვებული ნომინაციაში "საუკეთესო ტრადიციულ სტილში".Knife Show Tbilisi - 2023 წლის დეკემბერი.
***
"მაზარინი" -2015. სიგრძე 110 მმ. მოელვარებული ფოლადი, მოოქრული თითბერი.
***
იმერული სატევარი და ქამარი, 2016 წელი
ტარი კამეჩის რქა, ქარქაში ხის ტყავგადაკრული, დამასკური ფოლადის დანამზადი სერგეი ბობკოვ (ტულა), ოქროს ზარნიში ოთარ ქეშელაშვილი.
***
სატევარი "გურიელი, 2015 წელი
ავტორი ესკიზი და შესრულება "გოჩა ლაღიძის სტუდია", ხანჯლის პირი ლევან ბუკია (თბილისი),ზარნიში ოთარ ქეშელაშვილი (თბილისი).
***
სატევარი "შამილი", 2014
"შამილი" - სატევარი, 2015. სირგძე 45 სმ. დამასკური ფოლადი ხ.ვან პოპელ, ზარნიში ა.აღდგომელაშვილი.
***
***
პირველი პრიზი -გამოფენა ნიდერლანდების კოლექციუმერთა ყოველწლიურ შოუზე, 14 დეკემბერი 2014 წელი.
ჯიურის წევრები: ჟან-პაიულ ლუფფ, იან-პიტ პაიპე, მარსელ მულდერ, პეტერ დე მეესტერ.
***
***
სალტე სატევარი "ლაღი", 2013
2013 წელს ჩემს სახელოსნოში სარესტავრაციოდ მოხვდა აქამდე უცნობი ტიპის ძველი ქართული ხანჯალი - სამოსლის ქვეშ ტყავგადაკრულ ლითონის ქარქაშში წელზე სატარებელი იარაღი. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით მსგავსი ტიპის კავკასიური იარაღი დღემდე არ აიყო დაფიქსირებული არცერთ ცნობილ კოლექციაში. საკმაოდ მოზრდილი (მთლიანი სიგრძე 74 სმ). ტარზე ვერცხლის სადებების დამუშავების სტილი და ორნამენტი მიანიშნებს, რომ ეს იარაღი საქართველოში არის დამზადებული. ეს მოვლენა ეცნობა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს.
ნივთის რესტავრირების დროს დაიბადა იდეა მსგავსი საავტორო ნამუშევარი შექმნისა, რაზედაც მფლობელის ოფიციალური თანხმობა მივიღეთ. ზომა და ფორმები გარკვეულწილად შეიცვალა და გაკეთდა ორიგინალური ესკიზი. შეიცვალა ტარის დიზაინი და მასალა. ესკიზი გაკეთდა ტრადიციული კავკასიური იარაღის სტილის და კანონიკის პატივისცემით და დაცვით. რამდენიმე ექსპერიმენტის, კონსულტაციების და მთლიანი პროექტის ლოგისტიკური ანალიზის შემდეგ გადავწყვიტეთ ხანჯლის პირი საქართველოში დაგვეკვეთა. ჩვენი ესკიზის სრული დაცვით ხანჯლის პირი ბრწყინვალედ შეასრულდა თბილისში მოღვაწე მხატვარ-მეიარაღემ და მჭედელმა ლევან ბუკიამ. ამის შემდეგ ხანჯალის პირს უკვე ნიდერლანდებში გაუკეთდა პოლირება, ტექნიკური მიზეზების გამო მოხდა წვერის მცირე გადაკეთება, გაუკეთდა ტარი და ქარქაში.ჩემს მოღვაწეობაში როგორც მჭედელი მესაჭურვლე აღნიშნული პროექტი შეიძლება შეედაროს ჩემს მიერ "ახალი ამერიკის" აღმოჩენას. მინდა მადლობა მოვუხადო ლევან ბუკიას დაკვეთის შესანიშნავი შესრულებისთვის და პოეტ კობა ჭუმბურიძეს ამ ნამუშევრისადმი მიძღვნილი ლექსისათვის:
სარტყელივით მომისალტე, სამღერელად ანალესი,
ელდასავით საშპუნები, ელვასავით დასაკვესი.
* სამღერელად - მღერება ძველქართულში ასევე ნიშნავს იარაღის ოსტატურად ბზრიალს, ტორღვებას. * საშპუნები - შპუნება იარაღის სწრაფად ამოღებას
***
ძველი იარარების და ხელოვნების ნიმუშების რესტავრაცია მიჰყევით ბმულს
რესტავრატორის მისიაა ხელი შეუწყოს ძვირფასი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, ხელოვნების და სიძველეების აღდგენას.
სამი მცნება არის უმნიშვნელოვანესი პროფესია რესტავრატორისთვის. ესენი არიან: პრევენციული კონსერვირება, კონსერვირება და რესტავრაცია.
პრევენციული კონსერვირება გულისხმობს, რომ მაქსიმალურად ყველა ზომა უნდა იქნას მიღებული ნივთის ოპტიმალურ გარემოში შესანახად. ამ დროს თვითონ ნივთი არ მუშავდება; რესტავრატორი ნივთს უქმნის მხოლოდ შესანახად ოპტიმალურ პირობებს. ამდენად, რესტავრატორი უყურებს: ტემპერატურას, ჰაერის ტენიანობას, სინათლის ინტენსივობას, შეფუთვას. პრევენციულ კონსერვირებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა რაც შეიძლება დიდი ხნით გადადოს ნივთის დაშლა.
კონსერვირების დროს რესტავრატორი ნივთს კონკრეტულად ამუშავებს. ეს ოპერაციები საჭიროა რათა შეაჩეროს ან შეანელოს ნივთის შემდგომი დაშლა/დაზიანება. კონსერვირება გულისხმობს მაგალითად ნივთის გაწმენდას და საპოხი მასალებით დამუშავებას.
რესტავრაციის დროს რესტავრატორი ზრუნავს, რათა ნივთი მაქსიმალურად დააბრუნოს თავდაპირველ ორიგინალურ მდგომარეობაში. მაგალითად, თუ ნივთს აკლია ნაწილი ან დაზიანებულია რესტავრატორს შეუძლია მისი აღდგენა... მიჰყევით ბმულს
***
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ჯანაშიას მუზეუმის იარაღისა და ძვირფასი ლითონების ფონდის თანამშრომელის გიორგი ლაღიძის პრაქტიკა ჰოლანდიაში, 2015 წ.
***
სვანური მშვილდების რეკონსტრუქცია, 2017 წ.
პროექტის კვლევის ავტორი "გოჩა აღიძის სტუდია". შეასრულა იასონ ბევერ-მა (აშშ) სტუდია "გოჩა ლაღიძის დაკვეთით და პატრონტაჟით. მშვილდი მოიხატა გოჩა ლაღიძის მიერ.
Copyricht © National Museum of Georgia
მშვილდი იყო ჩვენი წინაპრების ძალიან მნიშვნელოვანი იარაღი და აღინიშნა მრავალ ძველ და თანამედროვე წყაროებში. მიუხედავად შეზღუდული ხელმისაწვდომი ფაქტობრივი მონაცემებისა და ნაწილობრივ დაუსაბუთებელი ინფორმაციისა საბედნიეროდ დღემდე მოაღწია ქართული შედგენილი მშვილდის რამდენიმე ნიმუშმა. კერძოდ, მე-11 მე-12 საუკუნით? დათარიღებული მშვილდები მესტიის მუზეუმიდან. ეს მშვილდები კლასიფიკაციის მიხედვით რთულ (იგივე რქის) შედგენილ მშვილდებს წარმოადგენენ.
მსოფლიოში ცნობილია 20-ზე მეტი ტრადიციული მშვილდების ოჯახი, მაგრამ არსად იყო აღნიშნული ან განხილული ქართული მშვილდი. ამ ნაშრომის მიზანია მეცნიერებს, მკვლევარებს და უბრალოდ დაინტერესებულებს, აგრეთვე მოსწავლე ახალგაზრდებს გააცნოს ქართული მშვილდის ეს ნიმუშები, რაც აგრეთვე შეავსებს მსოფლიო მშვილდოსნობის კულტურის ისტორიას. მადლობა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, განსაკუთრებით ძვირფასი ლითონებისა და იარაღის ფონდის მთავარ კურატორს მამუკა ქაფინაიძეს, მეიარაღე-რესტავრატორს ამირან ბიჭაშვილს და ასევე ადამიანებს რომლებმაც გარკვეული წვლილი შეიტანეს ამ პროექტში.
***
***
The History of Iron Processing and the Creation of Weapons in Georgia
David Kuparadze, Gotcha Lagidze, Mamuka Kapianidze
ზაქრო ნონიკაშვილის ბულატის დანის (ფრაგმენტი)
***
***
***
სვანური ფარი, 2013. დამზადებულია მესტიის მუზეუმში დაცული ნიმუშის მიხედვით. მასალა: ფოლადი, ტყავი.
სვანური ფარი - მართლაც უნიკალური ნივთი
საქართველოს სამუზეუმო სივრციდან. 2013 წელს ჩემს მიერ ჩატარდა ფოტომასალის ანალიზი
და კვლევა, შემდგომში მოხდა მისი რეკონსტრუქცია, თუმცა იშვიათი გამონაკლისების
გარდა ზუსტი ასლების გაკეთებას ვერიდები, და არც ესაა ასლი. მთავარი ზომები და
სიმრუდის ფორმა დაცულია, მაგრამ მაგალითად სხივების რაოდენობა შეიცვალა, აგრეთვე
საბღუჯების კონსტრუქცია
დედანისგან განსხვავდება.
საქართველოს
მუზეუმების კოლექციებში ამ ტიპის 2 ფარია ცნობილი: მესტიის მუზეუმიდან და ჯანაშიას
მუზეუმიდან, ვფიქრობ ეს ქმნის ფარის ცალკე ოჯახს,
რადგან პრინციპული კონსტრუქცია ორივე
ფარისა ერთიდაიგივეა.
ეს ფარები აგრეთვე იმითაა უნიკალური,
რომ მოხმარების ორმაგი ფუნქცია აქვს: საბღუჯით -
ხელით სახმარი და მკერდზე სატარებელი.
საბღუჯის გარდა ფარს გარშემო აქვს 8 სამაგრი თასმებისთვის: ზედა ორი - კისერზე
საკიდი, მარჯვენა და მარცხენა 2x2 - საიღლიოები, ქვედა 2 -წელის ქამარი. ამითვე
აიხსნება ფარი რომ გადრეკილია და არა სწორი, რადგან ესე პირდაპირ "ჯდება" მკერდზე.
ეს დამატებითი 8 სამაგრი ორივე ფარზე იდენტურია.
მსგავსი კონსტრუქციის მშვილდი (6 გოზა) და სხივებიანი ფარი სხვაგან არსად მინახავს,
ვფიქრობ ბიზანტიური გავლენაა. მართლაც კარგი იქნება ამ ნივთების ლაბორატორიული
კვლევა, დათარიღება. აგრეთვე საინტერესოა ჯანაშიას მუზეუმში დაცული დაახლოებით
იგივე ზომის და ფორმის ჯვრებიანი ფარი, ეს "სვანურ ფარზე" ოდნავ დიდია. ეს ფარი
გეგმაში მაქვს აგრეთვე სარეალიზაციოდ.
***
თბილისური ხმალი, 2012
თბილისური ხმალი, 2012. პირი 19 საუკუნის აული ამუზგა, ზარნიში გიორგი ნონიაშვილი, თბილისი. (ვრცლად)
***
ბაგრატიონების გორდა ხმალი (ფოტოზე შუაში)
ეროვნულ მუზეუმში დაცული ბაგრატიონების გორდა ხმლის მიხედვით, 2013 წელი. ფოლადი ი. სარქისიანი, ზარნიში ა.არდგომელაშვილი.
ბაგრატიონების გორდა ხმლისა
ჩემი შუფრა და
შაშარი, ნიღრი, ლალი და ვადაო,
იბერიის ჭირისმსურველს ეზმანება ავადაო.
მოდით სანახავადაო, რა გამკვერეს ამისთანა,
რომ ძარღვებში აჩუხჩუხდეს ლეკური და განდაგანა
გორდა ხმალი, ჩემი დარი, ცისქვეშეთში არის განა?
კოხტაურად სატორღვები ღვთითკურთხეულ გვარისგანა.
კოხტაურად აქვს ნახმარი ფარსადან
გორგიჯანისძეს, როცა იგი აღწერს სიმონ მეფის ომში შესვლას -
მისებურად,
კოხტაურადო.
ტორღვება იარაღის ოსტატური
ტრიალია, იგივე -
ქიჩილობია,
ქიჩილორია. ადრე მღერა
ერქვა. კობა
ჭუმბრურიძე, 2011
წელი.
***
სევადიანი ჭოლაური 2012 (ვრცლად)
გოჩა ლაღიძის სევადიანი ხმლისა
რკინის მარჯვენმა გამაწრთო, ვერცხლისამ მასევადაო,
ოსტატმა შუფრა ამიწყო მტარვალთა მოსრევადაო,
მამულის მოდარაჯე ვარ, მომხდურთა ზაფრა-მერეხი,
ქარქაშ-აშურმით შემამკეთ, ჯვარიც დამწერეთ, მერე კი
დავლურში გავედევნები ალგეთს დაზრდილსა მგლებსაო,
დავენათები მტრებსაო, დავაკვნეტ ჯაჭვის თვლებსაო.
შუფრა არის ხმლის გალესილი პირი, მერეხი არის თავსხმა, აშურმა არის ხმლის დასაკიდი თასმა, იგივე ყაწიმი. კობა ჭუმბურიძე, 2012
პროექტის ავტორი "გოცა ლაღიძის სტუდია", ხმლის ვერცხლით შემკობა ძმები პეტროსიანები, თბილისი.
***
კავკასიური ზარნიშის ვორქშოფები ნიდერლანდებში (დააწკაპუნე ფოტოზე)
***
"Prix autour du Couteau" - "Salon International de la Coutellerie dArt et de Collection" (SICAC) in Parijs - Prins Mauritsharnas
***
ოქროზარნიშიანი ჭოლაური, 2011-2012 (ვრცლად)
"თუ ერეკლეს ხმალი ნახევარი ირანი ღირდა, ეგ მართალს გეტყვი ბევრად აღემატება ყელაფრით. ქუდის მოხდისა და მარჯვენაზე კოცნას იმსახურებთ. სიტყვები არ მყოფნის. დაამშვენებდა ნებისმიერ მუზეუმს, პირველ რიგში ქართულს!" ზ. ნ.
წარწერა გოჩას ჭოლაურზე,
პოეტი კობა ჭუმბურიძე
მე ვარ ხრმალი, ჭოლაური, მცველი იმერ-ამერისა,
ძარღვი მომდევს ხალიბური რკინის, პირველნაკვერისა.
მტერი კაფე, მალაპლაპე, ჯავრი ნუ გაქვს შამოკვრისა,
მე რად მინდა სამარქაფე, ნაფერი ვარ ჯადოქრისა.
შემამკობიც დამილოცე მოლიცლიცე ფიალითა
მემრე კვალში ჩამიდექი, გაგიძღვები წკრიალითა.
"ჭოლაური, რაიც ერქვა ცხენოსნის უვადაჯვრო ხმალს დასავლეთში. წყარო პირადად არ მინახავს, მაგრამ მსმენია, რომ კაზაკური ცხენდაცხენ ჩეხვა სწორედ მეგრული მორქიადანაა ნასესხები." კობა ჭუმბურიძე
პროექტის ავტორი, შესრულება "გოჩა ლაღიძის სტუდია", ფოლადი 65გ, ზარნიში ა. აღდგომელაშვილი.
***
გიორგი სააკაძის ხმალი (განმეორებით), 2014 წელი - ავტორისეული ინტერპრეტაცია
გოჩა ლაღიძის სტუდია, გიორგი სააკაძის ხმალი, მე-16-17 საუკუნის ნიმუშების მიხედვით (ინტერპრეტაცია), ფოლადი ი.სარქისიანი, ზარნიში ა.აღდგომელაშვილი.
***
"Coup de Couer Wootz" - BKS 2011 - Belgian knife Society - Dolk "Prins"
***
გიორგი სააკაძის ხმალი, 2011 წელი (ვრცლად)
გიორგი სააკაძის ხმალი (ინტერპრეტაცია), 2011 წელი - მე-16 საუკუნის ირანული ნიმუშის მიხედვით
ავტორისეული ინტერპრეტაცია
პროექტში ვითანამშრომლე იური სარქისიანი (პეტერბურგი) დამასკური ფოლადის დანამზადი, გელა ხუციშვილი (რუსთავი) გრავირება და ალექსანდრე აღდგომელაშვილი (თბილისი) ზარნიში.
***
"Best of Show" - Dutch Knife Exhibition 2011 - Dolk "Prins"
ხანჯალი "თავადი ", 2011 წელი
2009 წელს ვიმყოფებოდი თბილისში და ვმონაწილეოობდი ჯგუფურ გამოფენაში თბილისის მუზეუმში (ქარვასლა). საქართველოში ვიზიტის დროს ჩემმა მეგობარმა გამაცნო ქართველი მხატვარი და მინანქრის დიდოსტატი ირაკლი მეგრელიშვილი. ირაკლისთან ვიზიტი და მისი შემოქმედების გაცნობა იმდენად შთამბეჭდავი იყო მალევე გამიჩნდა იდეა მასთან თანამშრომლობით შესრულებულიყო ტრადიციული ფორმის სატევარი, მხოლოდ მინანქით გაფორმებული და დეკორირებული. ეს იდეა ირაკლის გავუზიარე და იგი უყოყმანდ დამთანმდა, გავთვალეთ და დავგეგმეთ პრექტი და დავითვალეთ პროექტის ბიუჯეტი. ესკიზის შექმნა კარგა ხანს მიმდინარეობდა. თავთაპირველი მონახაზები არ ჯდებოდა ჩემს იდეის ჩარჩოებში, მაგრამ საბოლოოდ ერტობლივი ძალისხმევით შევჯერდით და საბოლოო ესკიზიც დავამტკიცეთ.
ირაკლი 9 თვე მუშაობდა ამ ნამუშევარის შექმნაზე და საოცრად ლამაზი ნივთი შეიქმნა. ამ სატევარს მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე გამოფენაში და გამოქვეყნებულია ჟურნალებში საფრანგეთში და ნიდერლანდებში. დიდი მადლობა ირაკლი თანამშრომლობისთვის.
***
***
სიმპოზიუმი "ქართული ბულატი" - ბელგია, ქ. ანტვერპენი, 2010 წელი
***
მეფე ერეკლეს ხმალი, 2009 წელი (ვრცლად)
თუ გიფიქრიათ, რა მოხდებოდა, ერთხელაც, რომელსამე ფიცხელ ბრძოლაში რომ ემტყუნებინა პატარა კახისთვინ იმ თავის ხმალსა
ახლა მითხარით, რაა მისი ფასი საქართველოსთვის.
ჰოდა, ლექსად მოფერების ღირსი არ არის განა?
აი, ასე:
მადლიანი ხელით ნაჭედს, ერთიბღუჯა რკინის ნაჭერს, გაკვერილსა, გაფერილსა, მკვესარსა და მოხაჩხაჩეს, კოხტა კოტაც მოურგია, არც მუქარა ისაკლისა მე ვარ ავი მუსაიფი კახთ ბატონის ირაკლისა!
(ვრცლად)
***
პროექტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, 2009 წლის სექტემბერი
ვორქშოფები ისტორიული იარაღის რესტავრაცია და კონსერვირება. განხორციელდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის იარაღის ფონდებიდან 11 ნივთის რესტავრაცია და კონსერვირება. პროექტი "კვალიფიცირებული თანამემამულეების დროებით სამშობლოში დაბრუნება" დაფინანსდა ჰოლანდიის მთავრობის მიერ და განხორციელდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით. (ვრცლად)
sazogadoebrivi mauwyebloba, 3 noemberi 2009., "legendidan mosuli raindi"
"Sertificate who has participated as a resource person in the area of capacity bulding and temporarily returned to Georgia" - IOM International Organization for Migration
***
დასავლეთ ევროპული არბალეტი - 18 საუკუნის ნიმუშების მიხედვით, 2008 წელი
***
"როკეტერის" ჩაფხუტი - 2008 წელი
***
გოთური აბჯარი, 2007-2008 წელი
გვიანდელი გოთური აბჯარი, შესრულებულია მუზეუმ "დონ კიხოტის" დაკვეთით (ბელგია), მე15 საუკუნის ნიმუშების მიხედვით, პროექტი გაგრძელდა ერთი წელი.
***
ფესტივალი "ჩვენებურები" 24.12.2007-06.01.2008
მიღებაზე საპატრიარქოში
მიღებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროში
7-12-2007, თბილისის ისტორიის მუზეუმში, გამოფენის გახსნა.
"გოჩა! სღფრთოვანებული ვარ შენი შემოქმედებით! ღმერთი ფარავდეს შენს ოჯახს, შენს შემოქმედებას. საქართველოს გენი ჩაქსოვილია შენს შემოქმედებაში. შენ ძეგლი დაუდგი ქართულ ხელოვნებასსაზღცარგარეთ!". თეთნულდი გონიტაშვილი, 2008 წელი
***
"სოფია", 2007 წელი, ფოლადი, ვერცხლი 8X8სმ
***
საქართველოს შესახებ პრეზენტაცია
2008 წელს პერსუნალური მიწვევით გოჩას გამოფენა ქ. ჰამბურგში ბუნდესვერის უმაღლეს სამხედრო აკადემიაში, საქართველოზე პრეზენტაციის დროს. პრეზენტაცია აკადემიის სტუდენტმა ვიცე-პოლკოვნიკმა ზაზა გოლოძემ წარმოადგინა.
***
სატურნირო "ზუჩი"
2007 წელი, რაინდის სატურნირო მუზარადი, მე-18 საუკუნის ნიმუშის მიხედვით. დამზადებულია 3 მმ სისქის მაღალ ნახშირბადული ფურცლოვანი ფოლადისგან, იქონის 7300 გრამს. კერძო კოლექცია, შვეიცარია.
***
ლექციები ქ. ანტვერპენის ნატიფი ხელოვნების აკადემიაში
2006 წელი, სტუმარი-პროფესორი ქ. ანტვერპენის ნატიფი ხელოვნების აკადემია, აუდიო-ვიზუალური და სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ლითონის რესტავრაციის დეპარტამენტი.
***
ბავშვის აბჯარი
Photo © Legermuseum
12 წლის პრიც მაურიც ორანელ-ნასაუს აბჯარი, მისი 1578 წლით დათარიღებული პორტრეტის მიხედვით, ნიდერლანდების სამეფოს საარმიო მუზეუმის დაკვეთა, 2006 წელი.
Photo © Legermuseum
პრინცესა მაქსიმა გამოფენას ხსნის - "მაურიცი და ორანელების საიდუმლო", საარმიო მუზეუმი, 15 მარტი 2007 წელი.
***
ქართული დიასპორის საზეიმო შეხვედრა ამსტერდამში, 2007 წელი
14 იანვარი 2007 წელი, ქ. ამსტერდამი. გამოფენა და დია-პრეზენტაცია დიასპორის დღეს. შეხვედრის თემა: "სრულიად ქართველთა შეხვედრის დღე".
***
"მეტამორფოზი"
ეს ნამუშევარი შეიძინა გერმანელმა ხელოვანმა, ქ. კიოლნის უნივერსტეტის პროფესორმა, რომელმაც შეასრულა მისი ორიგინალური მხატვრული ინტერპრეტაცია.
იხილეთ: Photo Dravings - Lars Schubring
***
საქართველოს დღე, 2005 წელი - ბაგრატიონის საზოგადოება
პრეზენტაცია ქ. ამსტერდამში, ბაგრატიონის საზოგადოების მიერ ორგანიზებულ "საქართველოს დღე 2005" -ის დროს
***
ლამპიონი "ლუდოვიკო XIV" - 2005 წელი.
პრეზენტირებულია მე-17 საუკუნის ძველი მერიის შენობის ფასადზე, ქ. ჰერტრუდენბერგი, ნიდერლანდები.
***
ლამპიონი "სანდრა" - 2005 წელი.
***
ICOMAM სიმპოზიუმი, 2004 წელი
***
გამოფენა მუზეუმ "Altes Zoighaus Solothurn" -Si, Sveicaria, 2004 weli. "ისტორიული საბრძოლო აღკაზმულობების" მკვლევარ მეცნიერთა საზოგადოების სიმპოზიუმის დროს - des Gesellschaft fόr Historische Waffen- und Kostόmkunde.
*** გოთური საჭურველი, 2003-2004 წელი
მეთხუთმეტე საუკუნის ნიდერლანდების გმირის იან ვან შხაფელარის საჭურველი. შესრულდა ქალაქ ბარნაველდის "ნაირაკ" მუზეუმის დაკვეთით, პრეზენტირებულია ამავე მუზეუმში.
*** მხედრის საჭურველი, 2000-2004 წელი
ქ. ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმში დაცული 1590 წლით დათარიღებული პინცი მორიც ორანელის - ნასაუს გრაფის საჭურველი, შესრულებულია განმეორებით. *** ჰოლანდიელი შუბოსნის საჭურველი, 2003 წელი შესრულებულია ნიდერლანდების სამეფოს საარმიო მუზეუმის დაკვეთით 17 საუკუნის იკონოგრაფიული ნიმუშების მიხედვით. დაცულია ამავე მუზეუმში. *** სალტეებიანი მუზარადი "spangenhelm", 2003 წელი მოოქრული მუზარადი, ქ. ბონის (გერმანია) ისტორიის მუზეუმში დაცული მე-6 საუკუნის ნიმუშის მიხედვით. დამზადებულია 3 მმ სისქის ფურცლოვანი ფოლადისგა, სალტეები ბრინჯაოსია. დაცულია შვეიცარიის საარმიო მუზეუმის პრეზიდენტ ბ-ნ ბრუნო მაურერის პირად კოლექციაში. *** "ინგლისური ტიპის" მუზარადი, 2003 წელი
ეგრედ წოდებული "ქვაბისებური მუზარადი", "uissoni"- ს კოლექციაში (საფრანგეთი) დაცული მე-13 საუკუნის ნიმუშის მიხედვით. დამზადებულია 3 მმ სისქის ფურცლოვან ი ფოლადისგან, იქონის 5,5 კილოს. დაცულია შვეიცარიის საარმიო მუზეუმის პრეზიდენტ ბ-ნ ბრუნო მაურერის პირად კოლექციაში. ****** "ფარეშიანი ჯაჭვის" ნაირსახეობა, 2010 წელი
*** მინიატურა
მინიატურული აბჯარი, მასშტაბით 1:4, 1999 წელი. ქ. ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმში დაცული 1590 წლით დათარიღებული პინცი მორიც ორანელის - ნასაუს გრაფის საჭურველი. სიმაღლე 45 სმ. შედგება 177 ფოლადის გამოჭედილი ფირფიტისგან, რომლებიც ზუსტადაა ერთმანეთთან მორგებული და დაკავშირებულია 700 მდე სხვადასხვა ზომის მოოქრული დეტალით (შდა მხრიდან ტყავის თასმებით)., როგორც ჩვეულებრივი ზომის აბჯარში. მასალა: ფოლადი, ოქრო, ვერცხლი, კაკლის ხე, ტყავი. 2 გრავირებული მონოგრამით. ფიგურა გამოძერწილია და ჩამოსხმულია 925 სინჯის ვერცხლისგან საერთო წონით 4,5 კგ. ნამუშევარს მიჭებული აქვს რამდენიმე ჯილდო. *** პრინცი მაურიც ორნალეის - ნასაუს გრაფის საჭურველი. ქ. ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმში დაცული 1590 წლით დათარიღებული პინცი მორიც ორანელის - ნასაუს გრაფის საჭურველი. შესრულებულია ნიდერლანდების სამეფოს სამხედრო მუზეუმის დაკვეთით.
*** ლუარსაბ მეფის ფარი და მუზარადი, 1997 წელი
აკად. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში დაცული ნიმუშების მიხედვით - ინტერპრეტირება. მსგავსი საჭურველი საქართველოში ხმარებაში იყო 16-19 საუკუნეებში, ამ პერიოდში ირან - ოსმალეთის ლაშქრობებმა გარკვეული ზეგავლენა იქონია იარაღის მოდაზე საქართველოში. *** ხევსურული ხმალი, 1995 წელი
*** თორღვას აბჯარი, 1995 წ. შედგება: ჩაჩქანი, ჯაჭვის პერანგი, დაშნა / ხმალი, ფარი, სამკლავეები, საფუხრეები და სამხარიღლიო.
უბის ფარი, 2006 წელი.
*** მგელიკას აბჯარი, 1987 წ.
შესრულებულია საქართველოს მუზეუმებში დაცული ნიმუშების მიხედვით. *** გოჩა ლაღიძე, ხევსურული სალტეებიანი ფარი 1986 წელი, შოთა ჭინჭარაულის კოლექცია, შატილი, ხევსურეთი. |