"გოჩა ლაღიძემ თავისი საქმე და სიყვარული მიუძღვნა დიდად საჭირო და ძალიან საინტერესო საქმეს – ძველი ქართული იარაღის, საომარი აღჭურვილობის ხელახალ აღორძინებას. ამ საქმით იგი საზრდოობს სულიერად და არსებობს ფიზიკურად, რაც თავისთავად მოითხოვს რისკსა და დათმობას, როგორც გოჩასაგან, ასევე გოჩასთვის. ის ძალიან კარგად ერკვევა საქართველოს ისტორიის სხვადასხვა საუკუნეების საომარი იარაღის დამზადების წესებსა და ფოლადის სიმტკიცის აუცილებლობაში. მას დიდი პასუხისმგებლობითა და გულმოდგინებით შეუძლია თითოეული დეტალის დამუშავება – დახვეწა. არასოდეს დაუშვებს, რომ მისი ნახელავი თავისთვის არ იყოს მოსაწონი. მის გარეშე ის ვერ გაძლებს, იმდენ ხანს უტრიალებს, იმდენად იხარჯება ჯაჭვის პერანგის, ფარისა თუ ხმლის ბოლომდე მიყვანა – სრულყოფისათვის, არ შეისვენებს, სანამ მისთვის აუცილებელ სიტკბოს არ მიიღებს თავისივე მარჯვენიდან. მას აქვს უნარი იმისა, რომ სრულფასოვან პროპორციებში გამოჭედოს ხმალი ან ხანჯალი, რომლებიც ადამიანებისთვის მოსახდენი იქნება.
პირველ რიგში გოჩა ცდილობს არ დაუკარგოს ქართულ იარაღს დამახასიათებელი და ტრადიციული ნიშანი, ამასთანავე ცდილობს ისინი თავისი ახლებური დეტალებითაც გაამდიდროს. მას ბევრჯერ უთქვამს, ჯაჭვის პერანგი, რომელიც საშუალოდ 30000 რგოლისგან შედგება, ერთი რგოლიც თუ გამოდგა ცუდი ხარისხის, “მთელი პერანგი არ ვარგაო”. მე არ მინახავს მის მიერ სამი ერთნაირად გამოჭედილი ფარი, სამივე სხვადასხვა იყო.
გოჩას საქმეში ჩაღრმავება მოიცავს ქანდაკებასთან მიდგომის წესებს, სიმრგვალეებთან, წრიულობასთან, რელიეფურობასთან, ფორმის დეტალების სიბრტყობრივ შერწყმასთან, მთლიანობასთან. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში არსებობს სპეციფიკური დარგი – ლითონის მხატვრული დამუშავება, რომელიც აღნიშნულ საქმიანობასთან პირად კავშირშია. და ბოლოს, ის სიხალისე, აღტაცება, ტკბობა ხომ შემოქმედებითი მოვლენებია, რომელიც მუდმივ უწყვეტ ენერგიასა და სიყვარულს მოითხოვს."
 

მხატვ.პროფ. ნიკო ხერკელაძე
თბილისი, 4 იანვარი 2005 წელი.

C a

გოჩა დაიბადა თბილისში, 1965 წელს. #1Nექსპერიმენტულ საშუალო სკოლაში სწავლის დროს(1971-1979) იგი ამჟღავნებს მიდრეკილებას ფიზიკა- მათემათიკისადმი და თავისებურ ნიჭს მხატვრობისადმი. მშობლების ინიციატივით, 1979 წლიდან, გოჩა სწავლას განაგრძობს თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში. მის საუკეთესო აღმზრდელ პედაგოგთა შორის აღსანიშნავია საქართველოს ისტორიის მასწავლებელი ჯუანშერ ჯურხაძე. ისტორიის მასწავლებელი გოჩასთვის სამაგალითო პიროვნება შეიქმნა. მან გააღრმავა გოჩას ინტერესი საქართველოს ისტორიისადმი და დააინტერესა ქართველი რაინდების გმირული ცხოვრება-მოღვაწეობით და მათი საბრძოლო აღჭურვილობის ნიმუშებით, რომლის შესანიშნავი კოლექციასაც გოჩამ 14 წლის ასაკში მის ოჯახში ნახა. ეს იყო მნიშვნელოვანი მომენტი, რადგან საუცხოო ქართულმა საჭურველმა უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა და გადააწყვეტინა თავისი ხელით მუზარადი დაემზადებინა. გოჩა წარმატებით აღწევს მიზანს და ასე იბადება მისი პირველი ნამუშევარი, ე.წ. "გუდამაყრული ჩაბალახი". შედეგით მოხიბლულმა მასწავლებელმა გოჩას, წახალისების მიზნით, თავისივე ნახელავი ფარი აჩუქა.

1982 წლიდან გოჩა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის, ავტომატიკა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის სტუდენტია, სადაც იგი ხვდება თავის მომავალ მეუღლეს. 1989 წელს იცავეს დიპლომს, კვალიფიკაციით _ელექტროობის ინჟინერი. ინსტიტუტში სწავლის დროს იგი სერიოზულად არის დაინტერესებული ქართული საჭურველით, ინტენსიურად სწავლობს ისტორიული საბრძოლო აღკაზმულობების ნიმუშებს. 1985 წლიდან აკად. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხშირი სტუმარია. კვლევაში მას განსაკუთრებულ დახმარებას უწევენ მუზეუმის ფონდის თანამშრომლები და ქართულ იარაღზე სამეცნიერო ნაშრომების ავტორები ბატონები, კოტე ჩოლოყაშვილი და გურამ შოშიტაშვილი. პერიოდში, 1985-1989, ქმნის მნიშვნელოვან ისტორიულ და მხატვრულ ნამუშევარს - მთლიანად აღდგენს ხევსურულ აბჯარს (ჩაჩქანი, ჯაჭვის პერანგი, სამკლავეები, საფუხრეები, სამხარიღლიო, ფარი და ხმალი). საქართველოს ტელეფილმის და რესპუბლიკის სახალხო მხატვრის ბატონი გურამ გაბაშვილის ინიციატივით, 1988 წელს, შეიქმნა და გადაიცა ფილმი "ჯაჭვის პერანგი", სადაც მისი ნამუშევრები საზოგადოებას გააცნეს სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომელმა პროფ. კოტე ჩოლოყაშვილმა, მხატვარმა გურამ გაბაშვილმა და შოთა რუსთაველის აკადემიური თეატრის კარიბჭის აღდგენითი სამუშაოების ხელმძღვანელმა, მხატვარმა თემურ სულხანიშვილმა. 1988 წელს გოჩას საქართველოს მხატვართა კავშირის ხალხური ოსტატის წოდება ენიჭება. ამავე წელს, რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მიერ, ნამუშევრები იგზავნება ავსტრიის ქალაქ ტიროლის მერიაში ორგანიზირებულ სამხატვრო გამოფენაზე. ამ პერიოდში გოჩას მისწრაფებები და უდიდესი სუვილია გამოჭედოს ქართული ჯავარდენი და შუა საუკუნეების ევროპელი რაინდის ჟავშანი.

1987-1989 წლებში გოჩა მუშაობას იწყებს თბილისის სამხატვრო-საწარმოო კომბინატში, ამასთან უწევს ასისტირებას მხატვარ თემურ სულხანიშვილს. ამავე წლებში ასრულებს მხატვარ ზურაბ წერეთელის პირადი დაკვეთით რამოდენიმე მხატვრულ-მონუმენტალურ ნამუშევარს. 1989 წელს მისი ნამუშევრები სელექცირებულია თბილისის მხატვართა სახლში მოწყობილ რესპუბლიკური გამოფენისთვის. ამ გამოფენაზე მონაწილეობის დროს გოჩა მიწვევას ღებულობს აკად. ა. ჩიტაიას სახელობის არქიტექტურისა და ყოფის სახელმწიფო ეთნოგრაფიული მუზეუმიდან, სადაც 1991 წლამდე მუშაობს. 1994 წლიდან გოჩა ოჯახით ცხოვრობს ნიდერლანდების სამეფოში.

გოჩა ლაღიძეს ხვადასხვა წლებში, შესრულებული აქვს სერია მხატვრული ნამუშევრებისა. იგი რეგულარულად მონაწილეობს სამხატვრო გამოფენა-დათვარიელებებში და მუშაობს რესტავრაცია-კონსერვაციის განხრით. ნამუშევრები, მათ შორის: ‘პრინცი მორიც ორანიეს–ნასსაუს გრაფის სამხედრო აღჭურვილობა’, ‘ნიდერლანდელი შუბოსნის საჭურველი’, ნიდერლანდების ეროვნული გმირის – ‘იან ვან შხაფელარის სკულპტურული სახე’, ნიდერლანდების კულტურის სამინისტროს საგანგებო დასკვნით ჩაითვალა, როგორც განსაკუთრებული წვლილის შეტანა ნიდერლანდების კულტურაში და ნამუშევრები შეფასდა, როგორც კულტურული ფასეულობა; ეს ობიექტები დაცულია ნიდერლანდების სახელმწიფო კოლექციაში.

მაურიც ვან ნასსაუს საჭურველი 1999 წელს, ლუქსემბურგში ჩატარებულ საერთაშორისო კონკურს-გამოფენაზე აღინიშნა პირველი პრიზით. იგივე ნამუშევარი 2011 წელს დაჯილდოვდა მთავარი პრიზით პარიზში ყოველწლიურ მხატვარ მესაჭურვლეთა გამოფენაზე. იგივე ნამუშევარი აღინიშნა მთავარი პრიზით მიდერლანდებში საჭურველის კოლექციონერების საზოგადოების გამოფენა კონკურსში 2014 წელს.

1998-2000 წლებში გოჩა არის ქ.ვეხელის(ნიდერლანდები) პეტერ ბრიუხელის სახ. სამხატვრო ინსტიტუტის დოცენტი სპეციალობით ქანდაკება ლითონში და ლითონის მხატვრული დამუშავება. 2001-2002 წლებში კითხულობს ლექციებს და ატარებს პრაქტიკის გაკვეთილებს ნიდერლანდების კოლექციების ინსტიტუტში, ქ.ამსტერდამი (ნიდერლანდების სამეფოს განათლების, კულტურისა და მეცნიერების სამინისტროს დაწესებულება, ამჯამად ამსტერდამის უნივერსიტეტის ფაკულტეტი), სპეციალობით ისტორიული ლითონის დამუშავება. 2006-2007 წლებში არის მიწვეული პროფესორი . ანტვერპენის ნატიფი ხელოვნების აკადემიაში, აუდიო-ვიზუალური და სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ლითონის რესტავრაციის დეპარტამენტი, სპეციალობა: ლითონის მხატვრული დამუშავება.

ნიდერლანდებში და ევროპის სხვადასხხვა ქვეყნებში მონაწილეობა აქვს მიღებული ათეულობით შოუსა და გამოფენებში, ატარებს ვორქშოფებ. მუშაობს როგორც შემოქმედებითათ ასევე კულტურული ფასეულობების რესტავრაციისა და კონსერვაციის განხრით. მას 5 ჯერ ზედიზედ აქვს მოგებული გრანპრი „საუკეთესო ნამუშევარი“ ნიდერლანდებში ყოველწლიურ პრესტჟულ მხატვარ მესაჭურვლეთა საერთაშორისო შოუზე -  გამოფენა კონკურსში (2011-2015 წლები).

1998 წელს გოჩა ხვდება იუნესკოს წევრს, პროფესორ ალფრედ ჰაბერმანს, რომელსაც ევროპაში უწოდებენ ჩვენი გენერაციის ხელოვან მჭედელთა "პატრიარქს". მან გოჩას ნამუშევრების დათვარიელების შემდეგ აღნიშნა მისი კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა და პროფესიული გამოცდილების გასაზიარებლად მიიწვია ქ. ვენეციის ძეგლთა დაცვისა და რესტავრაციის იუნესკოს ცენტრში. 1998 წელს გოჩა მიწვეულია საერთაშორისო გამოფენაზე იერუსალიმში.

მიღებული ქვს ოქროს თასი (გრანპრი) ბელგიაში მხატვარ-მესაჭურვლეთა გამოფენა კონკურსში 2011 წელს.

2010 წელს მისი ინოიციატივით და ორგანიზაციით ქ. ანტვერპენში დიდი წარმატებით ჩატარდა ქართული ფოლადის (ბულატის) ვორქშოფები, რამაც ქართულ ბულატის ფოლადს საერთაშორისო აღიარება მოუპოვა. ამ ვორქშოფებთან დაკავშირებით მას მოწვეული ჰყავდა სპეციალისტი საქართველოდან.

2012 წელს მისი ინიციატივით და ორგანიზაციით ნიდერლანდებში დიდი წამატებით ჩატარდა ქართული ოქროთი თეგვის (ზარნიშის) ვორქშოფები, რამაც ქართული ოქროთი თეგვის ტექნოლოგიებს სახელი გაუთქვა. ამ ვორქშოფებთან დაკავშირებით მას მოწვეული ჰყავდა სპეციალისტი საქართველოდან პირადი ხარჯებით.

გოჩას ნიდერლანდებში ცხოვრების განმავლობაში მუდმივად აქვს კონტაქტი საქართველოში კოლეგებთან და საქართველოს ეროვნულ მუზეუმებთან. მას მონაწილეობა აქვს მიღებული 2008 წელს ფესტივალ „ჩვენებურებში“ - ჰქონდა გამოფენა თბილისის მუზეუმში - ქარვასლა. ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით მან შეასრულა ერეკლე მეორის ხმლის საავტორო ასლი 2009-2010 წლებში.

2009 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ მიწვეული იყო და მუშაობდა მუზეუმში ერთი თვის მანძილზე - ჩაატარა ვორქშოფები ფონდებში დაცული ნივთების რესტავრაცია და კონსერვირება. განხორციელდა მუზეუმის იარაღის ფონდებიდან 11 ნივთის რესტავრაცი, მათ შორის თამარ მეფისეული ზარდახშა. ეს პროექტი "კვალიფიცირებული თანამემამულეების დროებით სამშობლოში დაბრუნება" დაფინანსდა ოჩასა და ჰოლანდიის მთავრობის მიერ.

2015 წელს სამი თვის მანძილზე ნიდერლანდებში მოწვეული ჰყავდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ჯანაშიას მუზეუმის იარაღისა და ძვირფასი ლითონების ფონდის თანამშრომელი სასწავლებლად. 2015 წელს მისი ინიციატივით მოწვეული იყო ეროვნული მუზეუმის მეცნიერი ბ-ნი ირაკლი ბაქრაძე ქ.ვენის ხელოვნების მუზეუმში მოწყობილ სიმპოზიუმზე, სადაც მან წაიკითხა ლექცია " შუა საუკუნეების აღჭურვილობა საქართველოში".

მისი ინიაციატივით, ავტორობით და დაფინანსებით შეიქმნა ქართველ მხატვარ-მეიარაღეთა ინტერნეტ პორტალი www.georgians-weapons.com . ეს საიტი აქტიურად ემსახურება ქართული მესაჭურვლეობის ხელოვნების უკეთ წარმოჩინებას და პოპულარიზაციას საქართველოში და საზღვარგარეთ.

2002 წლიდან არის ნიდერლანდების მხატვართა კავშირის და ნიდერლანდების ხელოვანთა კავშირების ფედერაციის წევრი. 2004 წლიდან – ისტორიული იარაღის და საჭურველის მკვლევარ-მეცნიერთა საერთაშორისო გაერთიანების წევრი. 2013 წელს მიენიჭა ნიდერლანდების ოქრომჭედელთა გილდიის ოსტატის წოდება. არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი და საქართველოს და ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქე.

დღემდე განაგრძობს დმოუკიდებელ შემოქმედებით მუშაობას და საზღვარგარეთ გაბნეული ქართული კულტურული ფასეულობების, ისტორიული საჭურველ-იარაღის, მოკვლევას და დაფიქსირებას. გამოფენა დათვარიელებებზე რეგულარულად აჩვენებს ძველი ქართული საბრძოლო აღჭურვილობის ნიმუშებს. 2005 წლიდან, არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

 

 

მნიშვნელოვანი დაკვეთები და პროექტები

1987 ხევსურული აბჯრის სხვადასხვა შემადგენელი ელემენტები: ჯაჭვის პერანგი, ხევსურული ფარი, სამკლაურები, ანტიკვარული ხევსურული ჩაფხუტის მოცულობითი რესტავრაცია/რეკონსტრუქცია – მხატვარი პროფ. ნიკო ხერკელაძე, ქ. თბილისი.
 

1988 ხევსურული სამკლაურები – რესპუბლიკის სახალხო მხატვარი გურამ გაბაშვილი, თბილისი.

1987-1990 ხევსურული აბჯრის ორი სრული ანაკრები, მხატვრულ-მონუმენტალური ინტერპრეტაცია - მხატვარი ზურაბ წერეთლის პირადი დაკვეთა.

1996 ქართული ნიმუშის ჯაჭვის პერანგის დამზადების და ქართული საჭურვლის პრეზენტაცია ნიდერლანდების სამეფოს საარმიო და საჭურველის სახელმწიფო მუზეუმის მიწვევით, ქ. დელფტი.

1997 წმ. ნინოს ჯვარი, სატრაპეზოს კარისთვის - კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მართლმადიდებლური ეკლესია ქალაქ ეინდჰოვენში.

1997 მოოქრული ფოლადის თასები ქ. დენ ბოშის საეკლესიო საბჭო.

1997 ჯაჭვის პერანგის ქსოვის ტექნიკებით შესრულებული სამკაული - იუნესკოს წევრის, პროფ. ალფრედ ჰაბერმანი(ავსტრია), პირადი დაკვეთა.

1997-1998 პრინცი მორიც ორანიეს(1567-1625) საომარი აღჭურვილობის რეკონსტრუქცია - ნიდერლანდების სამეფოს საარმიო და საჭურველის სახელმწიფო მუზეუმი ქ. დელფტი. ქ. ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმში დაცული ორიგინალის მიხედვით.

1998-2000 დასავლეთ ევროპული საჭურველის ნიმუშების სერია, მათ შორის მინიატურა “მორიც ორანიე” - ჰოლანდიელი მეცენატის და კოლექციონერის ჰენკ ვისსერი, “ვისსერის კოლექცია”, ვასსენაარი.
1998-2000 ყოველკვირეული ლითონის მხატვრული დამუშავების ლექციები - პეტერ ბრიუხელის სახ. სამხატვრო ინსტიტუტიის დოცენტი, ქ. ვეხელი.

1999 "გულსაბნევი ბროში", საიუველირული ნაკეთობა ვერცხლში - გალერეა "ბრემმერ" ქალაქ ტილბურგში, ცნობილი ჰოლანდიელი კომპოზიტორის, იან ვან დაიკის, 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

1999 "პანაგია" – საბერძნეთის საეპისკოპოსო.

1999 მე-16 საუკუნით დათარიღებული საბრძოლო აღჭურილობის 4 ანაკრების მოცულობითი რესტავრაცია/კონსერვაცია, ციხესიმაგრე-სასახლე "კასტელი ჰეესვეიკი", ჰეესვეიკ-დინტერი.

2000 ანტიკვარული “მაქსიმილიანის ჯავშანი”-ს მოცულობითი რესტავრაცია/კონსერვაცია – მუზეუმი "დონ-კიხოტი", დრუნენი.

2001 ლითონის მხატვრული დამუშავების "ვორკშჰოპი" "ჰერვიონ კოლეჯის" ბავშვებისთვის – პროექტი განხორციელდა ქ. დენ ბოშის ხელოვანთა კავშირთან თანამშრომლობით.

2001-2002 ლექციები: ისტორიული საჭურველი, ლითონის ობიექტების რესტავრაცია და კონსერვაცია. პრაქტიკა: ფოლადის დამუშავების ისტორიული ტექნოლოგიები - "ნიდერლანდების კოლექციების ინსტიტუტი"-ს დოცენტი, ამსტერდამი.

2002-2003 შუბოსნის საჭურველი - ნიდერლანდების სამეფოს საარმიო და საჭურველის სახელმწიფო მუზეუმი ქ. დელფტში, ამავე მუზეუმში დაცული ნიმუშების მიხედვით.

2003 მე-6 და 13-ე საუკუნის დროინდელი კლასიკური მუზარადების ინტერპრეტაცია - ბ-ნი ბრუნო მაურერი, შვეიცარიის საარმიო მუზეუმის პრეზიდენტი, ქ. ბერნი.

2003-2004 ნიდერლანდების ეროვნული გმირს იან ვან შხაფელარს სკულპტურული სახე - ქალაქ ბარნეველდის მერიის სამხარეო მუზეუმი "ნაირაკ". შესრულებულია გერმანიის ქ. ნორდლინგენის მუზეუმში დაცული, ფრედრიხ ჰერლინის, 1460 წლით დათარიღებული ხატის – “წმ. გიორგის სასწაული”–ს მიხედვით.

2004 მე-19 საუკუნის დროინდელი, რიტუალური მუსიკალური ინსტრუმენტების მოცულობითი რესტავრაცია - დაბა ზუნდერტის მერიის მუსიკალური საზოგადოება "სამეფო ჰარმონია", ზუნდერტი ვინცენტ ვან გოგის დაბადების ადგილია.

2004 "ბავშვის საჭურველი" - ნიდერლანდების სამეფოს საარმიო და საჭურველის სახელმწიფო მუზეუმი ქ. დელფტში. ნიდერლანდების სამეფო ოჯახის არქივში დაცული, პრინცი მორიც ორანიეს, 1578 წლით დათარიღებული პორტრეტის მიხედვით.

2005 ეკსკლუსიური ლამპიონების "დენ ჰააგა" რესტავრაცია, ფირმა "დე ნოოდ"-ის დაკვეთით, ქ. მიდდელბურგი, ზეელანდია-ნიდერლანდები.

2005 მუზეუმი "დონ-კიხოტი", ფოლადის ქამარი.

2005 - კლასიკური ლამპიონი "ამსტერდამი", ქ. ხეერტრუიდენბერგი, "საარქიტექტორო ბიურო ბბმ"-ის დაკვეთა.

2006 - კლასიკური ლამპიონი "მონტფორტი", "საზოგადოება კასტელ მონტფორტ"-ის დაკვეთით.
2006 - ლექციები ანტვერპენის ხელოვნების აკადემია სტუმარი-პროფესორის სტატუსით.

2007 - შუა საუკუნეების რაინდის აბჯრის სრული ანაკრები, გოთურ სტილში. მუზეუმი "ფრიტსენბურგტ" -ს დაკვეთით, დრუნენი.

2007 - რაინდის სატურნირო მუზარადი(ზუჩი), მე-18 საუკუნის ნიმშის მიხედვით. კერძო დაკვეთა, შვეიცარია.

2007-2008 გოთური აბჯარი - მუზეუმი "დონ-კიხოტი"-ს დაკვეთით, ნიდერლანდები.

2008 - ბავშვის აბჯარი - მუზეუმი "დონ-კიხოტი"-ს დაკვეთით, ნიდერლანდები.

2008 - სკულპტურა "Fლამმე" - კერძო დაკვეთა, შვეიცარია.

2008 "ღოცკეტეერ ჰელმეტ" - ცნობილი ამსტერდამელი ადვოკატის დაკვეთით.

2009 - 1642 წლით დათარიღებული საეკლესიო ჭაღების (12) რესტავრაცია, ქალაქ დევენტერის მერიის და ნიდერლანდების ძეგლთა დაცვის სამსახურის დაკვეთით, ნიდერლანდები.

2009 - საქართველოს ეროვნული მუზეუმის იარაღის და ძვირფასი ლითონების ფონდიდან 11 ნივთის რესტავრაცია და კონსერვაცია.

2010 -ერეკლე IIხმალი, საავტორო ასლი.

2010 - ზაქრო ნონიკაშვილის ტიგელის ბულატის სემინარი - ანტვერპენის ნატიფი ხელოვნების აკადემია, ბელგია.

2011 - ხანჯალი "თავადი", მხატვარ ირაკლი მეგრელიშვილთან თანამშრომლობით

2011 - საერთაშორისო სიმპოზიუმი "ქართული ბულატი", ბელგია

2011 - მე-16 საუკუნის ირანული სამეფო ხმლი "გიორგი სააკაძის ხმალი"

2011-2012 ოქროზარნიშიანი ჭოლაური

2012 - ვერცხლის სევადიანი ჭოლაური

2012 - 2013 - კავკასიური ტიპის ხმალი დარესტნური პირით

2013 - ბაგრატიონების გორდა ხმალი

2013 - სვანური ფარი

2013 - სალტე ხანჯალი "გიორგი პირველი"

2014 გიორგი სააკაძის ხმალი, მე-16-17 საუკუნის ნიმუშების მიხედვით

2015 - საქართველოს ეროვნული მუზეუმის ჯანაშიას მუზეუმის იარაღისა და ძვირფასი ლითონების ფონდის თანამშრომელის გიორგი ლაღიძის პრაქტიკა ჰოლანდიაში

2015 - "შამილი", კავკასიური სატევარი

2015 - სატევარი "გურიელი"

2016 - იმერული სატევარი ქამრით, (კერძო დაკვეთა საქართველოდან)

2016 - იმერული "კაბანი ხმალი საკიდით, (კერძო დაკვეთა საქართველოდან)

2017 - სვანური მშვილდის რეკონსტრუქცია

2018 - ხევსურული ხმალი საკიდით (კერძო დაკვეთა ამერიკის შეერთებული შტატებიდან)

2018 - თბილისური გასახსნელი სატევარი

2019 - ვერცხლისსევადიანი ჭოლაური "არდოტი"

2019 - თბილისური ხმალი საკიდით, თბილისური სატევარი ქამრით, ჩოხის მასრები, ყველაფერი 19 საუკუნის თბილისელი მეიარაღე გიორგი ელიარაშვილის სტილში, (კერძო დაკვეთა შვეიცარიიდან)

2019 - "ზღვის რაინდის" მუზარადი და ხმალი, მუზეუმ მარკიზენჰოფ-ის დაკვეთა, ბერგენ ოპ ზოომ (ნიდერლანდები)

2020 - გელდერლანდების ჰერთოგ კარელ ვან ეგმონდ-ის ხმლის რეკონსტრუქცია, საზოგადოება "ეუსებიუს" დაკვეტა, ქ. არნჰემი (ნიდერლანდები)

2021 - თბილისური სატევარი მეიარათღე ხაჩეტურ ბებუროვის სტილში

2020-21 - თბილისური ოქროზარნიშიანი ჭოლაური გიორგი ელიარაშვილის სტილში, კერძო დაკვეტა შვეიცარიიდან

2021-22 - ბრიტანეთის მეფის გეორგ VI საპატიო ხმალი (სტალინგრადის ხმალი)

2021-22 თბილისური ოქროზარნიშიანი ჭოლაური 19 საუკუნის მეიარაღის გიორგი ელიარაშვილის სტილში

***



გამოფენები / დათვარიელებები

1988 ბურგ ჰასსეხ-ქ. ტიროლის მერიის საგამოფენო დარბაზი, ავსტრია.

1999 მხატვრის სახლი, თბილისი.

1995 ტექსელის საზღვაო მუზეუმი, კუნძული ტექსელი, ნიდერლანდები.

1996 ნიდერლანდების სამეფოს საარმიო და საჭურვლის სახელმწიფო მუზეუმი.

1996 საჯარო ბიბლიოთეკა, ქ.კერკდრილ, ნიდერლანდები.

1997 გალერია "დე კეიკერიკ", ქ. ვაალვაიკ, ნიდერლანდები.

1997 საიუველირო სალონი "ნაუვენს ენ ჰოუდაიკ", დენ ბოში, ნიდერლანდები.

1997 ნიდერლანდების სამეფოს საარმიო და საჭურვლის მუზეუმი.

1997 ქალაქ ვეერტ-ის მერიის საგამოფენო დარბაზი, ნიდერლანდები.

1998 გალერია "ლა კავე", ქ. კერკრადე, ნიდერლანდები.

1998 გალერია "ბრემმერ", ქ. ტილბურგი, ნიდერლანდები.

1998 გალერია "ვატერტორნ", დაბა შხოონჰოვენი, ნიდერლანდები.

1999 სასახლე "კასტელ ბურგხლისტერ"-ის ბურგხლინსტერი, ლუქსემბურგი.

2000 საიუველირო სალონი "ნაუვენს ენ ჰოუდაიკ", დენ ბოში, ნიდერლანდები.

2000 გალერია "ბრემმერ", ქ. ტილბურგი, ნიდერლანდები.

2000 "მსოფლიო გამოფენა ექსპო-2000"-ს მონაწილე, ქ. ჰანნოვერი, გერმანია.

2000 დათვარიელება ამსტერდამის სახელმწიფო მუზეუმში, ამსტერდამი.

2001 მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზი "სტოკი", დენ ბოში.

2001 საჯარო ბიბლიოთეკა, ქ. როზენდალი, ნიდერლანდები.

2002 სასახლე "კასტელი მონტფორტი", დაბა მონტფორტი, ნიდერლანდები.

2003 ნიდერლანდების სამეფოს საარმიო და საჭურვლის მუზეუმი.

2004 ნიდერლანდების სამეფოს საარმიო და საჭურვლის მუზეუმი.

2004 მუზეუმი "ნაირაკი", ქ. ბარნეველდი, ნიდერლანდები.

2004 “არტი ეტ ამიკაცე“ ამსტერდამი, ნიდერლანდები.

2004 მუზეუმი "ბრონბეკ", ქ. არნჰემი, ნიდერლანდები.

2004 მუზეუმი "ალტეს ცოიგჰაუზი" ქ. ზოლოტურნში, შცეიცარია.

2004 მუსიკალური ცენტრი “ვრედენბურგი”, ქ. უტრეხტი, ნიდერლანდები.

2004 “სამეფო შოუბურგი“, დენ ჰააგა, ნიდერლანდები.

2004 ნიდერლანდების სამეფოს საარმიო და საჭურვლის მუზეუმი.

2005 გალერია "ბრემმერ", ქ. ტილბურგი, ნიდერლანდები.

2005 დიაპრეზენტაცია "საქართველოს დღე 2005", ბაგრატიონის საზოგადოება, ამსტერდამი.

2006 გამოფენა-დიაპრეზენტაცია "ნიდერლანდების ხელოვან-მჭედელთა გილდიის" დღე, საგამოფენო დარბაზი "რეხტჰაუსპლეინ", ნიუკოპ-ი, ნიდერლანდები.

2006 გამოფენა-დიაპრეზენტაცია "51 ჰასსელტ", ჰასსელტ (ბელგია).

2006 - მხატვრული საავტორო იარაღის შოუ, გენბლუ (ბელგია)

2006 გამოფენა-ლექცია, ანტვერპენის ხელოვნების აკადემია.

2007 გამოფენა-პრეზენტაცია. ქართული დიასპორის კულტურის დღე, ამსტერდამი.

2007 "მაურიცი და ორანიეების საიდუმლო", საარმიო მუზეუმი, დელფტი

2007 გამოფენა-დიაპრეზენტაცია "51 ხეელ", ხეელ (ბელგია).

2007 მხატვრული საავტორო იარაღის შოუ "სიკაკ" - პარიზი

2007 პრეზენტაცია ქ. ჰამბურგში, ბუნდესვერის სამხედრო აკადემიაში საქართველოს დღესთან

2007-2008 მუზეუმი "ქარვასლა" ქ.თბილისი, ჯგუფური გამოფენის მონაწილე.

2008 მხატვრული საავტორო იარაღის შოუ, ქ. ტიელ, ნიდერლანდები.

2008 ნიდერლანდების იარაღის კოლექციონერთა საზოგადოება, ვოორტჰაუზენ, ნიდერლანდები.

2009  მხატვრული საავტორო იარაღის შოუ, გენბლუ, ბელგია

2009 ნიდერლანდების იარაღის კოლექციონერთა საზოგადოება, ვოორტჰაუზენ, ნიდერლანდები

2010 ანტიკვარული იარაღის შოუ, ლიეჟი, ბელგია

2010 ანტვერპენის სალონ "მუშკეტ", ქ. ანტვერპენი, ბელგია.

2010 ნიდერლანდების იარაღის კოლექციონერთა საზოგადოება, ვოორტჰაუზენ, ნიდერლანდები

2010 მხატვრული საავტორო იარაღის შოუ, ქ. ტიელ, ნიდერლანდები.

2010  მხატვრული საავტორო იარაღის შოუ, გენბლუ, ბელგია

2011 ანტვერპენის სალონ "მუშკეტ", ქ. ანტვერპენი, ბელგია.

2011 მხატვრული საავტორო იარაღის შოუ, ქ. ტიელ, ნიდერლანდები.

2011 ანტიკვარული იარაღის შოუ, ლიეჟი, ბელგია

2011 მხატვრული საავტორო იარაღის სალონში, პარიზი, საფრანგეთი.

2011 პრეზენტაცია / ლექცია "როტარი" ქ. ზირიკზეე, ჰოლანდია

2011 "ნიდერლანდის კოლექციონერთა საზოგადოება", ვოორტჰაუზენ, ნიდერლანდები.

2012 ანტვერპენის სალონ "მუშკეტი", ქ. ანტვერპენი, ბელგია.

2012 მხატვრული საავტორო იარაღის შოუ, ქ. ტიელ, ნიდერლანდები.

2012 ანტიკვარული იარაღის შოუ, ლიეჟი, ბელგია

2013 მხატვრული საავტორო იარაღის შოუ, ქ. ტიელ, ნიდერლანდები.

2013 "ნიდერლანდის კოლექციონერთა საზოგადოება", ქ. ლუნტერენ, ნიდერლანდები.

2013  მხატვრული საავტორო იარაღის შოუ, გენბლუ, ბელგია

2013 - პრეზენტაცია ქ. დენ ბოშის ოქრომჭედელთა გილდიის დღეზე.

2013 - გამოფენა შოუ: იარაღის შოუ კასსელ, ქ. კასსელ (გერმანია)

2012 ანტვერპენის სალონ "მუშკეტი", ქ. ანტვერპენი, ბელგია.

2014 გამოფენა მხატვრული იარაღის შოუ, ქ. ტიელ, ნიდერლანდები.

2014 გამოფენა "ნიდერლანდის კოლექციონერთა საზოგადოება", ქ. ლუნტერენ, ნიდერლანდები.

2014  მხატვრული საავტორო იარაღის შოუ, გენბლუ, ბელგია

2014 - გამოფენა შოუ: იარაღის შოუ კასსელ, ქ ასსელ (გერმანია)

2014 - გამოფენა ასტელ ვითთენბურგ, ვასენაარი, ნიდერლანდები

2014 გამოფენა "ნიდერლანდის კოლექციონერთა საზოგადოება", ქ. ლუნტერენ, ნიდერლანდები.

2015 გამოფენა ანტვერპენის სალონ "მუშკეტი", ქ. ანტვერპენი, ბელგია.

2015 გამოფენა საავტორო მხატვრული იარაღის შოუ, ქ. ტიელ, ნიდერლანდები.

2015 გამოფენა "ნიდერლანდის კოლექციონერთა საზოგადოება", ქ. ლუნტერენ, ნიდერლანდები.

2015 საავტორო მხატვრული იარაღის შოუ, გენბლუ, ბელგია

2015 - გამოფენა შოუ: იარაღის შოუ კასსელ, ქ სასსელ (გერმანია)

2015 გამოფენა "ნიდერლანდის კოლექციონერთა საზოგადოება", ქ. ლუნტერენ, ნიდერლანდები.

2016 - გამოფენა შოუ: იარაღის შოუ კასსელ, ქ ასსელ (გერმანია)

2016 გამოფენა "ნიდერლანდის კოლექციონერთა საზოგადოება", ქ. ლუნტერენ, ნიდერლანდები.

2016 გამოფენა ანტვერპენის სალონ "მუშკეტი", ქ. ანტვერპენი, ბელგია.

2016 გამოფენა საავტორო მხატვრული იარაღის შოუ, ქ. ტიელ, ნიდერლანდები.

2016 გამოფენა "ნიდერლანდის კოლექციონერთა საზოგადოება", ქ. ლუნტერენ, ნიდერლანდები.

2017 გამოფენა "ნიდერლანდის კოლექციონერთა საზოგადოება", ქ. ლუნტერენ, ნიდერლანდები.

2017 გამოფენა ანტვერპენის სალონ "მუშკეტი", ქ. ანტვერპენი, ბელგია.

2017 გამოფენა საავტორო მხატვრული იარაღის შოუ, ქ. ტიელ, ნიდერლანდები.

2018 გამოფენა "ნიდერლანდის კოლექციონერთა საზოგადოება", ქ. ლუნტერენ, ნიდერლანდები.

2018 გამოფენა ანტვერპენის სალონ "მუშკეტი", ქ. ანტვერპენი, ბელგია.

2018 ჯგუფური გამოფენის მონაწილე საქართველოს საელჩოში ქ. დენ ჰააგა-ში, ნიდერლანდები

2018 გამოფენა საავტორო მხატვრული იარაღის შოუ, ქ. ტიელ, ნიდერლანდები.

2019 გამოფენა "ნიდერლანდის კოლექციონერთა საზოგადოება", ქ. ლუნტერენ, ნიდერლანდები.

2019 გამოფენა ანტვერპენის სალონ "მუშკეტი", ქ. ანტვერპენი, ბელგია.

2019 გამოფენა საავტორო მხატვრული იარაღის შოუ, ქ. ტიელ, ნიდერლანდები.

2020 გამოფენა ნიდერლანდის კოლექციონერთა საზოგადოება", ქ. ბარნაველდ, ნიდერლანდები.

2021 გამოფენა "ნიდერლანდის კოლექციონერთა საზოგადოება", ქ. ბარნაველდ, ნიდერლანდები.

2022 გამოფენა საავტორო მხატვრული იარაღის შოუ, ქ. ხორკუმ, ნიდერლანდები.

2022 პერსონალური გამოფენა მუზეუმ მარკიზენჰოფ", ქ. ბერგენ ოპ ზოომ, ნიდერლანდები.

2022 გამოფენა "ნიდერლანდის კოლექციონერთა საზოგადოება", ქ. ბარნაველდ, ნიდერლანდები.

2023 გამოფენა საავტორო მხატვრული იარაღის შოუ, ქ. ხორკუმ, ნიდერლანდები.

2023 გამოფენა "ნიდერლანდის კოლექციონერთა საზოგადოება", ქ. ბარნაველდ, ნიდერლანდები.


***

ჯილდოები

***

***

გრანპრი, ოქროს თასი, 2011 წელი

გრანპრი, ქ. ბურგხლისტერი (ლუქსემბურგი), 1999 წელი. თანამედროვე ჭედური ხელოვანების გამოფენა კონკურსში გამარჯვებული.

პრიზი "საუკეთესო საგამოფენო ნამუშევარი", ქ. ტიელი (ჰოლანდია), 2011 წელი. თანამედროვე მხატვრული საავტორო იარაღის გამოფენა კონკურსში გამარჯვებული.

პრიზი "საუკეთესო საგამოფენო ნამუშევარი", ქ. ტიელი (ჰოლანდია), 2012 წელი. თანამედროვე მხატვრული საავტორო იარაღის გამოფენა კონკურსში გამარჯვებული.

 

პრიზი "საუკეთესო საგამოფენო ნამუშევარი", ქ. ტიელი (ჰოლანდია), 2013 წელი. თანამედროვე მხატვრული საავტორო იარაღის გამოფენა კონკურსში გამარჯვებული.

პრიზი "საუკეთესო საგამოფენო ნამუშევარი", ქ. ტიელი (ჰოლანდია), 2014 წელი. თანამედროვე მხატვრული საავტორო იარაღის გამოფენა კონკურსში გამარჯვებული.

პრიზი "საუკეთესო საგამოფენო ნამუშევარი", ქ. ტიელი (ჰოლანდია), 2015 წელი. თანამედროვე მხატვრული საავტორო იარაღის გამოფენა კონკურსში გამარჯვებული.

პრიზი "საუკეთესო საგამოფენო ნამუშევარი", ქ. ტიელი (ჰოლანდია), 2018 წელი. თანამედროვე მხატვრული საავტორო იარაღის გამოფენა კონკურსში გამარჯვებული.

პრიზი "საუკეთესო საგამოფენო ნამუშევარი", ქ. ხორკუმი (ჰოლანდია), 2022 წელი. თანამედროვე მხატვრული საავტორო იარაღის გამოფენა კონკურსში გამარჯვებული.

პრიზი "საუკეთესო საგამოფენო ნამუშევარი", ქ. ხორკუმი (ჰოლანდია), 2023 წელი. თანამედროვე მხატვრული საავტორო იარაღის გამოფენა


პრიზი, ქ. პარიზი (საფრანგეთი), 2011 წელი. თანამედროვე მხატვარ მეიარარეტა გამოფენა-კონკურსში გამარჯვებული.
***

გოჩა ლაღიძის ვორკშოპები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში - ისტორიული იარაღის რესტავრაცია და კონსერვაცია

პროექტი "კვალიფიცირებული თანამემამულეების დროებით სამშობლოში დაბრუნება" დააფინანსა ჰოლანდიის მთვრობამ და განხორციელდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ.

 

პუბლიკაციები

 

karibWe

კარიბჭე

Gotscha Lagidse

ბიოგრაფია

saWurveli

საჭურველი

sakraluri namuSevrebi

საეკლესიო

liTonis plastika

სკულპტურა

sarestavracio samuSaoebi

რესტავრაცია

proeqtebi

სიახლე