მთავარი

პროექტები / სიახლე

***

***

თბილისური სატევარი, 2023. ფოლადი ს.ბობკოვი, ტულა.

***

პრიზები იარაღის საერთაშორისო გამოფენებზე ნიდერლანდებში 2022 და 2023 წლებში.

***

მინიატურები რკინაში, 2022.

***

პერსონალური გამოფენა მუზეუმ-სასახლე მარკიზენჰოფ-ში, ნიდერლანდები

14/09/2021 - 06/03-2022

 

 

***

მე19 საუკუნის ცნობილი თბილისელი მეიარაღე გიორგი ელიარაშვილის (გეურქ ელიაროვ) გენეოლოგია, (რ.ხუციშვილი, გ.ლაღიძე)

2021 წლის აპრილი - ივნისი - (ქართულ ენაზე - მიჰყევით ბმულს)

რუსულ ენაზე - მიჰყევით ბმულს

Ключевые слова: Тифлис, булат, Геурк, Грузия, оружейник, Элиаров, Элиарашвили. Eliazarashvili, Eliarov, Eliarashvili

***

ერეკლე მეფის მეიარაღე ხეჩატურ ბებუროვის გენეოლოგია, (რ.ხუციშვილი)

2021 წლის ივნისი - (ქართულ ენაზე მიჰყევით ბმულს)

რუსულ ენაზე - მიჰყევით ბმულს

Происхождение Хечатура Бебурова, Хечатур Бебуров, Хачатур Бебуров, ხაჩატურ ბებუროვი, ხეჩატური, ხაჩატური

 

***

გელდერლანდიის ჰერთოგის ხმლის რეკონსტრუქცია

Reconstructie van Zwaard (ca. 1515) van Karel van Egmond, Hetrog van Gelderland en Graaf van Zutphen in opdracht van Stichting Eusebius in Arnhem. Dank Peter Johnson en Zakro Nonikashvili voor bijdrage in dit project.

***

ზღვის რაინდის მუზარადი და ხმალი

Helm en Zwaard van Zeeridder 2019, in opdracht van Museum Markizengof Bergen op Zoom. Dank Peter Johnson en Ko Zuidweg voor de bijdrage in dit project.

***

Lieveheerstbeestne, 2022. Geblauwd staal, zilver goud

***

Kruis met granaat, gemaakt bij Centrum van Kunsten, Roosendaal 2019

***

Minotaurus I - gemaakt, 2019

***

 

Minotaurus II, 2019

***

თბილისური ხმალი და სატევარი, 2020

ხმალი და ხანჯალი თბილისურ სტილში, შესრულდა kერძო დაკვეთით. იდეა, ავტორი და შესრულება - გოჩა ლაღიძის სტუდია. ფოლადი და შემკობა ზაქრო ნინიკაშვილი, სოფ. ხიდისთავი, საქართველო.

 

***

ვერცხლის ზარნიშიანი ჭოლაური, 2019

   

ხმალი "არდოტი", 2018. მადლობა ზ.ნონიკაშვილს და ოთო ქეშელაშვილს თანამშრომლობისთვის.

***

თბილისური გასახსნელი სატევარი, 2018

ოქროთი შემკობა ა.აღდგომელაშვილი.

***

***

ხევსურული ხმალი, 2018

Khevsurische zwaard, 2018, Particulier opdrachtgever uit VS

 

intervi "Eropeanblades" 2017

http://www.europeanblades.com/interview-with-gotscha-lagidse/

***

სტატია ნიდერლანდურ ჟურნალში

***

იმერული კაბიანი ხმალი, 2016

ამ პროექტში ვითანამშრომლე სერგეი ბობკოვ (ტულა) დამასკური ფოლადის დანამზადი, გიოგრი ნონიაშვილი (თბილისი) ზარნიში.

***

"მაზარინი" -2015. სიგრძე 110 მმ. მოელვარებული ფოლადი, მოოქრული თითბერი.

***

იმერული სატევარი, 2016 წელი

ამ პროექტში ვითანამშრომლე სერგეი ბობკოვ (ტულა) დამასკური ფოლადის დანამზადი, ოთარ ქეშელაშვილი (თბილისი) ზარნიში.

 

***

სატევარი "გურიელი, 2015 წელი

ამ პროექტში ვითანამშრომლე ლევან ბუკია (თბილისი) სატევარის პირი შეასრულა ჩემი ესკიზით, ოთარ ქეშელაშვილი (თბილისი) ზარნიში.

 

***

სატევარი "შამილი", 2014

"შამილი" - სატევარი, 2015. სირგძე 45 სმ. დამასკური ფოლადი ხ.ვან პოპელ, ზარნიში ა.არდგომელაშვილი.

***

***

პირველი პრიზი -გამოფენა ნიდერლანდების კოლექციუმერთა ყოველწლიურ შოუზე, 14 დეკემბერი 2014 წელი.

ჯიურის წევრები: ჟან-პაიულ ლუფფ, იან-პიტ პაიპე, მარსელ მულდერ, პეტერ დე მეესტერ.

***

 

***

სალტე სატევარი "ლაღა", 2013

  

2013 წელს ჩემს სახელოსნოში სარესტავრაციოდ მოხვდა აქამდე უცნობი ტიპის ძველი ქართული ხანჯალი - სამოსლის ქვეშ ტყავგადაკრულ ლითონის ქარქაშში წელზე სატარებელი იარაღი. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით მსგავსი ტიპის კავკასიური იარაღი დღემდე არ აიყო დაფიქსირებული არცერთ ცნობილ კოლექციაში. საკმაოდ მოზრდილი (მთლიანი სიგრძე 74 სმ). ტარზე ვერცხლის სადებების დამუშავების სტილი და ორნამენტი მიანიშნებს, რომ ეს იარაღი საქართველოში არის დამზადებული. ეს მოვლენა ეცნობა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს.

ნივთის რესტავრირების დროს დაიბადა იდეა მსგავსი საავტორო ნამუშევარი შექმნისა, რაზედაც მფლობელის ოფიციალური თანხმობა მივიღეთ. ზომა და ფორმები გარკვეულწილად შეიცვალა და გაკეთდა ორიგინალური ესკიზი. შეიცვალა ტარის დიზაინი და მასალა. ესკიზი გაკეთდა ტრადიციული კავკასიური იარაღის სტილის და კანონიკის პატივისცემით და დაცვით. რამდენიმე ექსპერიმენტის, კონსულტაციების და მთლიანი პროექტის ლოგისტიკური ანალიზის შემდეგ გადავწყვიტეთ ხანჯლის პირი საქართველოში დაგვეკვეთა. ჩვენი ესკიზის სრული დაცვით ხანჯლის პირი ბრწყინვალედ შეასრულდა თბილისში მოღვაწე მხატვარ-მეიარაღემ და მჭედელმა ლევან ბუკიამ. ჩემს მოღვაწეობაში როგორც მჭედელი მესაჭურვლე აღნიშნული პროექტი შეიძლება შეედაროს ჩემს მიერ "ახალი ამერიკის" აღმოჩენას. მინდა მადლობა მოვუხადო ლევან ბუკიას დაკვეთის შესანიშნავი შესრულებისთვის და პოეტ კობა ჭუმბურიძეს ამ ნამუშევრისადმი მიძღვნილი ლექსისათვის:

 „სარტყელივით მომისალტე, სამღერელად ანალესი,

 ელდასავით საშპუნები, ელვასავით დასაკვესი.“

* სამღერელად - მღერება ძველქართულში ასევე ნიშნავს იარაღის ოსტატურად ბზრიალს, ტორღვებას. * საშპუნები - შპუნება იარაღის სწრაფად ამოღებას

***

ანტიკვარიატის და ხელოვნების რესტავრაცია მიჰყევით ბმულს

რესტავრატორის მისიაა ხელი შეუწყოს  ძვირფასი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, ხელოვნების და სიძველეების აღდგენას.

სამი მცნება არის უმნიშვნელოვანესი პროფესია რესტავრატორისთვის. ესენი არიან: პრევენციული კონსერვირება, კონსერვირება და რესტავრაცია.

პრევენციული კონსერვირება გულისხმობს, რომ მაქსიმალურად ყველა ზომა უნდა იქნას მიღებული  ნივთის ოპტიმალურ გარემოში შესანახად. ამ დროს თვითონ ნივთი არ მუშავდება; რესტავრატორი ნივთს უქმნის მხოლოდ შესანახად ოპტიმალურ პირობებს. ამდენად, რესტავრატორი უყურებს: ტემპერატურას, ჰაერის ტენიანობას, სინათლის ინტენსივობას, შეფუთვას. პრევენციულ კონსერვირებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა რაც შეიძლება დიდი ხნით გადადოს ნივთის დაშლა.

კონსერვირების დროს რესტავრატორი ნივთს კონკრეტულად ამუშავებს. ეს ოპერაციები საჭიროა რათა შეაჩეროს ან შეანელოს ნივთის შემდგომი დაშლა/დაზიანება. კონსერვირება  გულისხმობს მაგალითად ნივთის გაწმენდას და საპოხი მასალებით დამუშავებას.

რესტავრაციის დროს რესტავრატორი ზრუნავს, რათა ნივთი მაქსიმალურად დააბრუნოს თავდაპირველ ორიგინალურ მდგომარეობაში. მაგალითად, თუ ნივთს აკლია ნაწილი ან დაზიანებულია რესტავრატორს შეუძლია მისი აღდგენა... მიჰყევით ბმულს

***

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ჯანაშიას მუზეუმის იარაღისა და ძვირფასი ლითონების ფონდის თანამშრომელის გიორგი ლაღიძის პრაქტიკა ჰოლანდიაში, 2015 წ.

***

სვანური მშვილდების რეკონსტრუქცია, 2017 წ.

მადლობა იასონ ბევერ-ს თანამშრომლობისთვის

Copyricht © National Museum of Georgia

მშვილდი იყო ჩვენი წინაპრების ძალიან მნიშვნელოვანი იარაღი და აღინიშნა მრავალ ძველ და თანამედროვე წყაროებში. მიუხედავად შეზღუდული ხელმისაწვდომი ფაქტობრივი მონაცემებისა და ნაწილობრივ დაუსაბუთებელი ინფორმაციისა საბედნიეროდ დღემდე მოაღწია ქართული შედგენილი მშვილდის რამდენიმე ნიმუშმა. კერძოდ, მე-11 მე-12 საუკუნით დათარიღებული მშვილდები მესტიის მუზეუმიდან.  ეს მშვილდები კლასიფიკაციის მიხედვით რთულ (იგივე რქის) შედგენილ მშვილდებს წარმოადგენენ.

მსოფლიოში ცნობილია 20-ზე მეტი ტრადიციული მშვილდების ოჯახი, მაგრამ დღემდე არსად იყო აღნიშნული ან განხილული ქართული მშვილდი.  ამ ნაშრომის მიზანია მეცნიერებს, მკვლევარებს და უბრალოდ დაინტერესებულებს, აგრეთვე მოსწავლე ახალგაზრდებს გააცნოს ქართული მშვილდის ეს ნიმუშები, რაც აგრეთვე შეავსებს მსოფლიო მშვილდოსნობის კულტურის ისტორიას.

***

***

The History of Iron Processing and the Creation of Weapons in Georgia

David Kuparadze, Gotcha Lagidze, Mamuka Kapianidze

***

***

 

***

სვანური ფარი, 2013. დამზადებულია მესტიის მუზეუმში დაცული ნიმუშის მიხედვით. მასალა: ფოლადი, ტყავი.

„სვანური ფარი“ - მართლაც უნიკალური ნივთი საქართველოს სამუზეუმო სივრციდან. 2013 წელს ჩემს მიერ ჩატარდა ფოტომასალის ანალიზი და კვლევა, შემდგომში მოხდა მისი რეკონსტრუქცია, თუმცა იშვიათი გამონაკლისების გარდა ზუსტი ასლების გაკეთებას ვერიდები, და არც ესაა ასლი. მთავარი ზომები და სიმრუდის ფორმა დაცულია, მაგრამ მაგალითად სხივების რაოდენობა შეიცვალა, აგრეთვე საბღუჯების კონსტრუქცია დედანისგან განსხვავდება.

საქართველოს მუზეუმების კოლექციებში ამ ტიპის 2 ფარია ცნობილი: მესტიის მუზეუმიდან და ჯანაშიას მუზეუმიდან, ვფიქრობ ეს ქმნის ფარის ცალკე ოჯახს, რადგან პრინციპული კონსტრუქცია ორივე ფარისა ერთიდაიგივეა.

ეს ფარები აგრეთვე იმითაა უნიკალური, რომ მოხმარების ორმაგი ფუნქცია აქვს: საბღუჯით - ხელით სახმარი და მკერდზე სატარებელი.
საბღუჯის გარდა ფარს გარშემო აქვს 8 სამაგრი თასმებისთვის: ზედა ორი - კისერზე საკიდი, მარჯვენა და მარცხენა 2x2 - საიღლიოები, ქვედა 2 -წელის ქამარი. ამითვე აიხსნება ფარი რომ გადრეკილია და არა სწორი, რადგან ესე პირდაპირ "ჯდება" მკერდზე. ეს დამატებითი 8 სამაგრი ორივე ფარზე იდენტურია.

მსგავსი კონსტრუქციის მშვილდი (6 გოზა) და სხივებიანი ფარი სხვაგან არსად მინახავს, ვფიქრობ ბიზანტიური გავლენაა. მართლაც კარგი იქნება ამ ნივთების ლაბორატორიული კვლევა, დათარიღება. აგრეთვე საინტერესოა ჯანაშიას მუზეუმში დაცული დაახლოებით იგივე ზომის და ფორმის ჯვრებიანი ფარი, ეს "სვანურ ფარზე" ოდნავ დიდია. ეს ფარი გეგმაში მაქვს აგრეთვე სარეალიზაციოდ.

***

თბილისური ხმალი, 2012

თბილისური ხმალი, 2012.  (ვრცლად)

***

ბაგრატიონების გორდა ხმალი

,ეროვნულ მუზეუმში დაცული ბაგრატიონების გორდა ხმლის მიხედვით, 2013 წელი.

ბაგრატიონების გორდა ხმლის

ჩემი შუფრა და შაშარი, ნიღრი, ლალი და ვადაო,
იბერიის ჭირისმსურველს ეზმანება ავადაო.
მოდით სანახავადაო, რა გამკვერეს ამისთანა,
რომ ძარღვებში აჩუხჩუხდეს ლეკური და განდაგანა
გორდა ხმალი, ჩემი დარი, ცისქვეშეთში არის განა?
კოხტაურად სატორღვები ღვთითკურთხეულ გვარისგანა.

კოხტაურად აქვს ნახმარი ფარსადან გორგიჯანისძეს, როცა იგი აღწერს სიმონ მეფის ომში შესვლას - მისებურად, კოხტაურადო. 
ტორღვება იარაღის ოსტატური ტრიალია, იგივე - ქიჩილობია, ქიჩილორია. ადრე მღერა ერქვა. კობა ჭუმბრურიძე, 2011 წელი. 

***

ევადიანი ჭოლაური 2012 (ვრცლად)

გოჩა ლაღიძის სევადიანი ხმლისა

რკინის მარჯვენმა გამაწრთო, ვერცხლისამ მასევადაო, 
ოსტატმა შუფრა ამიწყო მტარვალთა მოსრევადაო, 
მამულის მოდარაჯე ვარ, მომხდურთა ზაფრა-მერეხი, 
ქარქაშ-აშურმით შემამკეთ, ჯვარიც დამწერეთ, მერე კი
დავლურში გავედევნები ალგეთს დაზრდილსა მგლებსაო, 
დავენათები მტრებსაო, დავაკვნეტ ჯაჭვის თვლებსაო. 


შუფრა არის ხმლის გალესილი პირი, მერეხი არის თავსხმა, აშურმა არის ხმლის დასაკიდი თასმა, იგივე ყაწიმი. კობა ჭუმბურიძე, 2012

***

კავკასიური ზარნიშის ორქშოფები ნიდერლანდებში (დააწკაპუნე ფოტოზე)

***

"Prix autour du Couteau" - "Salon International de la Coutellerie d’Art et de Collection" (SICAC) in Parijs - Prins Mauritsharnas

 

***

ოქროზარნიშიანი ჭოლაური, 2011-2012 (ვრცლად)

"თუ ერეკლეს ხმალი ნახევარი ირანი ღირდა, ეგ მართალს გეტყვი ბევრად აღემატება ყელაფრით. ქუდის მოხდისა და მარჯვენაზე კოცნას იმსახურებთ. სიტყვები არ მყოფნის. დაამშვენებდა ნებისმიერ მუზეუმს, პირველ რიგში ქართულს!" ზ. ნ. 

წარწერა გოჩას ჭოლაურზე, პოეტი კობა ჭუმბურიძე

მე ვარ ხრმალი, ჭოლაური, მცველი იმერ-ამერისა, 
ძარღვი მომდევს ხალიბური რკინის, პირველნაკვერისა.
მტერი კაფე, მალაპლაპე, ჯავრი ნუ გაქვს შამოკვრისა, 
მე რად მინდა სამარქაფე, ნაფერი ვარ ჯადოქრისა.
შემამკობიც დამილოცე მოლიცლიცე ფიალითა
მემრე კვალში ჩამიდექი, გაგიძღვები წკრიალითა. 

"ჭოლაური”, რაიც ერქვა ცხენოსნის უვადაჯვრო ხმალს დასავლეთში. წყარო პირადად არ მინახავს, მაგრამ მსმენია, რომ კაზაკური ცხენდაცხენ ჩეხვა სწორედ მეგრული მორქიადანაა ნასესხები." კობა ჭუმბურიძე

ამ პროექტში ვითანამშრომლე ალეკო აღდგომელაშვილთან - ზარნიში.

 

***

გიორგი სააკაძის ხმალი (განმეორებით), 2014 წელი - ავტორისეული ინტერპრეტაცია

გიორგი სააკაძის ხმალი, მე-16-17საუკუნის ნიმუშების მიხედვით

***

"Coup de Couer Wootz" - BKS 2011 - Belgian knife Society -  Dolk "Prins"

***

გიორგი სააკაძის ხმალი, 2011 წელი (ვრცლად)


გიორგი სააკაძის ხმალი (ინტერპრეტაცია), 2011 წელი - მე-16 საუკუნის ირანული ნიმუშის მიხედვით

ავტორისეული ინტერპრეტაცია

პროექტში ვითანამშრომლე იური სარქისიანი (პეტერბურგი) დამასკური ფოლადის დანამზადი, გელა ხუციშვილი (რუსთავი) გრავირება და ალექსანდრე აღდგომელაშვილი (თბილისი) ზარნიში.


***

"Best of Show" - Dutch Knife Exhibition 2011 - Dolk "Prins"

***

ხანჯალი "თავადი ", 2011 წელი

(ვრცლად)

***

 ***

სიმპოზიუმი "ქართული ბულატი" - ბელგია, ქ. ანტვერპენი, 2010 წელი

(ვრცლად პროექტის შესახებ)

***

მეფე ერეკლეს ხმალი, 2009 წელი (ვრცლად)

თუ გიფიქრიათ, რა მოხდებოდა, ერთხელაც, რომელსამე ფიცხელ ბრძოლაში რომ ემტყუნებინა პატარა კახისთვინ იმ თავის ხმალსა… 

ახლა მითხარით, რაა მისი ფასი საქართველოსთვის.
ჰოდა, ლექსად მოფერების ღირსი არ არის განა? აი, ასე:
მადლიანი ხელით ნაჭედს, ერთიბღუჯა რკინის ნაჭერს, გაკვერილსა, გაფერილსა, მკვესარსა და მოხაჩხაჩეს, კოხტა კოტაც მოურგია, არც მუქარა ისაკლისა – “მე ვარ ავი მუსაიფი კახთ ბატონის ირაკლისა!”

(ვრცლად)

***

პროექტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, 2009 წლის სექტემბერი

ვორქშოფები ისტორიული იარაღის რესტავრაცია და კონსერვირება. განხორციელდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის იარაღის ფონდებიდან 11 ნივთის რესტავრაცია და კონსერვირება. როექტი "კვალიფიცირებული თანამემამულეების დროებით სამშობლოში დაბრუნება" დაფინანსდა ჰოლანდიის მთავრობის მიერ და განხორციელდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით.  (ვრცლად)

sazogadoebrivi mauwyebloba, 3 noemberi 2009., "legendidan mosuli raindi"

"Sertificate who has participated as a resource person in the area of capacity bulding and temporarily returned to Georgia" - IOM International Organization for Migration

***

დასავლეთ ევროპული არბალეტი - 18 საუკუნის ნიმუშების მიხედვით, 2008 წელი

***

"როკეტერის" ჩაფხუტი - 2008 წელი

***

გოთური აბჯარი, 2007-2008 წელი

გვიანდელი გოთური აბჯარი, შესრულებულია მუზეუმ "დონ კიხოტის" დაკვეთით (ბელგია), მე15 საუკუნის ნიმუშების მიხედვით, პროექტი გაგრძელდა ერთი წელი.

***

ფესტივალი "ჩვენებურები" 24.12.2007-06.01.2008

მიღებაზე საპატრიარქოში

მიღებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროში

7-12-2007, თბილისის ისტორიის მუზეუმში, გამოფენის გახსნა.

"გოჩა! სღფრთოვანებული ვარ შენი შემოქმედებით! ღმერთი ფარავდეს შენს ოჯახს, შენს შემოქმედებას. საქართველოს გენი ჩაქსოვილია შენს შემოქმედებაში. შენ ძეგლი დაუდგი ქართულ ხელოვნებასსაზღცარგარეთ!". თეთნულდი გონიტაშვილი, 2008 წელი

ფესტივალის ფოტოები

***

"სოფია", 2007 წელი, ფოლადი, ვერცხლი 8X8სმ

***

საქართველოს შესახებ პრეზენტაცია

2008 წელს პერსუნალური მიწვევით გოჩას გამოფენა . ჰამბურგში ბუნდესვერის უმაღლეს სამხედრო აკადემიაში, საქართველოზე პრეზენტაციის დროს. პრეზენტაცია აკადემიის სტუდენტმა ვიცე-პოლკოვნიკმა ზაზა გოლოძემ წარმოადგინა.

***

სატურნირო "ზუჩი"

2007 წელი, რაინდის სატურნირო მუზარადი, მე-18 საუკუნის ნიმუშის მიხედვით. დამზადებულია 3 მმ სისქის მაღალ ნახშირბადული ფურცლოვანი ფოლადისგან, იქონის 7300 გრამს. კერძო კოლექცია, შვეიცარია.

    

***

ლექციები ქ. ანტვერპენის ნატიფი ხელოვნების აკადემიაში

2006 წელი, სტუმარი-პროფესორი ქ. ანტვერპენის ნატიფი ხელოვნების აკადემია, აუდიო-ვიზუალური და სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ლითონის რესტავრაციის დეპარტამენტი.

***

ბავშვის აბჯარი

Photo © Legermuseum 

12 წლის პრიც მაურიც ორანელ-ნასაუს აბჯარი, მისი 1578 წლით დათარიღებული პორტრეტის მიხედვით, ნიდერლანდების სამეფოს საარმიო მუზეუმის დაკვეთა, 2006 წელი.

Photo © Legermuseum 

 პრინცესა მაქსიმა გამოფენას ხსნის - "მაურიცი და ორანელების საიდუმლო", საარმიო მუზეუმი, 15 მარტი 2007 წელი.
***

ქართული დიასპორის საზეიმო შეხვედრა ამსტერდამში, 2007 წელი

14 იანვარი 2007 წელი, ქ. ამსტერდამი. გამოფენა და დია-პრეზენტაცია იასპორის დღეს. შეხვედრის თემა: "სრულიად ქართველთა შეხვედრის დღე".

***

"მეტამორფოზი"

  

ეს ნამუშევარი შეიძინა გერმანელმა ხელოვანმა, ქ. კიოლნის უნივერსტეტის პროფესორმა, რომელმაც შეასრულა მისი ორიგინალური მხატვრული ინტერპრეტაცია.

ხილეთ: Photo Dravings - Lars Schubring

***

საქართველოს დღე, 2005 წელი - ბაგრატიონის საზოგადოება

პრეზენტაცია ქ. ამსტერდამში, ბაგრატიონის საზოგადოების მიერ ორგანიზებულ "საქართველოს დღე 2005" -ის დროს

***

ლამპიონი "ლუდოვიკო XIV" - 2005 წელი.

პრეზენტირებულია მე-17 საუკუნის ძველი მერიის შენობის ფასადზე, ქ. ხერტრუდენბერგი, ნიდერლანდები.

***

ლამპიონი "სანდრა" - 2005 წელი.

***

ICOMAM სიმპოზიუმი, 2004 წელი

25 ნოემბერი 2004 წელი, სიმპოზიუმი "Ibternational Council of museums of Arms and Military History", ქ. დელფტი, ნიდერლანდები.

***

გამოფენა მუზეუმ "Altes Zoighaus Solothurn" -Si, Sveicaria, 2004 weli.

 "ისტორიული საბრძოლო აღკაზმულობების" მკვლევარ მეცნიერთა საზოგადოების სიმპოზიუმის დროს - des Gesellschaft für Historische Waffen- und Kostümkunde.

***

გოთური საჭურველი, 2003-2004 წელი

მეთხუთმეტე საუკუნის ნიდერლანდების გმირის იან ვან შხაფელარის საჭურველი. შესრულდა ქალაქ ბარნაველდის "ნაირაკ" მუზეუმის დაკვეთით, პრეზენტირებულია ამავე მუზეუმში.

      

***

მხედრის საჭურველი, 2000-2004 წელი

 

ქ. ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმში დაცული 1590 წლით დათარიღებული პინცი მორიც ორანელის - ნასაუს გრაფის საჭურველი, შესრულებულია განმეორებით.

***

ჰოლანდიელი შუბოსნის საჭურველი, 2003 წელი

შესრულებულია ნიდერლანდების სამეფოს საარმიო მუზეუმის დაკვეთით 17 საუკუნის იკონოგრაფიული ნიმუშების მიხედვით. დაცულია ამავე მუზეუმში.

***

სალტეებიანი მუზარადი "spangenhelm", 2003 წელი

მოოქრული მუზარადი, ქ. ბონის (გერმანია) ისტორიის მუზეუმში დაცული მე-6 საუკუნის ნიმუშის მიხედვით. დამზადებულია 3 მმ სისქის ფურცლოვანი ფოლადისგა, სალტეები ბრინჯაოსია. დაცულია შვეიცარიის საარმიო მუზეუმის პრეზიდენტ ბ-ნ ბრუნო მაურერის პირად კოლექციაში.

***

"ინგლისური ტიპის" მუზარადი, 2003 წელი

ეგრედ წოდებული "ქვაბისებური მუზარადი", "uissoni"- ს კოლექციაში (საფრანგეთი) დაცული მე-13 საუკუნის ნიმუშის მიხედვით. დამზადებულია 3 მმ სისქის ფურცლოვან ი ფოლადისგან, იქონის 5,5 კილოს. დაცულია შვეიცარიის საარმიო მუზეუმის პრეზიდენტ ბ-ნ ბრუნო მაურერის პირად კოლექციაში.

******

"ფარეშიანი ჯაჭვის" ნაირსახეობა, 2010 წელი

Mail coat of steel

***

მინიატურა

   

მინიატურული აბჯარი, მასშტაბით 1:4, 1999 წელი. ქ. ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმში დაცული 1590 წლით დათარიღებული პინცი მორიც ორანელის - ნასაუს გრაფის საჭურველი. იმაღლე 45 სმ. შედგება 177 ფოლადის გამოჭედილი ფირფიტისგან, რომლებიც ზუსტადაა ერთმანეთთან მორგებული და დაკავშირებულია 700 მდე სხვადასხვა ზომის მოოქრული დეტალით (შდა მხრიდან ტყავის თასმებით)., როგორც ჩვეულებრივი ზომის აბჯარში. მასალა: ფოლადი, ოქრო, ვერცხლი, კაკლის ხე, ტყავი. 2 გრავირებული მონოგრამით. ფიგურა გამოძერწილია და ჩამოსხმულია 925 სინჯის ვერცხლისგან საერთო წონით 4,5 კგ. ნამუშევარს მიჭებული აქვს რამდენიმე ჯილდო.

***

პრინცი მაურიც ორნალეის - ნასაუს გრაფის საჭურველი.

ქ. ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმში დაცული 1590 წლით დათარიღებული პინცი მორიც ორანელის - ნასაუს გრაფის საჭურველი. შესრულებულია ნიდერლანდების სამეფოს სამხედრო მუზეუმის დაკვეთით.

***

ლუარსაბ მეფის ფარი და მუზარადი, 1997 წელი

 

აკად. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში დაცული ნიმუშების მიხედვით - ინტერპრეტირება. მსგავსი საჭურველი საქართველოში ხმარებაში იყო 16-19 საუკუნეებში, ამ პერიოდში ირან - ოსმალეთის ლაშქრობებმა გარკვეული ზეგავლენა იქონია იარაღის მოდაზე საქართველოში.

***

ხევსურული ხმალი, 1995 წელი

***

თორღვას აბჯარი, 1995 წ.

შედგება: ჩაჩქანი, ჯაჭვის პერანგი, დაშნა / ხმალი, ფარი, სამკლავეები, საფუხრეები და სამხარიღლიო.

 

 

უბის ფარი, 2006 წელი.

 

***

მგელიკას აბჯარი, 1987 წ.

შესრულებულია საქართველოს მუზეუმებში დაცული ნიმუშების მიხედვით.

***

გოჩა ლაღიძე, ხევსურული სალტეებიანი ფარი 1986 წელი, შოთა ჭინჭარაულის კოლექცია, შატილი, ხევსურეთი. 

 

karibWe

მთავარი

Gotscha Lagidse

ბიოგრაფია

saWurveli

საჭურველი

sakraluri namuSevrebi

საკრალური

liTonis plastika

პლასტიკა

sarestavracio samuSaoebi

რესტავრაცია

proeqtebi

პროექტები