ჯაჭვის პერანგი

Mail coat of steel

ლეგენდა თორღვას ჟაჭვის პერანგზე
თორღვას ხსენებისას თვალწინ წარმომიდგება მუცოში, ფრიალო კლდეზე განცალკევებით მდგარი თორღვას ციხე, რომლამდეც მისასვლელი ბილიკი არ არსებობს. ამბობენ, თორღვას იმხელა ლაშქარი ჰყავდა, რომ ციხის ასაგებად ქვები ანატორიდან მუცომდე (დაახლ. 7-8 კმ.) ხელიდან ხელში გადაცემით მიუტანიათ. ეს ციხე კიდევ იმითაც არის განსაკუთრებული რომ ის ერთადერთი ქონგურებიანი კოშკია პირიქითა ხევსურეთში.
თორღვას ჟაჭვის პერანგი ჰქონია, რომელიც იქ იკუმშებოდა, სადაც ბრძოლის დროს ტყვია ან ისარი უნდა მოხვედროდა.. ამ პერანგს ქაჯეთში შვიდ წელიწადს ქსოვდნენ თორღვასთვის და მისთვის იგი ძმობილ ქაჯს უჩუქებია. ბრძოლის შემდეგ ჯაჭვის კალთებს რომ ჩამოიბერტყავდა, ერთი ფუთი ტყვია სცვიოდა თურმე. პერანგს რომ გაიხდიდა, პალოზე აბამდა და შვიდპირ დარაჯს უყენებდა, რომ არ გაქცეოდა. ერთხელაც თუშეთში წასულს ბანაობა მონდომებია (დღემდეა მთა-თუშეთში ,,თორღვას აბანო”), ჯაჭვი გაიხადა, მაგრამ არც დააბა, არც ყარაული მიუჩინა. ჯაჭვი გაცურებულა და ყინულის ნაპრალში გაუჩინარებულა:
,,ჯაჭვი რა უყავ თორღვაო,
ძმობილის ნაჩუქარია,
იელოვანზე გავწირე
გაქანდა, როგორც წყალია,
გაუდეგ, ვერ დავეწიე
ყორანს ეფარა მხარია”.


წინა I საჭურველი I შემდეგი